ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

სოფლად ჩაკარგული სამოთხე – „ფრიდონ ჰაუსი“

ეკა ბარამიძე
აგვისტო 27, 2020
ახალი ამბები, ეკონომიკა, კულტურა, რეგიონი, რეგიონის ამბები, ტურიზმი, ქართული სოფელი
0

ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლიდან არცთუ ისე შორს, საავტომობილო გზის დახლოებით 35 კილომეტრ მანძილზე ნაკლებად ცნობილი სოფელი – მილისია. მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე შეფენილი ეს სოფელი არც ტურიტულ რუკაზე დატანილი ღირშესანიშნაობების სიმრავლით გამოირჩევა და არც ისტორიული სიძველეებით. ხეობა, სადაც ეს სოფელია განფენილი, შემოვლითი გზით მაჭახელას ეროვნულ პარკს უკავშირდება, პარკამდე კი, მთავარანგელოზის მთა და ბილიკია.

ვიზიტორისთვის სოფელში შესვლისთანავე პირველ შთაბეჭდილებას მოასფალტებული გზის მთელს სიგრძეზე გაყოლებით აყვავილებული შქერი ქმნის. მილისის გავლით, შქერიან საავტომობილო გზას ვიზიტორები მაჭახელას ეროვნულ პარკში გაჰყავს.

მაჭახელას ეროვნულ პარკთან გამავალ სოფელ მილისის შიდა საუბნო გზაზე ხის ორ სართულიანი შენობა დგას. შენობის გარეფასადი და  ექსტერიერი აქაური საცხოვრებელი სახლების არქიტექტურისაგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა, ერთი შეხედვით ადვილია მიხვდე, რომ მფლობელს არა საოჯახო საცხოვრისად, არამედ  სხვა დანიშნულებისთვის უნდა მოეწყო.  ეს „ფრიდონ ჰაუსია“, ტურისტებითვის მოწყობილი პირველი კოტეჯი ამ სოფელში.

ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის – “ფრიდომ ჰაუსის” (Freedom House) სახელწოდებაზე მიმსგავსებული სახელი ჰქვია ამ სახლს – „ფრიდონ ჰაუსი“, რომლის მფლობელი ადგილობრივი მკვიდრი ფრიდონ გვარიშვილია. პროფესიით პედაგოგი, რუსული და გერმანული ენების სპეციალისტი, 48–წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აჭარის მთის სოფელში მცხოვრებმა კაცმა, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, საოჯახო ბიზნესის დაწყება 2015 წელს, სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, როდესაც სოფელს ეროვნებით გერმანელი ტურისტი ეწვია. სოფლის მაცხოვრებლებმა კი, უცხოელი ტურისტი ენის ბარიერის გამო პედაგოგთან მიიყვანეს.

„სოფელში პირველი ტურისტის მოსვლის შემდეგ  ოჯახში საოჯახო სასტუმროს მოწყობის იდეა გაგვიჩნდა. საცხოვრებელ სახლში ოთახები მოვაწყვეთ, ვიზიტორები გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან…ჩამოდიოდნენ. ღამის თევასთან ერთად, ადგილზე კვებასაც ვთავაზობდით; გაგვყავდა მაჭახლისეროვნულ პარკში, მთაზე, რომელსაც დედაბერას მთას უწოდებენ, რადგანაც თოვლი აქ ადრე შემოდგომაზე მოდის და გვიან გაზაფხულამდე რჩება, ყველა კმაყოფილი მიდიოდა, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც“, –  გვიყვება ბატონი ფრიდონი.

ტურისტების მატების გამო ბატონმა ფრიდონმა ოჯახთან ერთად გადაწყვიტა, რომ ტურისტებისთვის სახლისგან იზოლირებული გარემო მოეწყო. იდეის განსახორციელებლად პროექტი დაწერა და კოტეჯის მოსაწყობად ევროკავშირისგან გრანტიც მიიღო.

სახლის გვერდით, მინდორზე ორსართულიანი კოტეჯი ააშენა. კედლებს ბუნება, რომ არ დაეფარა და წვიმიან ამინდშიც ვიზიტორისთვის ადგილობრივი ბუნება კარგად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, ჩვეულებრივი არქიტექტურისგან განსხვავებით, კედლები შუშით მოაწყო.

