ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

“ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს”, – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინო ყურაშვილი
იანვარი 11, 2021
ახალი ამბები
0

“ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, სცემეს ჩვენმა მეზობლებმა, უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს და დამიჩაგრეს. ბევრნი იყვნენ, ძალა ჰქონდათ და მოერივნენ. შურისძიების წყურვილს და ბოროტების ბოროტებით გადახდის სურვილს არც შემოვუშვებ გულში. ვლოცულობ მათთვისაც, მაგრამ, გუშინ იმავე ხალხმა, იმ ბოროტების ჩამდენმა მეზობლებმა, თავისი ბოროტების გასამართლებლად, უსირცხვილოდ შემომითვალეს: საახალწლო სუფრა გვაქვს და ვიცით, კარგი თამადობა, სიმღერა და ქეიფი იცი, დაივიწყე, რაც მოხდა, მოდი, გვესტუმრე და მოილხინეო. გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო ახლა მე, რომ, როცა ჩემი ნაცემი ძმა სახლში მიწევს და მათ სუფრასთან წამოვჯდე და მოვილხინო?!

ჩემი პაპა, ჩემი სისხლი და ხორცი საზღვრისპირა საქართველოს სოფელში ცხოვრობს თავის ძველისძველ, მამაპაპისეულ ეზო-კარში. ერთ დღესაც, სახლში რომ მიბრუნდა, მავთულხლართის იქით დახვდა საკუთარი სახლ-კარი. რუსმა სამხედროებმა უთხრეს: დღეიდან ეს შენი ქვეყანა აღარ არის, ჩვენია, იმიტომ, რომ “ძალა აღმართს ხნავს” და ასე გვინდაო. ახალ წელს მივედით შვილიშვილები ეკლიან მავთულთან და ჩემს თვალცრემლიან პაპას წართმეულ მიწაზე მივულოცეთ შობა-ახალი წელი. არ ვიღებ ხელში თოფს და არ ვესვრი, არ მინდა, ბრმა სიძულვილმა დამიპყროს. შემომითვალეს იმ სამხედროების ქვეყნიდან: შენი ცეკვა და სიმღერა ძალიან მოგვწონს, მიაფურთხე მაგ შენს პაპას, ჩამოდი, გვიცეკვე და კარგ სარგებელსაც ნახავო. ახლა კვლავ გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო მე, რომ დავივიწყო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამზრდელი პაპა, ჩავიდე და იქ ვიცეკვო?!

ჩემი და, ჩემი სისხლი და ხორცი ოჩამჩირეში ცხოვრობდა, საკუთარი მშობლების ხელით, რუდუნებით აშენებულ სახლში. ერთ დღეს გამოყარეს იქიდან. იმიტომ, რომ “ძალა აღმართს ხნავს.” 27 წელია, ენატრება მისი ბავშვობის სახლი, ღამ-ღამობით ესიზმრება და იმ სახლის ოთახების სუნი ელანდება და ახსოვს. მე კი ყოველდღე ვხედავ ჩემი დის ბოლომდე გაუხარელ, სევდიან თვალებს. გეკითხებით, როგორ უნდა ჩაკვდეს ჩემი სინდისი ისე, რომ დავივიწყო ჩემი და, მისი ტკივილი, წავიდე და მის გამომყრელებს ვემსახურო.

არც ის ნაცემი კაცი ყოფილა ჩემი სისხლით ძმა, არც ის – პაპა და არც ის – და, მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემი ძმაა არჩილ ტატუნაშვილი, ჩემი პაპაა მავთულს იქით დარჩენილი, მტირალი მოხუცი და ჩემი დაა ენგურის ხიდთან მდგარი, სევდიანი ქალი. ასეა, თუ გვინდა, რომ ერი გვერქვას და პატივი გვცენ. ჩვენ ვართ ხალხი, მაგრამ, ჩანს, რომ ჯერ ვერ შევდექით, როგორც ქართველი ერი.

როცა ნებისმიერი შენი ქვეყნის მოქალაქის ტკივილს, შენი საკუთარი სისხლისა და ხორცის – ძმის, დის თუ პაპის ტკივილად ჩათვლი, მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ შემდგარი ერის შვილი.” – ასე ეხმიანება ქართველი პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის, რუსეთში კარიერის გაგრძელების ფაქტს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე, ქ. მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული, მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარი.

www.asea.ge
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ჰასანი – ქართული ჰანგების დიდოსტატი ინეგოლიდან

შემდეგი პოსტი

მეზღვაურების სოფელი

ნინო ყურაშვილი

ნინო ყურაშვილი

შემდეგი პოსტი

მეზღვაურების სოფელი

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

რეცენზია – ქარდა ქარდუხი, „ძაფზე მოფარფატე სული“

აგვისტო 10, 2020
437

“ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს”, – დეკანოზი თამაზ ლომიძე

იანვარი 11, 2021
67

მერისის ხეობაში ერთის ნაცვლად შესაძლოა, ორ ჰესი აშენდეს

სექტემბერი 20, 2020
428

მურად თავართქილაძე – ქედელი მეჭიბონის ისტორია

აგვისტო 15, 2020
253

რატომ ვერ ვითარდება სოფლად ტურიზმი – ინტერვიუ მამუკა ბერძენიშვილთან

ოქტომბერი 23, 2020
65
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია