65 წლის წინ, 1945 წლის 8 სექტემბერს, აშშ-მა საკუთარი ჯარები განათავსა სამხრეთ კორეაში, ეს ყველაფერი განაპირობა ერთი თვით ადრე საბჭოთა ჯარების შესვლამ ჩრდილოეთ კორეაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, კორეა გაიყო 38–ე პარალელზე, ჩრდილოეთ კორეა დარჩა სსრკ-ს გავლენის სფეროში, ხოლო სამხრეთ კორეა – ამერიკის.
მიუხედავად გავლენის სფეროების გაყოფისა, სსრკ მაინც უკმაყოფილო იყო სტატუს-კვოთი, მათი მხარდაჭერით ფხენიანს არაერთხელ ჰქონია სამხრეთ კორეის ოკუპაციის მცდელობა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ჩინელი კომუნისტებიც საკმაო დახმარებას უწევდნენ.
ეს ამბავი იქამდე მივიდა, რომ 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის არმია სეულშიც კი შევიდა, ხოლო ჩინეთმა ამჯერად უკვე ღიად გამოუცხადა ფხენიანს მხარდაჭერა და 250 ათასი ჩინელი ჯარისკაცი შეაშველა მათ. საქმე კინაღამ ბირთვულ ომამდე მივიდა, ერთ, არცთუ ისე მშვენიერ დღეს, საბჭოთა ჯაშუშებმა აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ კორეაში განთავსებული ამერიკული რაკეტების სამიზნე პირდაპირ ციმბირის სამხედრო ბაზისკენ იყო მიმართული.
საბჭოთა ხელისუფლება არაკომფორტული დილემის წინაშე დადგა, უღირდათ თუ არა წვრილთვალება კორეელი ძმების გამო მესამე მსოფლიო ომის დაწყება? ამიტომ ნელ–ნელა დაიწყეს უკან დახევა და კომპრომისზე წასვლა.
სიტუაციის საბოლოო განმუხტვა 1953 წელს ამხანაგი სტალინის ჩაძაღლებამ განაპირობა და კომუნისტურ-კაპიტალისტური საზღვარი კორეაში კვლავ 38–ე პარალელს დაუბრუნდა.
65 წელია, სამხრეთ კორეა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, ჩრდილოეთ კორეა კი – რუსეთის მოძმე რესპუბლიკა. სამხრეთ კორეაში საშუალო ხელფასი 2200$-ს შეადგენს თვეში, ჩრდილოეთში 8$-ს, სამხრეთ კორეაში ერთი ადამიანი საშუალოდ – 40კვ.მ ფართში ცხოვრობს, ჩრდილოეთში – 13 კვ.მ. ფართში, სამხრეთ კორეაში საშუალო სიკვდილიანობის ასაკი 82 წელია, ჩრდილოეთში – 71 …
ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გარდა სამხედრო შეიარაღებისა – სამხრეთი ჩრდილოეთს ჯაბნის.
აღარაფერს ვიტყვი ადამიანების უფლებათა დაცვის მხრივ ამ ორ ქვეყანაში არსებულ კარდინალურად განსხვავებულ მოცემულობაზე (მგონი ისედაც ყველამ ვიცით).
65 წლის განმავლობაში მილიონობით შემთხვევა ყოფილა ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ადამიანის გადაპარვის, საპირისპირო – არც ერთი.
სამხრეთ კორეის მოსახლეობის 41%-ს გააჩნია უმაღლესი განათლება და ამ მაჩვენებლით ისინი მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.
აღარაფერს ვამბობ სამხრეთ კორეის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სამხრეთ კორეული კომპანია „სამსუნგი“ ფორბსის სიის მიხედვით,მე–13 ადგილს იკავებს მსოფლიოს გლობალური ბრენდების სიაში, ხოლო „ჰიუნდაი“ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში.
პოსტზე დართულია კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, კოსმოსიდანაც კი იდეალურად ჩანს სხვაობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, რუსეთთან და ამერიკასთან მეგობრობას შორის.
რას მოვაყოლე ეს ამბავი? ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა იდეა საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების შესახებ, კომენტარების ველში ყველაზე მეტად სახეს ქართველი ფსევდოპატრიოტები(რუსეთუმეები) იხევდნენ, აქაოდა, „რა მნიშვნელობა აქვს ამერიკული ბაზები იქნება თუ რუსულიო ქვეყანაში?“, „ოკუპანტი ოკუპანტია“, „სამხედრო პოლიგონად გინდათ გადავაქციოთ ეს პატარა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოო?“ და ა.შ.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელებს ერთი დნმ-ის სტრუქტურა აქვთ. ზემოთ ხსენებული ჩემ მიერ უცებ აკრეფილი ინფორმაცია არის იმის მაგალითი, თუ რა განსხვავებაა რუსულ და ამერიკულ სამხედრო ბაზებს შორის უცხო ქვეყანაში.
სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვერ აცნობიერებს იმ ამბავს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები ქვეყნის სუვერენიტეტისა და განვითარების გარანტია, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები – ოკუპაციისა და რეგრესის გარანტი.
www.asea.ge
კომენტარები