ხუთშაბათი, მარტი 4, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ეკონომიკა

რატომ ვერ ვითარდება სოფლად ტურიზმი – ინტერვიუ მამუკა ბერძენიშვილთან

ეკა ბარამიძე
ოქტომბერი 23, 2020
ეკონომიკა, რეგიონი, რეგიონის ამბები, ტურიზმი
0

– ბატონო მამუკა, აჭარის მთიანეთსა და ზოგადად სოფლებში, სოფლის ტურიზმი, ძირითადად, საოჯახო სასტუმროს მოწყობას, ტურისტის კვებასა და ღამის თევასთან ასოცირდება; რატომ ვერ სცდება საკითხი ამ მომსახურებას და რა სჭირდება „სოფლის ტურიზმის“ განვითარებას?

– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველ ეტაპზე უნდა ვიცოდეთ, ისაა, თუ რას გულისხმობს სოფლად ტურიზმი და რას  – აგროტურიზმი, ჩვენს შემთხვევაში ეს სინონიმებია თუ განსხვავებული პროდუქტი? გესტჰაუსების, ქართული სუფრისა და ქართული „ჭურის“ ღვინის გარდა, რა არის სოფლად ტურიზმი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული არ ვართ, მსგავსი საკანონმდებლო ბაზაც კი არ არსებობს. ამ მიმრთულებით ერთადერთი ინიციატივა ფერმერთა ასოციაციის მიერაა წამოყენებული და ისინი დონორების დახმარებით, აგროტურისტულ კანონმდებლობაზე მუშაობენ. ვიდრე მთავარ კანონს არ მივიღებთ და არ ჩამოვყალიბდებით სოფლად ტურიზმისა და აგროტურიზმის ერთმანეთისგან განსხვავებაზე, მე ეს არ მიმაჩნია სწორად, თუმცა მესმის ფერმერთა ასოციაციისა იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერები, ძირითადად, აგრომეურნეობაზე არიან მიბმული და მათი ინტერესია აგროტურიზმი განვითარდეს, მაგრამ რეალურად გვაქვს კი აგროტურიზმის პოტენციალი? ჩემი პრაქტიკითა და გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო სოფლის ტურიზმის ჭრილში შეიძლება ვისაუბროთ, ვიდრე აგრომეურნეობისა, რადგანაც სოფლად მცხოვრები ადამიანების დიდი რაოდენობა აგრნომები არ არიან და ის ადამიანები, ვინც ღებულობენ ტურისტებს სოფლად, აგრომეურნეობებს არ ფლობენ.

– პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს?

– აუცილებელია კანონმდებლობა სწორი და მიზანმიმართული იყოს. თუ პროდუქტის განვითარება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რას ვაწვდით ტურისტს, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებსაც სწორი მიმართულება მიეცეს სახელმწიფოს მხრიდან, ანუ თუ სოფლად მცხოვრები მოქალაქე იწყებს ტურისტების მიღებას, მან უნდა იცოდეს, რა მიმართულებით მიდის და ეს კონკრეტული მიმართულება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯერჯერობით ეს თვითდინებაზე გვაქვს მინდობილი; არ არის სტრუქტუირებული და ეს, როგორც აღვნიშნეთ, არის განთავსება, კვება, ქართული გასტრონომია და ეს გასტრონომიაც არ არის სრულყოფილი სახით მიწოდებული, უფრო ქართულ კერძებზეა და კულინარიაზეა ორიენტირებული, ვიდრე გასტრონომიულ გამოცდილებაზე. ასევე, ცალკე შეიძლება გამოიყოს ღვინო და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, განსაკუთრებით ქვევრის ჭრილში. ეს არის ძირითადად, რასაც ჩვენ სოფლად ტურიზმს ან აგროტურიზმს ვუწოდებთ, რაც საკმარისი არ არის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი ტურისტული პროდუქტი გამოგვაქვს ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტისთვის და ვყიდით, რომლის შემდგომ უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რომ ტურისტს ჰქონდეს სამოქმედო დოკუმენტი.

დღეს მეწარმე წყვეტს, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში, სოფლად ტურიზმის პროდუქტის განვითარებისთვის, ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მათ უჭირთ, როგორც მარკეტინგულ საკითხებში, ასევე კომუნიკაციის დამყარება კლიენტებთან, არ იციან, რა სახის მომსახურება სჭირდება ქართველ ან უცხოელ ტურისტს.

– არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ვითარების ფონზე, რამდენად შესაძლებელია სოფლის ტურიზმის განვითარება?

– მარკეტინგული კუთხით, არსებული ციფრული შესაძლებლობებითა და მომსახურების პრაქტიკით არ გამოირჩევა სოფლად ტურიზმი, შესაბამისად, ის ამ კუთხით ჩამორჩება ქალაქში არსებული ტურისტული განვითარების დონეს. ამ სერვისის მომხმარებელი ყოველთვის უცხოელი ტურისტი იყო და პანდემიის პირობებში, მათ უფრო მეტი დახმარება სჭირდება ცნობადობის, მარკეტინგული თუ ციფრული ხელსაწყოების გამოყენების მიმართულებით, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ქართველ ტურისტებამდეც მივიდეს ინფორმაცია მათი პროდუქტებს შესახებ, ქართველი ტურსტებიც დაინტერესდნენ და რაღაც დოზით მაინც ჩაანაცვლონ უცხოელი ტურიტები.

– ღამის თევისა და გასტრონომიის გარდა, რა შეიძლება, შესთავაზოს ტურისტებს სოფლად მცხოვრებმა მეწარმოებმა, რომლებიც, ძირთადად, „გესტჰაუსების“ სახელითაა ცნობილი?

– აუცილებელია, ადგილობრივი კულტურულ მემკივიდრეობასთან ზიარების  გზების გამონახვა; ამ მიმრთულებითაც ბევრს მუშაობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რომ კარგად შეისწავლოს სოფლად არსებული პოტენციალი და შექმნას სხვადასხვა მარშრუტი.

– რა როლს უნდა ასრულებდეს თვითმართველობა  სოფლად ტურიზმის განვითარებაში და ზოგადად, რა უნდა გააკეთოს?

– მაგალითად, ქედისა და შუახევის თვითმმართველობაზე უკეთესად არავის ეცოდინება, რა საჭიროების წინაშე დგას მისი გლეხი, აგრონომი, თუ სოფლად მცხოვრები ადამიანები ტურიზმის კუთხით, იმიტომ, რომ ისინი უფრო ახლოს არიან მათთან, დაახლოებით იგივე გარემოში ცხოვრობენ და შესაბამისად, თვითმართველობის როლი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, იქ არსებული სტრუქტურული რგოლი, ადგილობრივ საჭიროებებზე ბევრს უნდა მუშაობდეს.

– ინფრასტრუქტურის გარეშე შესაძლებელია სოფლისა და ზოგადად, აგროტურიზმის განვითარება?

– რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გზების მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით. მაგალითად, ბათუმი არის აჭარის ტურისტული ჰაბი, შესაბამისად, ტურისტი ჩამოდის ბათუმში და იქიდან ნაწილდება სხვადასხვა ლოკაციაზე… ქართული ენა თუ არ იცის ტურისტმა, დამოუკიდებლად გაუჭირდება ხიხაძირში ჩასვლა. არსად, მათ შორის არც ინტერნეტსივრცეში მსგავსი ინფორმაცია არ მოიძებნება, ადგილზე ჩასულს კი არც აბრა ხვდება და არც პერსონალი საუბრობს მისთვის გასაგებ ენაზე. ყველაფერი ეს კი, წინაღობაა სოფელში ტურიზმის განვითარებისთვის, ესაა მოსაგვარებელი, აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის როლსა და ჩართულობას.

– ზამთრის ბევრი კურორტი გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პანდემიამ ისევე არ  დააზარალოს, როგორც საზაფხულო კურორტები დაზარალდა ?  

– ერთადერთი გზა არის ქართველი ტურისტების მოზიდვა, თუმცა ქართველი ტურისტი დღეს, უხეშად რომ ვთქვათ, „გაღარიბებულია“, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა, შესაბამისად, ნაკლებმხარჯველუნარიანია და მათ სჭირდებათ სტიმული, სტიმულაციისთვის შეიძლება, შემუშავდეს ვაუჩერული სისტემა. ასევე, შეიძლება, დაინერგოს მუნიციპალურ დონეზე ფასდაკლებები მუნიციპალურ ტრანსპორტზე ან საბაგირო გადაადგილებაზე…ბევრი რამ ისევ სახელმწიფოს ხელშია და ამაზე მუშაობა სრულიად შესაძლებელია.

– აგროტურიზმის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

– სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ძლიერი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია დივერსიფიცირებული. ჩვენ უნდა გვყავდეს აგრონომები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით იმუშავებენ. თუ ჩვენ გვინდა, ვისაუბროთ აგროტურიზმზე, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ განვითარების რა ეტაპზეა სოფლის ტურიზმი და რას სთავაზობს ტურისტებს.

– აგროტურიზმის მიმართულებით, რამდენად შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვების პროდუქტის განვითარება?

– სახელმწიფო დიდი ხანია, მუშაობს ამ მიმართულებით, სოფლები – ჩაისუბანი და სახალვაშო სავსე იყო უცხოელი ტურისტებით, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ის, ვინც ფრინველებზე დაკვირვებას ახდენს, მხარჯველუნარიანი ტურისტია, მხოლოდ ეკიპირებას რომ შევხედოთ, იმდენად ძვირია, რომ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი ვერ გასწვდება.  ბათუმი ერთ-ერთი ადგილია მსოფლიოს იმ სამ ადგილს შორის, სადაც მილიონზე მეტი მტაცებელი გადაიფრენს, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, როგორც ცნობადობის, ასევე დამატებითი ტურისტული პროდუქტისთვის.

– საბოლოოდ, როგორ შეაფასებთ, რა შეეძლო სახელმწიფოს გაეკეთებინა კრიზისების დასაძლევად ტურიზმის სფეროში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს სამომავლოდ?

– საერთაშორისო ორგნიზაციების ყველა პროგნოზი მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმი საწყის ნიშნულს შესაძლებელია დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდგომ. ეს პროცესები, რომ დაჩქარდეს, აუცილებელია საერთაშორისო ტურისტებთან მიმართებაში უნიფიცირების მიდგომის შემუშავება, რაც პირველ რიგში გულისხმობს საკარანტინო სივრცეების გაუქმებას და სწრაფი ტესტების პრაქტკის დამკვიდრებას. ყველა ქვეყანა აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე სახელმწიფომ კერძო სექტორს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას უპირებს შიდატურიზმის სტიმულირებას და როგორ ჩაერთვება ამ საერთაშორისო უნიფიცირების სისტემაში. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ეს ყველა დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს ცნობილი.

www.asea.ge
Tags: მაღალმთიანი აჭარატურიზმი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ინტერვიუ ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” მაჟორიტარობის კანდიდატ დავით გიორგაძესთან

შემდეგი პოსტი

ხულოს მერმა 9 თვეში 5 ათას 920 ლიტრი საწვავი გახარჯა

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

ხულოს მერმა 9 თვეში 5 ათას 920 ლიტრი საწვავი გახარჯა

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ჰასანი – ქართული ჰანგების დიდოსტატი ინეგოლიდან

იანვარი 7, 2021
166

ვერასდროს ვიტყვით, ,,იყო, წავიდაო…”

ივნისი 10, 2020
112

Hiკუ

ოქტომბერი 15, 2020
187

„აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის „ტრენდული“ უნდა გახდეს“

დეკემბერი 11, 2020
605

გოგი წულაია – “მე ვთვლი, რომ არჩევნებზე ცალ–ცალკე უნდა გავიდეთ და უკვე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისაუბროთ გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე”

აგვისტო 6, 2020
35
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

მარტი 4, 2021

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

მარტი 3, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია