სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

ჰასანი – ქართული ჰანგების დიდოსტატი ინეგოლიდან

თეონა კაკაციძე
იანვარი 7, 2021
ახალი ამბები, კატეგორიის გარეშე, კულტურა
0

ინეგოლელი ჰასან გენჩი (შავაძე) ქართული ფოლკლორის მეხოტბეა. თურქეთში მცხოვრები ქართულ ფესვებს არ ივიწყებს და ამაყობს თავისი წარმომავლობით. საქართველოს და ქართული ფოლკლორის სიყვარული და ინტერესი ბებიამ და ბაბუამ გაუჩინეს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს „ისინი მალე გარდაიცვალნენ და ბევრი ვერ ასწავლეს.“ ჰასანი იხსენებს, რომ „ბებია „ნარდანინას“ მღეროდა, ბაბუა „თეთრო მამალოს“… მათი სიმღერები რაოდენობრივად შეზღუდული იყო, მაგრამ ყველა ჰანგი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.“

ჰასანმა ქართული ცეკვა და სიმღერა დამოუკიდებლად შეისწავლა. ამაში ხელი ბებიის და ბაბუის გარდა, სოფელში ქართული ტრადიციის მიხედვით გამართულმა ქორწილებმაც შეუწყო. ქართული ცეკვის შესასწავლად მასწავლებელთანაც დადიოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირა, მალე მიხვდა, რომ მას დასაკრავი ინსტრუმენტები აინტერესებდა და ცეკვის გაკვეთილებზე უარი თქვა.

ჰასან შავაძე (გენჩი) 8 წლიდან აკორდეონზე უკრავს. მისი მეგობარი იმერ ზუბოღლი იხსენებს, რომ „პატარაობაში ჰასანი აკორდეონზე იყო შეყვარებული, სადაც კი აკორდეონის ხმას გაიგონებდა, თვითონაც იქ გაჩნდებოდა. დაკვრაც მალე ისწავლა და ძალიან კარგად უკრავს, ახლა უკვე – ჭიბონზეც. ინეგოლში ჭიბონზე ყველაზე სუფთად ჰასანი უკრავს.“

პირველად ჭიბონი ფოლკლორის ფესტივალზე ნახა ჰასანმა, შუახევის მუნიციპალიტეტში მოქმედი ანსამბლ „ფესვების“ მეჭიბონეებთან. ჭიბონმა მისი ყურადღება მაშინვე მიიქცია ჰანგებით, დიზაინითა და დაკვრის სტილით. მერე ინტერნეტში დაიწყო მოძებნა და მოსმენა. სოფელშიც მოიკითხა, ვინმეს თუ აქვსო.

თურმე ინეგოლში ჭიბონი 1980 წლის შემდეგ აღარავის ენახა, მანამდე კი მისი მეგობრის დიდი ბაბუა უკრავდა. მეზობელ სოფელ ბაზგირეთში ხუთი მეჭიბონე ყოფილა და მათგან ერთ-ერთი მეჭიბონე ზეიდი 82 წლის ასაკშიც უკრავდა ჭიბონს. ისიც გაიგო, რომ ინეგოლში ძველად ცნობილ მეჭიბონეს, ჰუზეირ დედეს, ორი ჭიბონი ჰქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის შვილს ეს ჭიბონები დაუშლია და სიმინდის ტომრებად გადაუქცევია, რამაც ძალიან დაწყვიტა გული.

ჰასანი ოცნებობდა, ჭიბონზე „განდაგანა“ დაეკრა და აისრულა კიდეც.
„ჭიბონი 38 წლის შემდეგ დაბრუნდა ინეგოლში. საქართველოდან, თბილისიდან ჩამოიტანეს სამი ჭიბონი და მასწავლებელიც ჩამოვიდა (სახელი აღარ მახსოვს). ის ერთი კვირა დარჩა ჩვენთან და ჭიბონზე დაკვრა გვასწავლა,“ – ამბობს ჰასანი. მას ოცნება აუსრულდა. საკრავს გულისყურით მოეკიდა და დღეს ინეგოლში საუკეთესო მეჭიბონეა. „არ იყო რთული ჭიბონზე დაკვრის სწავლა. ძალიან მინდოდა, მესწავლა და გამომივიდა კიდეც. მართალია, ერთი კვირა არ იყო საკმარისი, მაგრამ როცა მასწავლებელი წავიდა, დამოუკიდებლად გავაგრძელე მეცადინეობა.“

წყარო: Hasan Shavadze

ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება ყოველწლიურად 150-მდე ბავშვს ასწავლის ქართულ ფოლკლორს: ცეკვას, სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. ჰასანი 13 წლის ასაკში შეუერთდა მათ. ქართულ ფოლკლორს და ზოგადად, ქართულ კულტურას, სწორედ აქ ეზიარა სრულად და იმდენად შეიყვარა და გაითავისა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ქართული ფოლკლორის მეხოტბეა.

პირველად საქართველოში 2018 წლის მარტის თვეში ჩამოვიდა ბათუმში ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების ინიციატივითა და ხელშეწყობით. 16 დღე დარჩა და ქალაქი თითქმის სრულად დაათვალიერა. „თურმე ჩემს ბებიას და ბაბუას თურქეთში ისეთი ადგილი მოუნახავთ საცხოვრებლად, როგორიც საქართველოში ჰქონდათ – ძალიან ჰგავს ინეგოლის ბუნება ბათუმისას. კერძებიც კი ერთნაირი გვაქვს. ცოტა წეს-ჩვეულებებსაც გავეცანი… ბათუმი უცხო არ იყო ჩემთვის, თავს სახლში ვგრძნობდი“, – იხსენებს ჰასანი.

2019 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლოტბარებისა და ქორეოგრაფებისთვის ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობდა. სულ ოთხჯერ იყო საქართველოში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ბათუმი, ქედა და თბილისი დაათვალიერა.

ანსამბლ „რირაშთან“ ერთად მონაწილეობას ღებულობდა საქართველოში ჩატარებულ ფოლკლორის ფესტივალში. 2020 წლის მარტში ბილეთები შეიძინა და მეგობრებთან ერთად ტურისტის ამპლუაში გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას და სხვა რეგიონების გაცნობას, მაგრამ პანდემიამ გეგმები შეუცვალა და დაგეგმილი ვიზიტი ვერ განახორციელა.

პანდემიამ ჰასანის პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა, ანსამბლის წევრები სახლში გამოკეტა და დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. ტრადიციული საახალწლო რიტუალიც ვერ ჩაატარეს. როგორც ჰასანმა გვიამბო, ყოველ ახალ წელს „რირაშის“ წევრები ინეგოლის ერთ სოფელს აირჩევენ და ახალი წლის შესახვედრად იქ მიდიან.

უმეტესწილად, სოფლის სახლს ირჩევენ, სადაც ფოლკლორის მოყვარულები იკრიბებიან და ახალ წელს ქართული ჰანგებით ხვდებიან. წლევანდელი ახალი წელი გამონაკლისი იყო, ოჯახებში შეხვდნენ და მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის შეასრულეს ცეკვა თუ სიმღერა.

ჰასანს იმედი აქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება, საყვარელ საქმე აქტიურად მოკიდებს ხელს და მეგობრებთან ერთად გამართავს კონცერტებს – თურქეთშიც და საქართველოშიც. მანამდე კი სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად არის ჩართული ” #დარჩისახლში” კამპანიაში და საყვარელ საქმეს Smule-ს აპლიკაციით აკეთებს. მან ქართველ თანამოაზრე მეგობრებთან ერთად ონლაინ რეჟიმში ჩაწერა რამდენიმე სიმღერა.

www.asea.ge
Tags: აკორდეონიგენჩიინეგოლიქართული სიმღერაქართული ფოლკლორიჭიბონიჰასან შავაძე
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

შემდეგი პოსტი

“ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს”, – დეკანოზი თამაზ ლომიძე

თეონა კაკაციძე

თეონა კაკაციძე

შემდეგი პოსტი

"ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს", - დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

5 ფილმი ტოტალიტარიზმზე – ანა ორმოცაძის ბლოგი

აპრილი 18, 2020
300

ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

მაისი 16, 2020
66

“ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს”, – დეკანოზი თამაზ ლომიძე

იანვარი 11, 2021
48

„ენმ“–ის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატები მთიანეთში

ივლისი 9, 2020
139

იაქტიურა თუ არა მოსახლეობამ სოფლის სასარგებლოდ ქედაში?

სექტემბერი 19, 2020
151
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია