სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ეკონომიკა

ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 119 332 ლარით იზრდება

ნაზიბროლა რეხვიაშვილი
დეკემბერი 23, 2020
ეკონომიკა, თვითმმართველობა, რეგიონი
0

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილება ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. 

მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 13 008 200 ლარს შეადგენს.

შემოსულობების მთავარი წყარო გადასახადებია და აქედან მუნიციპალიტეტი 6 394 200 ლარს ელოდება, საიდანაც 3 500 000 ქონების გადასახადზე მოდის, ხოლო 2 892 200 – დამატებითი ღირებულების გადასახადზე. 2020 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 11 296 500 ლარი იყო, ხოლო ბოლო მონაცემებით, 10 516 770 ლარია. შემცირება გამოწვეულია გადასახადების კომპონენტის კლებით, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, თავის მხრივ, კოვიდპანდემიით გამოწვეული მდგომარეობაცაა. შემოსულობების მეორე ნახევარს გრანტები ავსებს. მომავალ წელს ხულოს მუნიციპალიტეტი სპეციალური ტრანსფერის სახით 2 მლნ 340 ათას ლარს მიიღებს, ხოლო კაპიტალური ტრანსფერის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 მლნ. ლარია. ჯამში, სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონის ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 6 340 000 ლარი იქნება. 2020 წელს 5 მლნ. ლარის გრანტების მიღება იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილების შემდეგ გეგმურმა მაჩვენებელმა 4 617 370 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2021 წლის გადასახდელებს,  საპროგნოზო მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 8 871 600 ლარი ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 4 136 600 ლარი – არაფინანსური აქტივების ზრდას (ქონების შეძენა). საინტერესოა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში, ცვლილების შემდეგ, გადასახდელების მოცულობაც შემცირდა. თუ დასაწყისში 11 296 500 ლარით იყო დაგეგმილი, საბოლოო გეგმა 10 586 396 ლარს შეადგენს. შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის განსხვავება ნაშთის ცვლილებით დაბალანსდა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი შეწყდა, რის მიზეზადაც პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო ვითარება სახელდებოდა და განმარტებული იყო, რომ ამას, შესაძლოა, შემოსავლების შემცირება მოჰყოლოდა.

მნიშვნელოვანია ის, რომ 2021 წლის ბიუჯეტში გაზრდილია შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების საპროგნოზო მაჩვენებლები.

ცხრილი 1. შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ხარჯი ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით

დასახელება2020 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, გეგმა2020 წლის ბიუჯეტი, საბოლოო გეგმა2021 წლის ბიუჯეტი, გეგმა
დასაქმებულთა რიცხოვნობა644647647
შრომის ანაზღაურება3 947 2803 892 7484 012 080
საქონელი და მომსახურება3 095 1602 739 4583 164 600
წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტი

როგორც ვხედავთ, მომავალ წელს შრომის ანაზღაურება 2020 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით – 64 800 ლარით, ხოლო საბოლოო გეგმურ მონაცემთან შედარებით 119 332 ლარით იზრდება. რაც შეეხება საქონელსა და მომსახურებას, ამ მიზნით დაგეგმილი ზრდა, შესაბამისად, 69 440 ლარსა და 425 142 ლარს შეადგენს. მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ მუხლი „საქონელი და მომსახურება“ მოიცავს შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების, მივლინებების, ოფისის, წარმომადგენლობით (მიღება, წვეულება, საჩუქრების შეძენა, სტუმრების მიღება – განთავსება, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა), კვების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის მოვლა-შენახვის, რბილი ავეჯის შეძენისა და სხვა ხარჯებს.

