სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

ნინო ყურაშვილი
იანვარი 5, 2021
ახალი ამბები, კორონავირუსი, საზოგადოება, ჯანდაცვა
0

კორონავირუსის ახალი შტამის, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების აუცილებლობა გაჩნდა.

5 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, თებერვლის შუა რიცხვებამდე ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის მასშტაბით სრული ლოქდაუნი გამოაცხადა.

როგორ მოხდა, რომ რამდენიმე თვეში ვირუსმა მუტაცია განიცადა და ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღება აიძულა?

სამეცნიერო საბჭომ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას უწევს კონსულტაციას, დაბეჯითებით განაცხადა, რომ ახალი შტამი ადამიანიდან ადამიანს უფრო მარტივად გადაეცემა.

ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია, რადგან ახალი შტამი სრულყოფილად გამოკვლეული არ არის.

ვირუსები სისტემატურად განიცდიან მუტაციას, ამიტომ მათთვის თვალის დევნება მნიშვნელოვანია.

რატომ იწვევს ახალი შტამი შეშფოთებას?

3 ფაქტორის ერთობლიობა განსაკუთრებულად საყურადღებოა:

  • ის სწრაფად განდევნის ამავე ვირუსის სხვა შტამებს;
  • მუტაცია მიმდინარეობს ვირუსის იმ ნაწილებში, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია;
  • ამ მუტაციებიდან რამდენიმემ ლაბორატორიულ პირობებში უკვე აჩვენა უჯრედებში შეღწევის გაზრდილი უნარი.

ეს ფაქტორები მეცნიერებს აფიქრებს, რომ ვირუსს უფრო სწრაფად შეუძლია გავრცელება, თუმცა ამას ჯერ დარწმუნებით ვერავინ ამბობს.

ბედის ირონიით, ახალი შტამები საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად, ლონდონში, სადაც შეზღუდვის ყველაზე მკაცრი – მეოთხე დონის ნაცვლად, მეორე მოქმედებდა.

„საჭიროა [ახალი შტამის] ლაბორატორიული კვლევა. მაგრამ, სავარაუდოდ, კვირების და თვეების ლოდინი არ დაგვჭირდება“, – აცხადებს პროფესორი ნიკ ლომანი ბრიტანული სამედიცინო ასოციაციიდან ახალი კორონავირუსის გენომის გაშიფრვის შესახებ.

რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი?

პირველად ის სექტემბერში გამოვლინდა.

უკვე ნოემბერში ინფიცირებულთა მთლიანი რიცხვის 25% ახალი ვარიანტით იყო დაავადებული, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის – 65%-ს მიაღწია.

ახალი შტამის დომინირება თვალნათლივ ჩანს ბრიტანული ლაბორატორიის Milton Keynes Lighthouse Laboratory ანალიზებში.

მათემატიკოსები კორონავირუსის სხვა შტამების ანალიზზე დაყრდნობით ცდილობენ, გამოთვალონ, რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ახალი  ვარიანტი.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ვირუსის, არამედ ადამიანების ქცევაც.

ბორის ჯონსონის თქმით, ახალი ვირუსი 70%-მდე მეტად გადამდებია და ამ მიზეზით, შესაძლოა, 0.4-ით გაიზარდოს რეპროდუქციის ინდექსი (რომელიც ინფიცირების ან გარდაცვალების ზრდადობას აჩვენებს).

გასულ პარასკევს დოქტორმა ერიკ ფოლცმა ამ 70%-ზე ისაუბრა ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან:

„ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა… მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის [ახალი შტამი] ძალიან სწარაფად ვრცელდება, ამიტომ საჭიროა დაკვირვების გაგრძელება.“

რამდენად ფართოდ გავრცელდა ახალი შტამი?

დღესდღეობით ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი ან ბრიტანელ პაციენტებს გაუჩნდათ ან შემოტანილია ისეთი ქვეყნიდან, სადაც ვირუსის მუტაციას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ის გავრცელდა მთელს ბრიტანეთში სამხრეთ ირლანდიის გარდა.

საერთაშორისო პროექტის Nextstrain მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი დანიასა და ავსტრალიაში ბრიტანეთიდან შევიდა.

ვირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელსაც მსგავსი თვისებები ახასიათებს, თუმცა ბრიტანეთთან კავშირი არ აქვს.

ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა ნიდერლანდებშიც დაფიქსირდა.

იყო თუ არა მუტაციის შემთხვევები უფრო ადრე?

დიახ. კორონავირუსი, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა, განსხვავებულია დღეს მსოფლიოში გავრცელებული ვირუსისგან.

მუტირებული შტამი D614G პირველად ევროპაში თებერვლის თვეში დაფიქსირდა და მსოფლიოში „გაბატონდა“.

მეორე, A222V ევროპაში, გასულ ზაფხულს, ესპანეთში დამსვენებელი ადამიანებისგან გავრცელდა.

რა ვიცით ბრიტანული შტამის მუტაციაზე?

ახალი შტამის თავდაპირველ ანალიზში 17 მახასიათებლის პოტენციურ ცვლილებაზეა საუბარი.

ცვლილებები ეხება წვეტი ცილის (S ცილა) შემადგენლობას, რომლის საშუალებითაც ვირუსი უჯრედში შეღწევას ახერხებს.

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ვირუსს უჯრედში შესვლაში დაეხმარება, ახალ შტამს უპირატესობას მიანიჭებს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის – რავი გუპტას კვლევები ადასტურებს, რომ ეს მუტაცია ლაბორატორიულ პირობებში ორჯერ მეტად გადამდებია.

ამ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მუტაცია მკურნალობას კოვიდგადატანილი პაციენტების სისხლის გადასხმით ნაკლებად ეფექტურს ხდის.

კორონავირუსის მეცნიერულად ზუსტი 3D მოდელი

როგორ გაჩნდა ახალი შტამი?

ამ შტამმა გასაკვირად ბევრი მუტაცია განიცადა.

ამის ყველაზე სავარაუდო ახსნაა ის, რომ ახალი შტამი გაუჩნდა პაციენტს, რომელსაც სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა და ვირუსის დაძლევა ვერ შეძლო.

ამის ნაცვლად, ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის მუტაციისთვის ერთგვარი ხელსაყრელი გარემო შეიქმნა.

როგორ გახდა კოვიდი უფრო მეტად მომაკვდინებელი?

ჯერჯერობით ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ყურადღების მოდუნება არ ღირს.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, თავისთავად პრობლემას ქმნის.

თუ ახალი შტამი უფრო სწრაფად გავრცელებადია, შესაძლოა, საავადმყოფოებში ადგილების მნიშვნელოვანი დეფიციტი შეიქმნას.

ეფექტური იქნება თუ არა ვაქცინა ახალი შტამის შემთხვევაში?

დიახ. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში ნამდვილად ეფექტური იქნება. დღეისათვის არსებული სამივე ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ პასუხს ქმნის კორონავირუსის S ცილის მიმართ.

ვაქცინები იმუნურ სისტემას ვირუსის სხვადასხვა შემადგენლობაზე შეტევას „ასწავლიან“ და წვეტების მუტირების შემთხვევაშიც, ეფექტური იქნებიან.

„თუმცა, თუ მუტაციის რამდენიმე რიგს გამოვტოვებთ, ნერვიულობა მოგვიწევს“,- ამბობს პროფესორი გუპტა.

ეს ვირუსი მიმართულია ორგანიზმის დაცვის სისტემის გვერდის ავლისკენ, რომელსაც ვაქცინა ქმნის. მან უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვირუსი იმგვარ მუტირებას გაივლის, რომ ვაქცინა უძლური აღმოჩნდება, ადამიანები კი დაინფიცირებას განაგრძობენ. ამითაა ახალი შტამი საშიში.

„ამ ვირუსს ვაქცინისადმი მდგრადი მუტანტების შექმნა შეუძლია“, – ამ სიტყვებით დაასრულა პრეზენტაცია გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ რობერტსონმა.

და ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე სიტუაციაში, როგორშიც გრიპის შემთხვევაში, როდესაც ვაქცინა რეგულარულად ახლდება.

საბედნიეროდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უკვე მივიღეთ, ცვლილებებს მარტივად ექვემდებარება.


  • მოხუცებულთა ცხოვრება პანდემიის ფონზე
  • პანდემიის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე – მირიან მერცხალაძის ბლოგი

www.asea.ge
Tags: Covid 19ახალი კორონავირუსიახალი შტამიბრიტანული შტამი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

„სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.”

შემდეგი პოსტი

ჰასანი – ქართული ჰანგების დიდოსტატი ინეგოლიდან

ნინო ყურაშვილი

ნინო ყურაშვილი

შემდეგი პოსტი

ჰასანი - ქართული ჰანგების დიდოსტატი ინეგოლიდან

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

იოსებ კენჭაძე: “არ შეიძლება ყველაფრის ვიზალიბერალიზაციით გამართლება”

აგვისტო 30, 2020
175

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აქვს

ივლისი 7, 2020
173

ახალი პოლიტიკური პლატფორმა

ივნისი 19, 2020
135

“ქართულმა მხარემ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, აპირებს თუ არა, ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს,” – პაატა ზაქარეიშვილი

მაისი 21, 2020
481

ლევან იოსელიანი – ბოკერიას: “არაკაცობას კაცის კაცობა ნამდვილად ჯობია”

ივნისი 24, 2020
125
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია