ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

„სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.”

გუნა სამნიძე
იანვარი 5, 2021
ახალი ამბები, ლიტერატურა, მოქალაქე, რეგიონის ამბები
0

„დღეს დედაქალაქში აჭარის მთის – ჩირუხის ნისლია!”

„წარმოიდგინეთ კოსმოსი და ღვთიური სამყარო: ენერგიის უსასრულო წიაღი. ღვთიური სამყაროს განზომილებაა კოსმოსი.

ღვთიური წიაღიდან – ჯერ გამჭვირვალე ღრუბლად, შემდეგ კი ჩაუქრობელ და უხიფათო ელვად გამოინაკვთება ადამიანის სული, დაახლოებით ისე, როგორც მატყლის უზარმაზარი ფთილადან (ფარტენიდან) – ძაფი. ღვთიური სამყაროდან გამოსული ჰაეროვანი სული ადამიანის კონკრეტულ სხეულში ისადგურებს (ვითარცა ხმალი ქარქაშში), მაგრამ წიაღთან უწყვეტ კავშირს ინარჩუნებს….

…სულს თავისუფლებას უზღუდავს ადამიანის ხორციელი ვნებებიც.

ზოგის ხორციელი სხეული ღვთიურ ენერგიასა თუ კოსმიურ იმპულსთ ვერ გრძნობს; ასეთი ოდენ ხორციელ არსებად რჩება“, – რამდენიმე წლის წინ წერდა ამას სიკვდილზე ბევრნაფიქრი მეცნიერი და სულ ახლახან შემდეგი სიტყვებით გამოეთხოვა კორონავირუსით გარდაცვლილ მეგობარს, ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორს, თემურ სურგულაძეს:

„ადრე თუ გვიან ყველანი გარდავიცვლებით, თუმცა ასე უეცარი სამუდამო განშორება გამანადგურებლად მოქმედებს ცოცხლად დარჩენილ მეგობარზე, ოჯახის წევრზე – მით უმეტეს. დიდი ტკივილის ოდნავ მაინც გადასაფარად გვინდა, მასზე (თემურ სურგულაძეზე)  რამდენიმე სიტყვა ვთქვათ დროითი და სივრცითი დისტანციიდან: გარდაცვალება „ადგილის გამოცვლას“ ნიშნავს. ადამიანი უკვდავია, ბატონო თემურ, უკვდავია ჩვენი მეგობრობაც!“

 – და სწორედ იმავე მიზეზით რამდენიმე დღეში უეცარი გარდაცვალებით უსაშველოდ დიდი ტკივილი მიაყენა ოჯახს, ქართულ საზოგადოებას ენათმეცნიერმა, საზოგადო მოღვაწემ, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ. 60 წლის ასაკში ემსხვერპლა სამყაროს უხილავ მტერს – კოვიდინფექციას.  მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, მაგრამ  მდგომარეობა რამდენიმე დღეში დაუმძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, თუმცა, როგორც სჩვეოდა, ბოლომდე იბრძოლა, „ბოლო წუთამდე  არ დანებებია სიკვდილს. არ წაუგია ბრძოლა უეცრად და ამით ჩვენ მოგვეცა საკმარისი დრო, რომ მისთვის გვებრძოლა და რომ არ დაგვრჩენოდა უმოქმედობის დარდი“, – წერს მისი უმცროსი ვაჟი, ცოტნე, სოციალურ ქსელში და იქვე დასძენს: „ხანდახან წიგნის არსს ვერ ჩასწვდები, სანამ ბოლო წერტილამდე არ მიხვალ, ასეა ტარიელის შემთხვევაშიც. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები, რომ მისი ადრეული სიკვდილით ჩვენ დაგვრჩა მეტი დრო ტარიელის მოსაგონრად და მისით საამაყოდ, თანაც – ისეთი ტარიელის, როგორიც გვახსოვს: ძლიერი, ენერგიული, მებრძოლი, ჭკვიანი… სწორედ ამიტომაც, ალბათ, ჯობდა, არ გვენახა წლებით დასუსტებული ტარიელ ფუტკარაძე.“

დაიბადა 1960 წლის 9 მაისს, შუახევის რაიონის სოფელ ტომაშეთში.  შუბნის საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.  მალევე ჩაერთო სამეცნიერო მუშაობაში.

ტარიელ ფუტკარაძე  ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები) და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორია. 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ისტორიულ ტაოში… სულ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 29 დიალექტოლოგიური ექსპედიცია და შედგა არაერთი სამეცნიერო სიმპოზიუმი თუ კონფერენცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ხელმძღვანელობდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, განსაკუთრებით ნაყოფიერად თანამშრომლობდა ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან, ფერეიდნელებთან, ლაზებთან …

„სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი ღრმა მწუხარებას გამოხატავს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო. ტარიელ ფუტკარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთელ ქართველთა ენობრივი ვითარებისა და განსახლების არეალის შესწავლის საქმეში……იგი ზრუნავდა ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისა და განვითარებისათვის, მასპინძლობდა ჩვენებურებს, ეხმარებოდა სტუდენტებს …..გამოვხატავთ გულისტკივილსა და თანაგრძნობას ბატონი ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგებისადმი. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნა მუდამ დარჩება თურქეთელ ქართველთა გულსა და ხსოვნაში“.

ასევე ეხმიანებიან ამ სამწუხარო ფაქტს დუზჯეს  უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებიდან, რომლის  ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ტარიელ ფუტკარაძეს… „საუკეთესო მეგობრად, ძვირფას სტუმრად გთვლიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში. სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება თქვენი სიტყვები: – უერთგულე ქართველობას! ამაზე უმნიშვნელოვანესი არც არაფერიაო!  ამიტომ უყვარხართ ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს ძირძველ ქართველებს დუზჯეში. უსაზღვროა ამ გარდაცვალებით გამოწვეული სევდა, ტკივილი……მადლობა, რომ იყავით ჩვენთან..! ნათელში იყოს თქვენი მართალი, სპეტაკი სული, ჭეშმარიტო რაინდო!“

ტარიელ ფუტკარაძე იყო თსუ-ს ახალციხის ფილიალის თანადამფუძნებელი, ქართული ენის კათედრის პირველი გამგე, ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი(1993-2011), თსუ-ს პროფესორი(2000), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

„ბატონმა ტარიელ ფუტკარაძემ ,როგორც მეცნიერმა, პედაგოგმა, პარლამენტარმა,მამულიშვილმა,პირნათლად მოიხადა ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე, ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ღირსეული თანადგომა გაუწია ეროვნულ გმირ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. კიდევ ერთი, სამშობლოსათვის თავდადებული, მამულიშვილი გარდავიდა მარადისობაში…

…ტარიელ ფუტკარაძის ხელწერა დაფიქსირებულია მე-20 საუკუნის საქართველოს მთავარ მონაპოვარზე – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და ოქროს ასოებითაა შესული მისი სახელი საქართველოს ისტორიაში“, – ვკითხულობთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებისგანცხადებაში, სადაც ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ღირსეული მამულიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ტარიელ ფუტკარაძე  იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნული ბათუმის პრეფექტი (1991) და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი.

ტარიელ  ფუტკარაძის ინიციატივით ქუთაისში გამოდიოდა გაზეთები „ქართული“ და „ქუჯი“., რომელთა რედაქტორიც თავად გახლდათ, ეს მაშინ, როცა საქართველოში დაიხურა ოპოზიციური გაზეთები – „საქართველოს სამრეკლო“,  „იბერია სპექტრი“.

ქუთაისი მის მეორე მშობლიურ ქალაქად იქცა. აკი, აირჩიეს კიდეც მის საპატიო მოქალაქედ.

„მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, კიდევ ბევრი ჰქონდა სამომავლოდ ჩაფიქრებულ-დაგეგმილი. გვჯერა, რომ იგი ზეციური საქართველოდან კვლავ გაგვამხნევებს, ჩვენ კი ღმერთი მოგვცემს ძალას, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად, მისი საქმეები ღირსეულად გავაგრძელოთ – ისე, როგორც მას სურდა და ამგვარად უკვდავვყოთ მისი სახელი“, – აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრი.

…

ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა დღეს მთელი საქართველო გააერთიანა. ამ მწუხარებით შეძრწუნებული თანამედროვეობის გენიალური პოეტი, ვახტანგ ღლონტი, წერს:

„ძვირი ფასის კაცი დაკარგა ერმა, უამრავი ფარული მტერი რომ უტევს მის ვერშერგებულ თავისუფლებას! ,,აუნაზღაურებელი დანაკლისი” – აი, ახლა ვიგრძენი ეს სიტყვები მთელი სისავსით, რადგან სწორედ ახლა იყო ყველაზე მეტად საჭირო თავისი კუთხისთვის და სრულიად საქართველოსთვის,როგორც აქტიურად მოღვაწე მამულიშვილი და მეცნიერი“…

 თვალსაჩინო პოეტი  გენრი დოლიძე: – „ტარიელ ფუტკარაძე აღარ გვყავს… დიდი ქართველი და უდიდესი ქართველოლოგი, ჰაერივით რომ სჭირდებოდა ქვეყანას, ეროვნულ საქმეს, ქართულ ენას, – ისეთი კაცი! ვიზიარებ ოჯახის, თბილისის, ბათუმის, შუახევის, სრულიად საქართველოს მწუხარებას….

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ღვთიურ სხივთა თანამედროვედ დავიბადე“…

„საქართველომ დაკარგა უდიდესი მამულიშვილი,  ადამიანი,  რომელმაც კვალდაკვალ გაიარა თედო სახოკიას გზა ზემო აჭარაში; ადამიანმა, რომელმაც დაწერა ისტორია და გააცოცხლა ლეგენდა კუტიჯვარის შესახებ და მისი ხელმძღვანელობით აღიმართა ჯვარი“;

„არა, რააა! არ გვეშვება და არ გვაცლის სიცოცხლეს Covid- 19. მაჭახელას ხეობა ატირდა”.

“დღეს, ჩემს საქართველოს, დიდი კედელი ჩამოეშალა. ასე მგონია, დღეს კიდევ ერთხელ დავკარგეთ ტაო-კლარჯეთი“…

„90-იანი წლები: გაყინული საკლასო ოთახი და საამაყო პროფესორის სითბო, რომელმაც შეგვაყვარა ქართული გრამატიკა. გვამოგზაურებდა მივიწყებულ სოფლებში და მარგალიტებივით აგროვებდა ქართულ დიალექტებს, მერე? მერე, ჩვენ, ემიგრაციაში დაფანტულებს, გვეხმიანებოდა და გვმოძღვრავდა მისეული სიბრძნით; გვახსენებდა საქართველოში დაბრუნებას; გვთხოვდა, რომ შვილები საქართველოში დაგვეოჯახებინა;  რომ უცხო ქვეყანაში შეძენილი ცოდნა სამშობლოს უნდა მოხმარდეს“.

„საქართველო ერთიანი უნდა გიყვარდეთ, შვილებოო, „რაჭა“ უკუღმა წაიკითხეთ, „აჭარა“ გამოვაო… ნუ დაუწუნებთ, მოუწონეთ ერთურთს კუთხე და კუნჭული“.

„აკეთა ბევრი დიდი საქმე სიკეთითა და სიყვარულით“

“იშვიათია ასეთი ადამიანის მოვლინება… ვერ იტევდა ქართველობას, სამშობლოს სიყვარულს, დიდი საქმეების მეგობრობას, მასწავლებლობას»…

… „იცხოვრა – ღირსეულად და წარუშლელი კვალით!“ – ასე საუბრობენ  ახლა მასზე მისი ახლობლები,  მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები.

ამას წინათ ქართველ ფეხბურთელთა მარცხსაც გამოეხმაურა სიმბოლურად ბატონი  ტარიელი  სოციალურ ქსელში და ოპტიმიზმით აგვავსო:

„საქართველოს ნაკრების წუხანდელი მარცხი სიზმრებშიც კოშმარად გადავიდა…

მარცხი სუსტს ანადგურებს, ძლიერი სულისას კი – ახალ მოტივაციას აძლევს უფრო დიდი გამარჯვებისათვის.

წუხელ თუ – ვერ, ხვალ გავიმარჯვებთ!

დეოკუპირებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს!“

        

…

ჭეშმარიტად – „დღეს დედაქალაქში აჭარის მთის –  ჩირუხის ნისლია!“

…

არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის პანაშვიდი 5 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება,  გამოსვენება იმავე დღეს, 14 საათზე.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ  დეპუტატთა შუამდგომლობის გათვალისწინებით ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით პატივით დაკრძალავენ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

www.asea.ge
Tags: აჭარაენათმეცნიერიკორონავირუსიტარიელ ფუტკარაძე
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ძლიერი მოქალაქე, როგორც ძლიერი ეკონომიკის სოლიდური ხერხემალი – გუჯა ხაბაძის ბლოგი

შემდეგი პოსტი

რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

გუნა სამნიძე

გუნა სამნიძე

შემდეგი პოსტი

რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

80 წლის ქართველმა რეჟისორმა და კინოსცენარისტმა, ირაკლი კვირიკაძემ, კოვიდ-19 დაამარცხა.

აპრილი 30, 2020
79

“ქართულმა მხარემ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, აპირებს თუ არა, ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს,” – პაატა ზაქარეიშვილი

მაისი 21, 2020
485

ქედელი  ველომოგზაურის ისტორია – 28 ქვეყანაში ველოსიპედით გავლილი 60 ათასი კილომეტრი

ივნისი 4, 2020
895

გოგი წულაია – “მე ვთვლი, რომ არჩევნებზე ცალ–ცალკე უნდა გავიდეთ და უკვე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისაუბროთ გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე”

აგვისტო 6, 2020
40

გიორგი კეკელიძის მონაზონი ბებიის საოცარი ამბავი

აპრილი 22, 2020
291
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია