მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება – ჩირუხის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.
ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროს თინათინ ზოიძესთან და შუახევის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან, ერთად დაათვალიერა. მთავრობის წევრებმა ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.
ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.
2019 წლის 25 ოქტომბერს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტი იყო “ჩირუხის მთაში (შუახევის მუნიციპალიტეტი) გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნა, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს”.
ტენდერში გაიმარჯვა კომპანია შპს „არტსტუდიო-პროექტმა“, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 198 000 ლარს.
შესყიდვის ობიექტის საბოლოო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა.
ჩირუხის მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები იალაღებზე და პატარა ტბებზე.
🛑 მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ➡️ ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. ➡️ ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. #მთიანიაჭარა #ჩირუხი #განვითარება #ტურიზმი2020
Posted by აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department on კვირა, 17 მაისი, 2020
www.asea.ge
კომენტარები