აქვე საინტერესო დეტალიც: 2020 წლის ბიუჯეტში, პანდემიის დროს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, მომუშავეთა რიცხოვნობა გაზრდილია სამი ადამიანით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის გამო მოსახლეობას განსაკუთრებულად ეკონომიკური და სოციალური სახის პრობლემები შეექმნა, მნიშვნელოვანია სწორედ იმ ხარჯის მოცულობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნვლყოფის მიმართულებით უნდა გასწიოს. ამ მიზნით კი 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი მხოლოდ 1 490 100 ლარით განისაზღვრა. აქდან 788 700 ლარი ჯანდაცვის პროგრამებზე გაიხარჯება, ხოლო 701 400 ლარი – სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს მოხმარდება. 2020 წელს ხულოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 017 300 ლარის ათვისება დაიგეგმა. თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში აღნიშნული თანხა შემცირებულია და გეგმა 963 177 ლარს შეადგენს. მართალია, ხულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ უზრუნველყოფაში შტატით დასაქმებულთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება არ შეცვლილა: ხუთი დასაქმებულისთვის 31 200 ლარია გათვალისწინებული, მაგრამ საქონელი და მომსახურების ხარჯი 328 000 ლარია. ეს ნიშნავს, რომ გაზრდილია როგორც 2020 წლის ბიუჯეტის პირველ, ისე – ბოლო ვარიანტთან შედარებით.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, ამ მიზნით 2020 წლის ბიუჯეტში ჯერ 3 680 874 ლარი იყო გამოყოფილი. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, არსებული მდგომარეობით, გეგმამ 3 083 425 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ხარჯი შემცირდა. 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 4 529 319 ლარით დაიგეგმა. აღნიშნული თანხა საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვას, გარე განათებების მოწყობას, დასუფთავებასა და სხვა მიმართულებებს მოხმარდება.

შემცირებულია განათლებისთვის განსაზღვრული ხარჯის მოცულობაც და 2 132 298 ლარს შეადგენს. თუმცა ეს შემცირება ფიქსირდება მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 2 424 696 ლარი იყო. რედაქტირების შემდეგ კი განათლების პროგრამა/ქვეპროგრამების ასიგნებებისთვის 1 914 118 ლარი დარჩა.

თანხის უმეტესი ნაწილი, 1 960 300 ლარი ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო გაერთიანებას“ მოხმარდება, ხოლო სკოლების მშენებლობა-რემონტისთვის 171 998 ლარი გაიხარჯება. კერძოდ, დაგეგმილია დაწყებითი სკოლების მშენებლობა სოფელ ზედა დეკანაშვილებსა და სოფელ გურძაულში.

მომავალ წელს ხულოს მუნიციპალიტეტმა კულტურული და სპორტული პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსების გაზრდაც დაგეგმა და ამ მიზნით 1 730 783 ლარი გაითვალისწინა. აქედან 750 000 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია, 536 400 ლარი საქონელსა და მომსახურებას მოხმარდება, ხოლო გრანტების სახით 220 000 ლარის გაცემა იგეგმება. მთლიან ხარჯში გათვალისწინებულია 130 000 ლარი სპორტული ღონისძიებების მხარდასაჭერად და 100 000 ლარი – კულტურული ღონისძიებების მხარდასაჭერად. ორივე შემთხვევაში, 2020 წლის ბიუჯეტში, პანდემიიდან გამომდინარე,  ხარჯი დაკორექტირდა და შემცირდა. მომავალ წელს კი კვლავ იზრდება და დაახლოებით პირვანდელ ნიშნულს უბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო სარეზერვო ფონდის მოცულობასაც. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ის 60 000 ლარით იყო წარმოდგენილი, მოგვიანებით 102 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 90 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, როგორიცაა სტიქიური მოვლენები და ფორსმაჟორული სიტუაციები.

www.asea.ge
Tags: ხულოხულოს ბიუჯეტი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

საახალწლო ტრადიციები მაღალმთიან აჭარაში

შემდეგი პოსტი

სუვენირებისა და ავეჯის 16 წლის ხელოსანი ქედიდან

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

შემდეგი პოსტი

სუვენირებისა და ავეჯის 16 წლის ხელოსანი ქედიდან

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

პაბლო ესკობარის “კოკაინის ბეჰემოთები”

აპრილი 22, 2020
165

მიგრანტებს, რომლებიც მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ, იტალია სოციალურ დახმარებას გამოუყოფს

მაისი 27, 2020
3.9k

“არჩევნები 2020 ანუ – უსასრულობის ომი” – გიორგი გაბაიძის ბლოგი

ნოემბერი 26, 2020
77

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აპრილი 22, 2020
41

ინტერვიუ ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” მაჟორიტარობის კანდიდატ დავით გიორგაძესთან

ოქტომბერი 23, 2020
123
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია