ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა

რუსუდან ოქროპირიძე: “ვთლით, რომ საქართველომ უნდა იაროს ქართული გზით, ილიას გზით, ზვიადისა და მერაბის გზით და აწარმოოს ეროვნული პოლიტიკა”

გუჯა ხაბაძე
სექტემბერი 21, 2020
ანალიტიკა, არჩევნები2020, პოლიტიკა
0

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასა და უშუალოდ ქალაქ ქობულეთის პრობლემებსა და გამოწვევების დაძლევის მექანიზმებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ქალაქ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატს “თავისუფალი საქართველოდან”, რუსუდან ოქროპირიძეს.

-თქვენ საზოგადოება გიცნობთ როგორც წარმატებულ ფინანსიტს… რა იყო ის მთავარი მოტივები და ფაქტორები , რამაც პოლიტიკურ პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მიგაღებინათ გადაწყვეტილება?

–კარიერა ფინანსურ სფეროში 2013 წლიდან დავიწყე, ვთვლი, რომ შეძენილი გამოცდილება, მენეჯერული და პიროვნული თვისებები დამეხმარება გადავდგა სწორი ნაბიჯები ჩემი ქალაქისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ. პოლიტიკა არის ჩვენი საკუთარი ქვეყნის/ქალაქის მართვა, სწორედ ჩემი მთავარი მოტივაციაა აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ჩავრთოთ უფრო მეტი ქალი , ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩვენ უფრო გაგებით მოვეკიდებით მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, უკეთ გავიგებთ მოქალაქის ხმას და გულთან მივიტანთ მათ გასაჭირს.

-საქართველო პოლიტიკური პარტიების სიმრავლით გამოირჩევა, რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი პარტია “თავისუფალ საქართველოზე” , რამდენად ძალუძს იმ პოლიტიკურ გუნდს , რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, იმ მძიმე კონდიციის გამოსწორება, რაც ქვეყანაში სუფევს?

– პარტია “თავისუფალ საქართველოს” და მის ლიდერს, კახა კუკავას, აქვს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა, ეს არის ეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარების მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენი პარტიის სოციალური პროგრამები „იაფი მედიკამენტები“, „მევახშეობის და გამოსახლებების აკრძალვა“ , „იყიდე ქართული“ და სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც პარტია პრაქტიკულად ახორციელებს და ეს არ არის წინასაარჩევნოდ დაწყებული კამპანია. ვთლით, რომ საქართველომ უნდა იაროს ქართული გზით, ილიას გზით, ზვიადისა და მერაბის გზით და აწარმოოს ეროვნული პოლიტიკა.

-როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თქვენ ხართ წარდგენილი ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. როგორ შეაფასებდით ქობულეთში არსებულ ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას და როგორ შეცვლით მას უკეთესობისკენ , თქვენი არჩევის შემთხვევაში?


– ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ წარმოვადგენ პარტია „თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქ. ქობულეთში და თანამოქალაქეების მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებთან ერთად დავიწყებ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების საფუძვლიან შესწავლას და მათი გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ჩემი უპირველესი ამოცანაა ქობულეთის მოსახლეობის კეთილდღეობა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

-თქვენი არჩევის შემთხვევაში, ძირითადად, რა ტიპის ინიციატივებს უნდა ველოდოთ თქვენგან, რა იქნება თქვენი გენერალური ორიენტირი პარლამენტში?

– ჩემს ქალაქს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, განვითარდეს ტურიზმი და ხელოვნება, გაიზარდოს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსება. ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩემი გენერალური ორიენტირი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა, ქობულეთის, როგორც შავი ზღვის ტურისტული ქალაქის, იმიჯის ამაღლება, მისი ცნობადობის გაზრდა, თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა.

-როგორც ვიცით, განაახლეთ ,,იაფი მედიკმენტების” პროგრამა, დაახლოებით რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით უშუალოდ ქობულეთში და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზრდება ამ პროგრამის მასშტაბები?

– „იაფი მედიკამენტების” პროგრამა ჩვენმა პარტიამ 2019 წლის სექტემბრის თვიდან აამოქმედა და დღემდე წარმატებით ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინაიდან მათ ეძლევათ საშუალება სამჯერ და ოთხჯერ უფრო იაფად შეიძინონ მედიკამენტი, ვიდრე ჩვენს სააფთიაქო ქსელშია და რაც მთავარია, ევროპული ხარისხი. ასობით ადამიანისთვის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდა და ამ ტენდენციას მომავალშიც შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო გავზრდით“. „თავისუფალი საქართველოს” მიერ განხორციელებული „იაფი მედიკამენტების “ პროგრამით ისარგებლა ქობულეთის მოსახლეობამაც, 22 ოჯახს გადაეცა შემდეგი დასახელების მედიკამენტები: 1.ქსარელტო 20მგ, ჩვენი ფასი – 68.37, საქართველოს აფთიაქების ფასი- 128.19,-4ც 2. ტრიპლიქსამი10/2,5/10მგ, ჩვენი ფასი-16.61,ს აქ.აფთიაქების ფასი-49.19ლ-5ც 3.იანუმეტი 50/1000მგ, ჩვენი ფასი-41.34, საქართვ. აფთიაქების ფასი -158.59-2ც 4.სინგულარი 10მგ, ჩვენი ფასი – 21.16 საქართველოს აფთიაქების ფასი – 35.95-5ც 5.ვანსეარი 5მგ, ჩვენი ფასი – 29.57, საქართველოს აფთიაქების ფასი – 62.45ლ-4ც 6.დეტრალექსი 500მგ ჩვენი ფასი – 16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი-38.33-5ც 7.სიმბიკორტი 160/4,5 მგ, ჩვენი ფასი-21.49, საქართვ. აფთიაქების ფასი – 99.60-2ც 8.კარდიომაგნილი 150მგ ჩვენი ფასი-1.98, საქართვ. აფთიაქების ფასი -19,30-10ც 9.ეუთიროქსი 50მგ ჩვენი ფასი – 2.92, საქართველოს აფთიაქების ფასი – 10,06ლ.-5ც6.

–როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს ქობულეთში, რამდენად მაღალია კონკურენციის ხარისხი და ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

–წინასაარჩევნო გარემოს ქობულეთში დადებითად შევაფასებ, კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კანდიდატებმა აქტიურად დავიწყეთ საკუთარი პროგრამების, შეთავაზებების, ალტერნატივების წარდგენა საზოგადოებისთვის, საზოგადოებაც სხვათა შორის ინტერესით ეცნობა და ელოდება ცვლილებებს. კონკურენციის დონე, რა თქმა უნდა მაღალია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირებულებები და თითოეული ჩვენგანი ვართ მაქსიმალური შემართებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

– COVID 19-მა მძლავრად დააზარალა საქართველოში არსებული ეკონომიკური კონდიცია, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ტურიზმი არის ადამიანების შემოსავლის ძირითადი წყარო. როგორ უმკლავდება ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქ ქობულეთში წარმოქმნილ პრობლემებს?


–აჭარა ტურისტული ზონაა და პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი აღმოვჩნდით. უფრო გამწვავდა სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობა. მოსახლეობას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა დაუმძიმდა, მოიმატა იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვმა, შენელდა მცირე ბიზნესი და ყველა სფეროს დაეტყო კრიზისი. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

www.asea.ge
Tags: არჩევნები2020აჭარაგოგი წულაიათავისუფალი საქართველოკახა კუკავაოქროპირიძერუსუდანსაპარლამენტოარჩევნებიქობულეთი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

“ევროპულმა საქართველომ” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

შემდეგი პოსტი

აჭარაზე და აჭარლებზე

გუჯა ხაბაძე

გუჯა ხაბაძე

შემდეგი პოსტი

აჭარაზე და აჭარლებზე

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

“ივანე ჯავახიშვილის წერილით გაბათილებული 4 რუსული მითი” – მერაბ ჯიხაძის ბლოგი

აპრილი 27, 2020
949

5 შთამაგონებელი ფილმი ქალებზე – ანა ორმოცაძის ბლოგი

ივლისი 15, 2020
665

მოსწავლის დღიური – მარიამ ბერიძე

მარტი 22, 2021
148

ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები პანდემიასა და ლოკალური შეზღუდვების ფონზე

ნოემბერი 19, 2020
58

ისტორიული ძეგლები ჰერეთში

აგვისტო 9, 2020
501
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია