ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ჯანდაცვა კორონავირუსი

ჯაფარიძე: მთავრობებს ყოველთვის ფოკუსირება ურჩევნიათ იმაზე, რაც დღეს ხდება

ანა მინდელი
აპრილი 28, 2020
ანალიტიკა, ახალი ამბები, კორონავირუსი, პოლიტიკა, ჯანდაცვა
0

”გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, თავის ფეისბუქგვერდზე პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ ზარალზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”სიცოცხლე vs ეკონომიკა

‘რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე, რა ხდება იტალიაში!’

‘როგორ შეიძლება ეკონომიკაზე ლაპარაკი?  როგორ შეიძლება ასეთი არაჰუმანური იყო, ხალხი კვდება, ხალხი!’

ნახავდით/მოისმენდით ამ ან მსგავს ფრაზებს კორონას პანდემიასთან და თითქოს მის შესაკავებლად შემოღებულ ძალადობრივ წესრიგთან მიმართებაში.

ასეთი ფრაზებით სინამდვილეში თქვენს ემოციებზე თამაშობენ – იყენებენ თქვენს ნაკლებინფორმირებულობას და გიბიძგებენ მათთვის სასურველი პოლიტიკის მხარდაჭერისკენ.

‘აგდება’ ჰქვია ამას – გაგდებენ.

არ არსებობს არანაირი არჩევანი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის.

რეალურად სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლე დევს.

უბრალოდ, ერთ პინას ვხედავთ – ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს ყოველდღე გვთხრიან თვალებში, რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების კადრების თანხლებით.

მეორე პინას უმრავლესობა ვერ ხედავს.

მეორე პინაზე დევს სიცოცხლეები, რომლებიც დროზე ადრე შეწყდება:

– შიმშილის გამო;

– საკვების უკმარისობის და ამით გამოწვეული დაავადებების გამო;

– ბანძი ხარისხის საკვების რეგულარული მიღების და აქედან გამომდინარე დაავადებების გამო;

– ჯანდაცვის მომსახურების შესაძენი ფულის არქონის გამო;

– წამლების ფულის არქონის გამო;

– ნერვულობის, სტრესის, აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო;

– რისკიანი შრომის პირობების გამო;

– დაბინძურებული ჰაერის და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო;

– განათლების დაბალი ხარისხის, აქედან გამომდინარე, ცხოვრების დაბალი დონის გამო;

– სიღარიბეში დიდხანს დარჩენის გამო – სიღარიბე განაპირობებს ყოველივე ამას.

და ა.შ. და ა.შ. გაგრძელება და ლოგიკური ჯაჭვების გაბმა სიღარიბიდან სიკვდილამდე უსასრულოდ შეიძლება.

სიცოცხლეა ორივე მხარეს!

ადამიანი, რომელიც აყენებს საკითხს, თითქოს არჩევანია გასაკეთებელი ვირუსისგან გადარჩენილ სიცოცხლესა და რაღაც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანს შორის, კარგ შემთხვევაში, ვერ ერკვევა საკითხში, რადგან ამაზე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა.

ხოლო, ცუდ შემთხვევაში, ჩვეულებრივი იდიოტია, რომელიც მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, საკითხის მიზანმიმართულად დამახინჯებით – თითქოს მას ადარდებს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ვიღაც უგულოს – რაღაც ნაკლებად ღირებული, მატერიალური.

პოლიტიკოსებს და მთავრობებს ყოველთვის ურჩევნიათ ფოკუსირება იმაზე, რაც ხდება დღეს და რაც ჩანს, ვიდრე იმაზე, რაც მოხდება მომავალში და რაც უმრავლესობისთვის არ ჩანს (მათ ნაწილს ამის დანახვის უნარი, სამწუხაროდ, არც აქვს).

განსაკუთრებით მაშინ თუ დღევანდელი სურათით შეუძლიათ დაგაშინონ, პანიკაში ჩაგაგდონ, და შემდეგ გმართონ ისე, როგორც მოუნდებათ და იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დათესილი პანიკა მისცემს შესაძლებლობას.

ჯერჯერობით ფიქრობენ, რომ კარგად მიდიან,

ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე.

ფასი სიცოცხლის წლებია, რომელსაც გადავიხდით ჩვენ, ყველა, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები სიღარიბეში უფრო ღრმად ჩაფლობის გამო.

ვიღაცებმა, ჩვენზე ჭკვიანებმა, სადღაც, ზემოთ, აწონეს და ეგრე გამოვიდა – ჩვენი სიცოცხლის წლები უფრო იაფი გამოვიდა”.

www.asea.ge
Tags: გირჩიეკონომიკაკორონამთავრობასაგანგებო მდგომარეობაჯაფარიძე
გაზიარება20Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

5 საკარანტინო მინისერიალი – ანა ორმოცაძის ბლოგი

შემდეგი პოსტი

“ვირუსის შემდეგ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო” – ჩვენს კითხვებს პაატა გიგაური პასუხობს

ანა მინდელი

ანა მინდელი

შემდეგი პოსტი

"ვირუსის შემდეგ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო" - ჩვენს კითხვებს პაატა გიგაური პასუხობს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ვის დაუფინანსებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო პროექტებს აჭარაში

მარტი 4, 2021
1.3k

ერთით ნაკლები სივრცე კრიტიკული აზრისთვის და ერთით მეტი პროპაგანდის მანქანა – მალხაზ რეხვიაშვილი

აპრილი 22, 2020
55

ვის და როდის ეზღუდება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა

სექტემბერი 20, 2020
68

ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 119 332 ლარით იზრდება

დეკემბერი 23, 2020
111

მოქალაქე – მირიან მერცხალაძე

მაისი 16, 2020
199
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია