სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

სოციალურმა სასადილომ აჭარის მთიანეთში მუშაობა შეაჩერა

ეკა ბარამიძე
დეკემბერი 10, 2020
ახალი ამბები, ეკონომიკა, თვითმმართველობა, რეგიონი, რეგიონის ამბები, საზოგადოება, ჯანდაცვა
0

ფოტო: factcheck.ge

პანდემიის ფონზე, სოციალურმა სასადილომ ქედაში ფუნქციონირება შეაჩერა. ადგილობრივი თვითმართველობა უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის გამოსაკვებად სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული სასადილოს შეჩერების მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას ასახელებს.

ქედის მერიაში განმარტავენ, რომ სასადილოს დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება ბენეფიციარებთან მოლაპარაკების საფუძველზე იქნა მიღებული.

„ბენეფიციარები, ძირითადად, ხანდაზმულები და რისკჯგუფში შემავალი ადამიანები არიან, პანდემიის პიკიდან გამომდინარე, მათთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივად გადაწყდა, რომ დეკემბრის თვეში, მთლიანი თვის ნობათი ოჯახში მიგვეტანა“ , – განმარტავს სოფიო ხაბაზი, ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სოციალური სასადილო ხულოში კი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ხულოს მერის მოადგილე, ნადიმ ვასაძე, განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ბენეფიციართა გამოკვება ადგილზე, სასადილოში ხდება და დასძენს, ბენეფიციართა მოთხოვნა და საჭიროება თუ იქნება, მზა კერძების ნაცვლად, მათ გამოსაკვებად გაწერილ ნობათს ოჯახებში დაურიგებენ.

„სოციალური სასადილოს ბენეფიციარებს ამ ეტაპზე ადგილზე ვემსახურებით, მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება ბენეფიციარების მხრიდან, რომ სურსათი ოჯახში მივაწოდოთ, საკითხს შევისწავლით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პანდემიის გამოცხადების პირველ ეტაპზე მზა კერძები ოჯახშიც კი დაგვქონდა, რადგან ამის მოთხოვნა და საჭიროება იყო“, –ამბობს ნადიმ ვასაძე. სოცილური სასადილოთი ხულოში 43 ადამიანი სარგებლობს, რომელთა უმრავლესობა, ძირითადად, დაბა ხულოს მაცხოვრებელია.

ხულოს მსგავსად შუახევშიც, სახელმწიფო თანხით მომზადებული კერძებით, დღეში ერთხელ, ძირითადად, დაბის მოსახლეობა იკვებება. სოციალურ სასადილოს აქ 42 -მდე ბენეფიციარი ჰყავს და პანდემიის ფონზე მათი ერთჯერადი კვება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. შუახევის მერის მოადგილე, ომარ ტაკიძე, განმარტავს, რომ სოციალური სასადილო ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებს მუშაობას.

„სოციალურ სასადილოში ბენეფიციარებისთვის მზა კერძები ადგილზე გაიცემა. ჯანდაცვის რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით მზადდება სადილი და გაიცემა ერთი საათის განმავლობაში, ხუთწუთიანი ინტერვალით. რაც შეეხება მზა კერძების ნაცვლად მოსარგებლეებისთვის პროდუქტის გადაცემას, მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა,“ – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

პანდემიისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე აჭარის მთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა არ განხორციელებულა. აქ მხოლოდ სასურსათო კალათები გაიცა და ისიც, ძირითადად, მხოლოდ იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებზეც გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმართველობებმა კანონით გაწერილი კრიტერიუმების გარეშე მიიღეს. ხულოს მერის მოადგილის ინფორმაციით, ხულოში მოქმედი სოციალური პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა, ბენეფიციართა სასარგებლოდ კრიტერიუმები გაიოლდა და ამით, ჯანდაცვისა თუ ზოგადად, სოციალური პროგრამებით ბევრმა ადგილობრივმა ისარგებლა.

„სამომავლოდ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას ვაპირებთ, რაც შეეხება მიმდინარე წელს, ახალი პროგრამა არ ამოქმედებულა, თუმცა არსებული პროგრამების ბიუჯეტი და სარეიტინგო ქულის მაჩვენებელი გავზარდეთ, რომ მეტ ადამიანს მიეღო სარგებელი“, – აცხადებს ნადიმ ვასაძე.

სოციალური კუთხით 2021 წლის ბიუჯეტში თანხების ზრდას გეგმავს შუახევიც, სადაც აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტით, პროგრამების ზრდა უკვე გათვალისწინებულია.

www.asea.ge
Tags: აჭარის მთიანეთითვითმმართველობაპანდემიასოციალური სასადილოქედაშუახევიხულო
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ფერმერთა ასოციაციის წვლილი სოფლის მეურნეობის გაახალგაზრდავებაში – ინტერვიუ თამთა მამულაიძესთან

შემდეგი პოსტი

სახლები, რომლებშიც სიმშვიდე არასდროს ისადგურებს

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

სახლები, რომლებშიც სიმშვიდე არასდროს ისადგურებს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

„რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ყოველთვის ვიტყვი, რომ საფუძველი პირველმა გრანტმა ჩაუყარა“

აგვისტო 29, 2020
1.6k

სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს – ონლაინმედიის აქცია ფეისბუქზე

მაისი 13, 2020
37

გაუქმდეს ტერმინი – “სახელმწიფო ბიუჯეტი” და ჩანაცვლდეს ტერმინით – “ხალხის ფული” – სამოქალაქო მოძრაობის პეტიცია

აპრილი 22, 2020
141

ლადო სეიდიშვილი – ლექსების მხატვარი კაცი

ივნისი 17, 2020
313

ორი ერეკლე მეორე – ალეკო ელისაშვილის ბლოგი

მაისი 19, 2020
9.4k
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია