ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

შუახევში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

ეკა ბარამიძე
ივლისი 7, 2020
ახალი ამბები, განათლება, რეგიონი, რეგიონის ამბები
0

დაბა შუახევში მცხოვრები გოჩა დავითაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც არც პროფესიული განათლება აქვს და არც – უმაღლესი. ამბობს, რომ წლების წინ სოფლად არსებულმა რთულმა სოციალურმა და ოჯახურმა მდგომარეობამ საშუალება არ მისცა, განათლება მიეღო. ის, როგორც სხვა ასობით თანამოქალაქე, თვითდასაქმებულად ითვლება და ფიზიკურ შრომას, ძირითადად, საზღვარგარეთ, სეზონურად ეწევა. ამბობს, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილების შეზღუდვამ და კორონავირუსის ფონზე შექმნილმა გლობალურმა ფონმა შემოსავლის გარეშე დატოვა.

„ჰესის მშენებლობის დროს შუახევში პროფესიონალ მუშახელზე იყო მოთხოვნა, პროფესიონალი შემდუღებელი რომ ვყოფილიყავი, კარგადაც  გადამიხდიდნენ, მაგრამ არა ვარ სპეციალისტი. წლების განმავლობაში თურქეთში  ჩაისა და თხილის კრეფაზე ვმუშაობდი, ეს იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალი. ვისაც იქ უმუშავია, მხოლოდ მან იცის, რა რთულ ვითარებაში გვიწევს შრომა, მაგრამ ახლა ესეც აღარ არის. გავიგე, პროფესიული სასწავლებელი უნდა გაიხსნას შუახევშიო,  ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის. პირადად მე ,შემდუღებლის პროფესიაზე თუ იქნება სწავლება, განაცხადს აუცილებლად შევიტან,“ – ამბობს გოჩა.

„პროფესიული სასწავლებელი თუ გაიხსნება, აუცილებლად შევიტან განაცხადს ტურიზმის მიმართულებით. აქ, მთაში, თუ ვერ დავსაქმდები, ბათუმში ვნახავ რამეს, ბევრი სასტუმრო და კაფე-ბარია, სადაც პროფესიონალი თანამშრომლები სჭირდებათ,“ – ამბობს მარინა აბაშიძე.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტში, შუახევში, პროფესიული სასწავლებელის ფილიალის გახსნას გეგმავს კოლეჯი „ბლექსი“. შენობის რეაბილიტაცია, სადაც მთაში მცხოვრებთათვის პროფესიული სწავლებისა და გადამზადებისთვის კურსები უნდა შეიქმნას,  დასრულების ეტაპზეა.

შუახევის მერის მოადგილე, ომარ ტაკიძე, განმარტავს, რომ პროფესიული სასწავლებლის გასახსნელად შენობისთვის ფართი და სარეაბილიტაციო თანხა ადგილობრივმა მერიამ გამოყო.

„პროფესიული სასწავლებლის გასახსნელად დაბის თემის არსებული ადმინისტრაციული შენობა რემონტდება, ამ ეტაპზე სამუშაოების თითქმის 90% დასრულებულია. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის შენობაში ადაპტირებული ლიფტი ეწყობა და ვფიქრობთ, პროექტი 1 აგვისტოსთვის ჩაბარდება.

აღნიშნულ შენობაში თემის წარმომადგენლის ოფისი იყო განთავსებული, დანარჩენი ფართი კი გამოუყენებელი იყო. მერის წარმომადგენელს ფართი მერიის შენობაში გამოვუყეთ და იქ განთავსდა მისი ოფისი. სასწავლებლისთვის ფართის გამოყოფა  ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, პროფესიული სასწავლებელი დიდად წაადგება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დამსაქმებლებს.

ბუნებრივი აირის შიდაქსელის მოწყობა მიმდინარეობს. შუახევში, მშენებლობის დროს გამოიკვეთა, რომ ამ მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავს, ასევე, დეფიციტია ელექტროშემდუღებლებისა. აქვე თუ გავითვალისწინებთ სოფლის ტურიზმს, დეფიციტურია შესაბამისი კადრებიც. სასწავლებლის გახსნის საჭიროება ნამდვილად იყო.

შენობის რეაბილიტაციისთვის სულ 180 ათასი ლარია გამოყოფილი“, – აცხადებს ომარ ტაკიძე.

კოლეჯის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფილიალის გახსნა აქ შრომის ბაზრის თვისებრივი კვლევის საფუძველზე დაიგეგმა. პრიორიტეტული და საჭირო პროფესიები კი, კვლევამ გამოავლინა.

„2018 წლის ბოლოს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ENPARD-2” ფარგლებში აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ჩატარდა შრომის ბაზრის თვისებრივი კვლევა.  მათ შორის კვლევა ჩატარდა შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის შედეგადაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოთქვა მზაობა ხელი შეეწყო კვლევის შედეგად გამოვლენილი პროგრამების განხორციელებისთვის. გამოყო სასწავლო გარემოსთვის შესაბამისი ფართი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, თავის მხრივ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს შენობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და განსახორციელებელი პროგრამების შესაბამისად აღჭურვას. რაც შეეხება თანამშრომლებს, კონკურსი გამოცხადებული გვქონდა და შეირჩა რამდენიმე ადგილობრივი პედაგოგი , რომლებიც ამჟამად  გადიან გადამზადების კურსებს, –  აცხადებს კოლეჯის მენეჯერი გიორგი გოგიტიძე.

კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებით, „ბლექსის“ შუახევის ფილიალში შესასწავლი სპეციალობები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეიცვლება. ამდროისთვის კი აქცენტი ტურიზმის, აგრარულ და სამშენებლო მიმართულებებზე კეთდება. თითოეული პროგრამა სხვადასხვა ხანგრძლივობისა იქნება და აპლიკანტებიც  წინასწარი განსაზღვრული კვოტით მიიღებიან.

როდის გაიხსნება სასწავლებელი და როდის დაიწყებენ პროფესიული ცოდნის დაუფლებას, დაზუსტებით ვერ ვიტყვით,  ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მიღების მთავარ კრიტერიუმს, აპლიკანტს საბაზო განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული.

 

 

 

 

 

www.asea.ge
Tags: აჭარაგანათლებაპროფესიული სასწავლებელიშუახევი
გაზიარება901Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ლევან იოსელიანი – “ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ძლიერი კანდიდატები და არა მრავალგზის სხვადასხვა არჩევნებში დამარცხებული ხალხი”

შემდეგი პოსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აქვს

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აქვს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ლევან იოსელიანი – ბოკერიას: “არაკაცობას კაცის კაცობა ნამდვილად ჯობია”

ივნისი 24, 2020
155

ბათუმის სურნელი ოკეანის სანაპიროზე – ინტერვიუ ირაკლი შარაძესთან.

აპრილი 26, 2020
1.2k

ჯამე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აჭარაში

მარტი 1, 2021
114

საწუხ არს ესე

იანვარი 19, 2021
174

გიორგი გაბაიძე – პოეზიაზე, სამშობლოზე, პოლიტიკაზე…

სექტემბერი 20, 2020
684
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია