ოთხშაბათი, მარტი 3, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი რეგიონი თვითმმართველობა

რა დაუჯდა პანდემია აჭარის მაღალმთიანეთს?

ეკა ბარამიძე
მაისი 29, 2020
ახალი ამბები, ეკონომიკა, თვითმმართველობა, კატეგორიის გარეშე, კორონავირუსი, პოლიტიკა, რეგიონი, რეგიონის ამბები, ჯანდაცვა
0

მას შემდეგ,რაც ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა და ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მუშაობის სპეციფიკის ცვლილებასთან ერთად გარკვეული ცვლილებები საბიუჯეტო ხარჯებშიც განხორციელდა. აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში სასურსათო კალათა, რაც მოსახლეობის გარკვეულ ფენას პერიოდულად ურიგდება, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნესმენებისა თუ მოსახლეობის ქველმოქმედებით განხორციელდა. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტი საჭიროებებს მოერგო, მხოლოდ მცირედი ცვლილებების განხორციელება გახდა საჭირო, რაც სადეზინფექციო საშუალებებისა თუ თანამშრომელთა ეკიპირების შესყიდვამ განაპირობა.

ერთადერთი დაუგეგმავი 4–ათასლარიანი შესყიდვა, რაც ქედის მერიამ პანდემიის პერიოდში განახორციელა, ეს – ეკიპირება [ხელთათმანები, პირბადე], მერიის თანამშრომლებისა და იქ მისული მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, სადეზინფექციო საშუალებების შეძენა იყო. ქედის მერიის მთავარი ფინანსისტი განმარტავს, რომ სხვა დანარჩენი ღონისძიებები, რაც განხორციელდა, დაგეგმილ პროგრამულ ბიუჯეტს მოერგო.

„თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის პირბადე და ხელთათმანები შევიძინეთ, ასევე,  მერიაში მოსული მოქალაქეებისთვის სადეზინფექციო ხსნარი. მედიკამენტებისა და პროდუქტების შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ განხორციელებულა, რადგანაც ეს ცენტრალიზებულად, აჭარის მთავრობისგან ხდებოდა, ამავდროულად, მოქალაქეებმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მათაც შეიძინეს მედიკამენტები  და კვების პროდუქტები. მერიამ მოხალისეების დახმარებით სასურსათო კალათის მოსახლეობაში დარიგება უზრუნველვყავით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პირობებში მერიის მანქანები გაჩერებული იყო და საწვავის ლიმიტიც – შემცირებული, შესაბამისად, საწვავი საჭიროებისამებრ მოსახლეობაში პროდუქტების დასარიგებლად გამოვიყენეთ,“ – აცხადებს ჯემალ ტაკიძე.

სადეზინფექციო სამუშაოები, რაც ქედის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, წყალკანალისა და კომუნალური სერვისის მიმდინარე ხარჯებით შესრულდა. ქლორის გამოსაყვანი სპეციალური დანადგარი გვაქვს, შესაბამისად, ამ სამუშაოების განხორციელება მუნიციპალიტეტს მცირედი თანხა დაუჯდა, რაც მერიის სამსახურებს პროგრამულად ისედაც გაწერილი ჰქონდა“.

“გაქვს გაიღე, არ გაქვს აიღე” ფოტო რაულ ცინცაძე, ქედა “გაქვს გაიღე, არ გაქვს აიღე” ფოტო რაულ ცინცაძე, ქედა

“გაქვს – გაიღე, არ გაქვს – აიღე” ( ფოტო რაულ ცინცაძისა, ქედა)

რაც შეეხება შუახევის მერიას, ქედისგან განსხვავებით, მას თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის საჭირო პირბადე და ხელთათმანები არ შეუსყიდია, გამარტივებული შესყიდვით აქ ორჯერ სადეზინფექციო ხსნარი შეიძინეს, რაც მერიას მთლიანობაში 7 ათას 620 ლარი დაუჯდა. თანხა მერიის სარეზერვო ბიუჯეტიდან გამოიყო. პროდუქტები და მედიკამენტები აქაც და ხულოშიც აჭარის მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეიძინეს.

შუახევის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის, ინფორმაციით,  მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების სადეზინფექციო საშუალებებზე – 1200 ლარი, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სადეზინფექციო ხსნარის შეძენა -3300 ლარი და მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისთვის სადეზინფექციო საშუალებებებზე  3120 ლარი დაიხარჯა. დეზინფექცია კი სახელმწიფო შენობა–ნაგებობებს, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსებს, ქუჩებს, ეზოებს, სადარბაზოებს, ცენტრალურ გზაზე განლაგებულ მოსაცდელებს, მემორიალებს, ატრაქციონებსა და ადმინისტრაციულ თემებში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ თავშეყრის ადგილებს ჩაუტარდა.

რაც შეეხება ხულოს მერიას, აქ განმარტავენ, რომ ტერიტორიის დეზინფექციისთვის სპეციალური ხსნარი აჭარის მთავრობისგან სოციალურ პაკეტთან ერთად მიიღეს. სადეზინფექციო სამუშაოები კი მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა სამსახურებმა განახორციელა. აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხულოში პირველ ეტაპზე  სხვადასხვა კატეგორის საჭიროების მქონე 1604 ოჯახს გადაეცა სასურსათო კალათა,  ბიზნესის მხარდაჭერით კი, 1500-მდე ოჯახმა სასურსათო კალათასთან ერთად   მედიკამენტები მიიღო. აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სასურსათო კალათა მეორე ეტაპზე   2151 სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფს დაურიგდება.

ხულოს მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი – დიმა შავაძე  ამბობს: „ჩვენ, მხოლოდ თანამშრომლების ეკიპირებისთვის საჭირო პირბადეები, ხელთათმანები… და ხელის დასამუშავებლად სადეზინფექციო ხსნარი შევიძინეთ, დაახლოებით 1000 ლარის ღირებულებისა, რაც შეეხება ტერიტორიის დასამუშავებლად სპეციალური ხსნარებს, მერიამ მოგვაწოდა. დეზინფექცია დაბის ტერიტორიაზე განხორციელდა, სამუშაო პროცესში ყოველდღიურად 10-12 თანამშრომელი იყო ჩართული“ .

პანდემიის დროს აჭარის მთიანეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროდუქტები იმ თანხით შეუსყიდეს, რაც ბაღების გაერთიანებას ბიუჯეტში საკვები პროდუქტების შესაძენად იყო გაწერილი.

ხარჯებთან ერთად ამდროისთვის აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ადგილობრივი შემოსავლების ნაწილი არ შეცვლილა. ხულოს ბიუჯეტში ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად, ადგილობრივ შემოსავალთან დაკავშირებით გეგმა ამ ეტაპზე უცვლელია, უცვლელია შემოსულობების ნაწილი შუახევშიც, რაც შეეხება ქედას, აცხადებენ, რომ ოფიციალური ცვლილებები არც აქ  განხორციელებულა, თუმცა არსებული ვითარების ფონზე ცვლილებას არ გამორიცხავენ.

 

 

www.asea.ge
Tags: ბიუჯეტიკორონავირუსიმაღალმთიანი აჭარამერიამუნიციპალიტეტი
გაზიარება14Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

აფხაზი მწერლის – მიხეილ ლაკერბაის – ნოველა “აუა”

შემდეგი პოსტი

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობს

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

პრობლემა – უპატრონო ცხოველები და მათ მიმართ დამოკიდებულება

ივნისი 6, 2020
373

97 წლის წინ ჩეკა-ს მიერ დახვრეტილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილები

მაისი 26, 2020
53

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ბსუ-ში

სექტემბერი 20, 2020
70

„იდეებიდან წარმატებამდე“ – ბიზნესგრანტები ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში

მაისი 16, 2020
894

შუახევში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

ივლისი 7, 2020
609
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

იოსებ სტალინი და სიკვდილის წიგნაკი

მარტი 3, 2021

გოდერძი და გომარდული ვიზიტორების მოლოდინში

მარტი 1, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია