ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა ბლოგი

5 შთამაგონებელი ფილმი ქალებზე – ანა ორმოცაძის ბლოგი

ანა ორმოცაძე
ივლისი 15, 2020
ბლოგი
0

ამ სტატიით შევეცდები 5 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი პერსონაჟი გაგაცნოთ, რომლებსაც აერთიანებთ ერთადერთი რამ – განსაკუთრებული შინაგანი ძალა.

 

5. ის ქალი (Elle)

“ის ქალი” არის ფილმი ძლიერ ქალზე, თუმცა ძლიერი ქალი ამ შემთხვევაში ბანალურად ჟღერს, ამიტომ უფრო სწორი განსაზღვრება იქნებოდა – “სხვანაირი ქალი”.

მთავარ პერსონაჟს კარიერა აწყობილი აქვს. საკუთარი დიდი კომპანიის თანამშრომლები მას ვერ იტანენ, თუმცა ვერც შეწინააღმდეგებას უბედავენ. ეს არის ქალი, რომლის წინაშეც ყველა ფარ-ხმალს ყრის.

ამ ფილმით ადამიანის ბუნების “ბნელი ნაწილი” გამოდის სააშკარაოზე. მაყურებელი კი ვერ გარკვეულა, მთავარი პერსონაჟი. მიშელი. პირუტყვული ინსტინქტებით სავსეა, სიყვარულის უნარს მოკლებულია, უშიშარია, ძალიან მგრძნობიარეა, ირონიული, პირდაპირი და სასტიკია, თუ, უბრალოდ ქალია, რომელსაც გაგება და თანაგრძნობა სურს?

უნდა აღინიშნოს იზაბელ იუპერის მიერ როლის  უბადლო შესრულება. სადაც იზაბელია, იქ ხარისხი გარანტირებულია.

ფილმი ქალზე, რომელიც ყველას არ ჰგავს.

 

4. შავი გედი (Black Swan)

დარენ არონოფსკის ფსიქოლოგიური თრილერი ბალერინაზეა, რომლის ცხოვრება მთლიანად ცეკვასთან არის დაკავშირებული.

ნინა ერთ-ერთი პრესტიჟული საბალეტო სტუდიის წამყვანი მოცეკვავეა, რომელიც გედების ტბაში მისთვის ყველაზე სანატრელ – მთავარ როლს მიიღებს, თუმცა მას კონკურენტი გამოუჩნდება, რომელიც ნინასგან განსხვავებით, უფრო ლაღი და თავისუფალია.

ფილმში ყველაზე საინტერესო თეთრი და შავი გედის თემატიკაა. ნინას, რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს თეთრ გედს, უჭირს შევიდეს შავი გედის როლში და უმანკოება, სინაზე შეცვალოს რაღაც უფრო მისტიკურით, საშიშით.

ფილმი პიროვნების გაორებას ეხება, რაშიც “შავი გედი” ადამიანში არსებული ფარული სურვილების მეტაფორაა. ფილმი ერთი შეხედვით სუსტ გოგონაზეა, რომელიც ცდილობს, მიაღწიოს სრულყოფილებას და ამ პროცესის დამკვირვებელი – მაყურებელი ხვდება, რომ ამ სუსტი თეთრი გედის მიღმა იმალება ძლიერი და განსხვავებული ქალი – შავი გედი.

 

3. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (SPIRITED AWAY)

ამომავალი მზის ქვეყანას – იაპონიას – ამომავალი მზე ჰყავს ჰაიაო მიაძაკის სახით. მიაძაკის თითოეული ანიმე უდიდეს სათქმელს ატარებს.

რეჟისორი ხშირად გვიყვება ბუნებაზე, ოჯახზე, სიყვარულზე და გოგონებზე. მიაძაკის ანიმეების მთავარი მოქმედი გმირები, ძირითადად, გოგონები არიან, რომლებიც ყოველ ეტაპზე უდიდეს ძალასა და სიმტკიცეს იჩენენ.

“მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” იაპონიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და პირველი ანიმეა, რომელმაც უამრავ სხვა ჯილლდოსთან ერთად ოსკარი დაიმსახურა.

ანიმე მოგვითხრობს ათი წლის გოგონას ამბავს. მშობლებთან ერთად სამოგზაუროდ წასული ჩიჰირო, მოულოდნელად დიდ განსაცდელში ჩავარდება. მისი მშობლები ბოროტი ჯადოქრების წყალობით, ღორებად გადაიქცევიან. ჩიჰირო ცდილობს, მშობლებს უშველოს და ძალიან რთულ გზას გადის.

მიაძაკი ამბობს: “ჩემს ანიმეებში მრავლადაა ძლიერი ქალების სახეები აღწერილი. ისინი დამოუკიდებლები არიან, მამაცები, თავდაჯერებულები. მათ სჭირდებათ გვერდით მეგობარი, მხარდამჭერი, მაგრამ არასდროს არ სჭირდებათ მხსნელი. ნებისმიერი ქალს შეუძლია, იყოს ისეთივე გმირი, როგორც კაცს.”

აუცილებლად ნახეთ მიაძაკის ყველა ანიმე, რომლებსაც სიმშვიდე და შვება ერთად მოაქვთ.

 

2. სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური (THREE BILLBOARDS OUTSIDE EBBING, MISSOURI)

ფრენსის მაკდორმანდის როლები ყოველთვის გამორჩეულია. გამონაკლისი არც ეს ფილმია, რომელშიც ის შვილდაკარგული დედის როლში გვევლინება. ფილმის მთავარი პერსონაჟი ცდილობს, სამართლიანობა დაამყაროს და დამნაშავე დაისაჯოს, თუმცა სამ მიტოვებულ ბილბორდზე განცხადებების გაკვრის მეტი არაფერი შეუძლია.

ფილმში პოლიცია თითქოს ბოროტი სისტემის სახე უნდა იყოს, მაგრამ აქ მოვლენები ასე მარტივად არ ვითარდება და ეს ბრწყინვალე რეჟისორის დამსახურებაა. ამ ფილმს არ ჰყავს უარყოფითი პერსონაჟები, თითოეულ მათგანს თავისი, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მაგრამ ქალის სიმამაცე ამ ფილმში ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

ბოლო წლების ერთი-ერთი საუკეთესო ფილმი გელოდებათ წინ, რომელსაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ქალის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა. ასეთს სხვაგან ვერ ნახავთ.

 

1. ახლა საით წავიდეთ ? (Where Do We Go Now?)

 

ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად იფიქრებთ, რომ ეს არის ყველაზე ჰუმანური ფილმი, რაც კი ოდესმე გინახავთ. გარდა ქალის განსაკუთრებული როლისა საზოგადოებაში, ფილმი ეხება უამრავ პრობლემას.

ლიბანის ერთ-ერთ პატარა სოფელში ქრისტიანები და მუსლიმანები თანაცხოვრობენ, აქედან გამომდინარე, ხშირია კონფლიქტი და დაპირისპირება, თუმცა ფილმი მაინც არაჩვეულებრივი საყურებელია.

ქალის ამოუწურავ შესაძლებლობებზე და მის განსაკუთრებულ ძალაზე გადაღებული ფილმი, რომლის რეჟისორიც და მთავარი პერსონაჟიც ერთი და იგივე ქალბატონი – ნადინ ლაბაკი – გახლავთ.

“ეს საკმაოდ გრძელი ამბავია ქალზე, რომელსაც შავები ეცვა. არც მბზინვარე ვარსკვლავები და არც ბრჭყვიალა ყვავილები. მათი ჰაერი თვალებს აშავებდა. ქალებს ბედმა სიმამაცის გამოჩენა არგუნა.”

პერსონაჟებთან ერთად მაყურებლებიც განვიცდით, ვიცინით, ვტირით, გვიკვირს, თანავუგრძნობთ და ბოლოს ჩვენც ვფიქრობთ – ახლა საით წავიდეთ?

www.asea.ge
Tags: ანიმეიზაბელ იუპერიკინონადინ ლაბაკინატალი პორტმანიფილმიფილმი ქალებზეფრენსის მაკდორმანდი
გაზიარება126Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიები გადასახადისგან გათავისუფლდნენ

შემდეგი პოსტი

პირველი მაისი – საბჭოთა გადმონაშთი თუ ღირსების დღე?

ანა ორმოცაძე

ანა ორმოცაძე

შემდეგი პოსტი

პირველი მაისი - საბჭოთა გადმონაშთი თუ ღირსების დღე?

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

მოსწავლის დღიური – ლაურა მაკარაძე

აპრილი 2, 2021
170

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021
45

იზოლაცია იზოლაციამდე – თეონა კაკაციძის ბლოგი

მაისი 1, 2020
574

გახსნილი ცეცხლი პატიმრების წინააღმდეგ – კოლუმბიის მთავრობა მასშტაბურ სკანდალში ეხვევა

აპრილი 22, 2020
48

იაქტიურა თუ არა მოსახლეობამ სოფლის სასარგებლოდ ქედაში?

სექტემბერი 19, 2020
177
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია