2020 წლის 10 სექტემბრიდან GBDC კავკასია აცხადებს კონკურსს სოფლის ახალგაზრდებისთვის, უმაღლესი სასწავლო და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისთვის და საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოწაფეებისთვის პროექტში „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება მაქსიმუმ 100 ახალგაზრდა და ჩართული იქნება პროექტის ღონისძიებებში.
პროექტის მიზნები:
- სოფლად მიკრობიზნესის დაწყების სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციების მიწოდება და არსებულ ბიზნესის დაწყების საგრანტო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართვა პროექტის ღონისძიებებში – პრეზენტაციები, ტრენინგები, ბიზნესგეგბებს შემუშავების პროცესი, კონსულტაციების გაწევა მიკრობიზნესის დამწყები ახალგაზრდებისთვის.
- დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში დასაქმების და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ, რაც პრეზენტაციების / ტრენინგების ჩატარებას და ადგილობრივ მეურნეობებში და აგრობიზნესის კომპანიებში სასწავლო პრაქტიკულ ვიზიტებს გულისხმობს.
- პროექტის სამიზნე ბენეფიციარებისთვის საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.
შერჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან აგრობიზნესის მოდელირების პროექტებში და მიიღებენ აგრობიზნესის განვითარების ოფიცრების სტატუსს პროექტის მიმდინარეობის დროს, რომელიც გრძელდება 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. პროექტის დასრულების შემდეგ GBDC კავკასიის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას განაგრძობს GBDC Agribusiness One Stop Shop – აგრობიზნესის მომსახურების ერთიანი ფანჯრის პრინციპით შემუშავებული ონლაინ სამსახური.
პროექტის მიერ შერჩეულ სკოლის მოწაფეებს შესაძლებლობა ექნებათ,დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ინოვაციების შესახებ და სტუდენტებთან ერთად პრაქტიკულ ტრენინგებში ჩაერთონ, რაც სასოფლო სამეურნეო საწარმოებში, ფერმებში და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო ცენტრებში ვიზიტებს გულისხმობს, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კარიერულ ცენტრებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.
პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ დაფინანსებულია ევრო კავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
“აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” პროექტის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა მიღებული აქვთ USAID Agricultural Program – ის ექსპერტებს.
19 სექტემბერს, 14:00 საათზე დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ოფისში და პარალელურად ონლაინ სივრცეში გაიმართება პირველი საინფორმაციო შეხვედრა, Zoom – ის აპლიკაციის საშუალებით:
https://us04web.zoom.us/j/72441269386?pwd=RnZmTWRqWElJZ3FIQVFtT0dMcktXQT09
Meeting ID: 724 4126 9386
Passcode: bLXF0C
პროექტი განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტში, პრაქტიკები ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია აჭარის მასშტაბით
პარტნიორები: ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი https://www.facebook.com/AEC-Keda, მედია პლატფორმა www.asea.ge, GBDC კავკასიის ბათუმის ოფისი www.gbdc.ge , თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge , ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და ტურიზმის ფაკულტეტები www.bsu.ge .
პროექტში ჩასართავად პრიორიტეტი ენიჭებათ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და სტუდენტებს, რომლებიც არიან
ქედის მუნიციპალიტეტიდან, ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდების ჩართვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობით მათ თემებში.
ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, სოფლად ახალგაზრდებს და აგრარული, ეკონომიკის და ბიზნესის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი მსმენელების როლში დაესწრონ ონლაინ აგრობიზნესის სესიებს და სამუშაო შეხვედრებს, ასევე თვალი ადევნონ ჩაწერილ ვიდეო გაკვეთილებს და ჩვენი ექსპერტების რჩევებს და კონსულტაციებს.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით მოცემულ ორ სავალდებულო მისამართზე:
ინფორმაცია GBDC – ის შესახებ:
https://drive.google.com/open?id=0B5XuwkZhHAM0b3hSN0dfOHJ0a1k
საკონტაქტო პირები:
სერგო ბარამიძე – 599577750
ნინო ყურაშვილი – 599021697
ნინო ნიაური – 598 12 61 96
გიორგი გაფრინდაშვილი – 571 17 17 75
www.asea.ge
კომენტარები