 „ამ დროისთვის შენობა დასრულებულია, ორი იზოლირებული ნომერია, ორივეს საკუთარი საჭიროებები აქვს. როდესაც კოტეჯის გაკეთება გადავწყვიტეთ, კავკასიური და ბელორუსული კოტეჯის სტილის შენობები ინტერნეტში მოვიძიეთ; ვინაიდან რომ ხის სახლებისა თუ კოტეჯების მშენებლობის დიდი გამოცდილება ბელორუსებს აქვთ, არჩევანი ბელორუსულ სტილზე შევაჩერეთ, მთავარი ხაზი კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა იყო. პროექტი ქართულ – ბელორუსული შტრიხებით გავაკეთეთ. შენობაში ბუნებრივად სასიამოვნო სურნელი, რომ ყოფილიყო, კოტეჯი ფიჭვის მასალით ავაწყვეთ, მასალა ბელორუსიიდან შემოვიტანეთ. შენობასთან ერთად,  ინვენტარიც – ეკოლოგიური რომ საწოლები, კარადები, კომოდები, ჭაღიც კი ხის მასალით დავამზადეთ. ბუნების მშვენიერება რომ არ დაგვეფარა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, კედლებზე ხის ნაცვლად მინა გამოვიყენეთ. პროექტის მთლიანი ღირებულება 58 ათასი ლარი იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში სამშენებლო თუ სხვა საჭიროებებზე ფასები გაიზარდა, დაახლოებით 75 ათასი ლარი დაგვიჯდა “, – გვიხსნის ფრიდონის შვილი, რამინი, და,დასძენს, რომ ერთმა პატარა კოტეჯმა არა მარტო საკუთარი, მეზობლად მცხოვრები ოჯახების რეალობაც შეცვალა.

„აქ ჩამოსულ ტურისტებს ჩვენ გიდით მომსახურებას ვთავაზობთ, აქვე, ახლოს, არის მთავარანგელოზის ბილიკი, დედაბერას მთა, სადაც ველური ბუნებაა. იქვე ბევრი პატარა ჩანჩქერია..დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ აქაური ბუნება. რაც შეეხება კვებას, ამ ეტაპზე ტურისტებს ადგილზე ამ მომსახურებას ჩვენ არ ვთავაზობთ, კვებასთან დაკავშირებით ჩვენ ევროპული მოდელი გავიზიარეთ და მეზობლებს შესაძლებლობა მივეცით, შემოსავალი გასჩენოდათ.

კოტეჯი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა თუ ჭურჭელით, რაც საკვების მომზადებას სჭირდება და სტუმრებს შეუძლიათ, თავადაც მოიმზადონ საუზმე თუ ვახშამი.. ბოტნეულის გამოსაყვანად კოტეჯის მიმდებარედ მოვაწყვეთ სათბური, სადაც კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული გამოგვყავს,;გვაქვს ხეხილი ბაღიც – ტურისტს შეუძლია, დაკრიფოს ბოსტნეულიც ხილიც და მიირთვას ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სოფლად ამოსულ ტურისტს ეს პროცესი ძალიან მოსწონს“.

გვარიშვილები ტურისტების მოლოდინში არიან, ამბობენ, რომ ჯავშნები აქვთ და მათთან დასვენების სურვილი ბევრმა უცხოელმა ტურისტმა უკვე გამოთქვა.

„სოფელში მოსულ ტურისტს სხვა მიდგომა აქვს, აქ მას ბუნების ნახვა უნდა, ხელუხლებელი ბუნების… ადგილობრივი ცხოვრების წესის გაცნობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება. ბევრიც სიძველეებითაა დაინტერესებული.  ეზოში საძიგველი გვაქვს, თუ არ იცი, რა დანიშნულება ჰქონდა წინაპრებისთვის მას, ქვის ამ ლოდს, ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც მისი დანიშნულების ისტორიას ვუყვები, ბევრი ინტერესდება და  სურვილი უჩნდებათ ნახონ მთასშემორჩენილი ძველი ყოფის ამსახველი ნივთები“ – ამბობს მასპინძელი.

www.asea.ge
Tags: მილისიტურიზმიფრიდონ გვარიშვილიფრიდონ ჰაუსი
გაზიარება45Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

„უინდერმირელი ბავშვები“-ემოციური დრამა ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვების ისტორიაზე

შემდეგი პოსტი

“რუსული გაკვეთილები” – მოლდოვა

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

"რუსული გაკვეთილები" - მოლდოვა

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

80 წლის ქართველმა რეჟისორმა და კინოსცენარისტმა, ირაკლი კვირიკაძემ, კოვიდ-19 დაამარცხა.

აპრილი 30, 2020
79

ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

მაისი 16, 2020
78

მეზღვაურების სოფელი

იანვარი 18, 2021
1.5k

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ონლაინ მოხალისეობაზე მიღებას აცხადებს

მარტი 6, 2021
56

მურად თავართქილაძე – ქედელი მეჭიბონის ისტორია

აგვისტო 15, 2020
253
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია