ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ეკოლოგია

რატომ დარჩა მოსახლეობა ქვედა თხილვანაში?

ეკა ბარამიძე
თებერვალი 20, 2021
ეკოლოგია, რეგიონი
0

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახების განსახლება წლების წინ გადაწყდა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო 2017 წლის დასაწყისში გეოლოგების მიერ მომზადებული ის დასკვნები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სოფელში ცხოვრება სახიფათო იყო და  მთა, რომელიც სოფლის ბოლოს მდებარეობს,  ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო.   

 სპეციალისტების მიერ ასეთი დასკვნის დადების შემდეგ მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში გადაყვანის მიზნით, ხელისუფლებამ განსახლების გეგმა შეიმუშავა და თითოეულ ოჯახს განსასახლებლად – პროგრამულად 25 ათას ლარი გამოუყო.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ხელისუფლების „განსახლების გეგმას“ დასთანხმდნენ და სოფლისა და საცხოვრებლის დასატოვებლად თანხა მიიღეს, მათგან თითქმის ნახევარი დღემდე ამ სოფელში აგრძელებს ცხოვრებას.

თხილვანას თემის რწმუნებული, მამუკა ქამაშიძე, რომლის ოჯახიც განსახლებას დაექვემდებარა და სხვა ოჯახების მსგავსად, დღემდე ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მეწყრული პროცესები დასტაბილურდა და დასძენს, 60-მდე ოჯახმა გადასვლა შეძლოო.

„დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლა პერიოდულად ხდება. გეოლოგები, ექსპერტები პერიოდულად სწავლობენ და ამოწმებენ, ნიშნულებს ამონიტორინგებენ, მას შემდეგ მილიმეტრიანი ძვრა არ ჰქონია, იყო შემთხვევები, როდესაც მდინარე დიდდებოდა, გზას კეტავდა, მაგრამ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მდინარეც არ  ადიდებულა, ფაქტიურად, პროცესები აღარ გაგრძელებულა და შეიძლება ითქვას, ვითარება დასტაბილურდა, შესაბამისად, საფრთხეც შემცირდა.

კითხვაზე, სოფელს ის ოჯახები ხომ არ შემორჩა, რომლებიც დასაქმებულები არიან, მთის რწმუნებული პასუხობს:

„სოფლიდან წავიდა ბევრი ისეთი ოჯახიც, რომელთა წევრებიც დასაქმებულები იყვნენ. ამ შემთხვევაში სამსახური არ იყო  მთავარი ფაქტორი. ვისაც ალტერნატიული ფართი და წასვლის მყარი საფუძველი ჰქონდა, ყველა წავიდა; ვისაც სხვა რაიმე საშუალება არ ჰქონდა, პროგრამით გათვალისწინებული თანხა – 25 ათასი ლარი არ ეყო; თუმცა იყვნენ ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ჰქონდათ მიწის ნაკვეთი და პროგრამით მიღებული თანხით საცხოვრისის მოწყობა შეძლეს, 110 ოჯახიდან 60-მდე ოჯახმა მოახერხა განსახლება.

ვერ ვიტყვი, რომ სამსახურის გამო არ წავედი, რომ წავსულიყავი, შეიძლება უკეთესი პირობები მქონოდა, ან პირიქით ყოფილიყო; როგორც აღვნიშნე, ვითარება დასტაბილურდა და საგანგაშო აღარ არის“.

ამავე სოფლის მკვიდრის, თეიმურაზ ქამადაძის, ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაცია მიზნობრივად გაიხარჯა, თუმცა დასძენს, სოფლის განსასახლებლად პროგრამულად გაწერილი თანხა საკმარისი არ იყო.

„ 25 ათას ლარად ძირითადმა ნაწილმა შეიძინა რაღაც… შეიძინა და ამით დამთავრდა, ვერც მეურნეობა მოიწყო და ვერც ვერაფერი, სად წასულიყო და როგორ წასულიყო, თუ ამის მყარი საფუძველი არ ექნებოდა? აქ მეურნეობა აქვთ ოჯახებს, ხელფასი… თურქეთიც ჩაიკეტა, სამუშაოდ ვერ წავიდა ხალხი, ამან უფრო გაართულა ვითარება, ფაქტიურად, პანდემიამ ბოლო მოუღო სოფელში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც თავს თურქეთში მუშაობით ირჩენდნენ.

ვერ ვიტყვი საკომპენსაციო თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა, 99% -ზე მეტმა, ვინც მიიღო დახმარება – მიზნობრივად გამოიყენა. სოფელში მცხოვრებმა მხოლოდ ერთმა ოჯახმა თქვა უარი თანხის მიღებაზე, დანარჩენმა ყველამ მიიღო, ვისაც განსახლება შეეხო. ზოგმა  მიწის ნაკვეთი შეიძინა ამ თანხით, ზოგმაც კი  მშენებარე ბინაში ჩადო, მაგრამ ბევრმა გადასვლა პირობების გამო ვერ შეძლო. ბინას გარემონტება უნდა, მიწაზე – სახლს აშენება.  

მე ხელვაჩაურში ვიყიდე მიწა, ერთი სართული ავაშენე და გავჩერდი. პირობები რომ მქონოდა, გადავიდოდი. აქ სკოლაში ვმუშაობ, ხელფასი მაქვს, დიდ ქალაქებში კადრების სიმრავლეა და სამსახურის ნახვაც რთულია.

მოსახლეობა, ძირითადად, თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ და იმით ირჩენდა თავს. თხილვანა მოუსავლიანი და მცირემიწიანი სოფელია, მაგრამ მაინც ვიყენებთ მიწას და გვაქვს მეურნეობები; ოჯახები ადგილზე ცდილობენ თავის გატანას; სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან, ზოგი სწავლობს, სტუდენტია, მაგრამ 45 წელს გადაცილებულისთვის წასვლა და თავის დამკვიდრება რთულია,“  – ამბობს თეიმურაზი.

ამ სოფელში მეწყრის გააქტიურებას ჯერ კიდევ 2005 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიც პროგნოზირებდნენ, რასაც იმდროისთვის მასობრივი მიგრაცია მოჰყვა. მიგრაციულმა პროცესებმა პიკს 2008-2009 წლებში მიაღწია, როცა სოფელ ქვედა თხილვანიდან 50 ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ხელისუფლებამ ჩაასახლა. მარნეულში გადასახლებული ოჯახებიდან 20-ზე მეტი ოჯახი უკან – თხილვანაში მალე დაბრუნდა. ისინი უკუმიგრაციის მიზეზად იმ დროისთვის მარნეულში არსებულ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ არ ჰქონდათ სასმელი და სარწყავი წყალი, სახნავ-სათესი მიწები, გათბობა და ულუკმაპუროდ დარჩენას სიცოცხლისთვის საშიშ სოფელში დაბრუნება არჩიეს.

უკუმიგრირებულ ოჯახებს შორისაა თეიმურაზ ქამადაძის ოჯახიც.

„იმდროისთვის, თითქმის ქვემო ქართლის ტერტორია მოვიარე და სამუშაო ვერ ვნახე, მე ვინ მომცემდა სამსახურს? რით უნდა მეარსება იქ? პირობები არ იყო და უკან დაბრუნების მიზეზიც ეს გახდა, მაშინ ბევრი ოჯახი დაბრუნდა თხილვანაში“ – ამბობს თეიმურაზი.

რა ვითარებაა რეალურად სოფელში, რომლის განსახლების გეგმაც ხელისუფლებამ არაერთხელ შეიმუშავა? დასტაბილურდა თუ არა მეწყრული პროცესები და რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება ახლა იქ? ჩვენ ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება განსახლების პროგრამის განმახორციელებელ უწყებას – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ. სამინისტროში საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და ხულოს თვითმმართველობასთან გადაგვამისამართეს, ხულოს მერიის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და  ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.   

www.asea.ge
Tags: აჭარამეწყერიქვედა თხილვანა
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

საქართველოს პარლამენტში ნიკა მელია არ შეუშვეს

შემდეგი პოსტი

„მოხალისეობამ შემძინა საუკეთესო მეგობრები, გამოცდილება და მოტივაცია უკეთესი მომავლის შესაქმნელად“

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

„მოხალისეობამ შემძინა საუკეთესო მეგობრები, გამოცდილება და მოტივაცია უკეთესი მომავლის შესაქმნელად“

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

COVID19 – რას ვეყრდნობით, როცა ქვეყანაში “შუქს ვაქრობთ”?

აპრილი 22, 2020
675

საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა

ნოემბერი 20, 2020
21

კავკასიური ცეკვა მოსკოვური ილეთებით – გენრი დოლიძის ბლოგი

თებერვალი 10, 2021
583

რაულ ჩილაჩავა: მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შანსი, აიღოს რევანში

მაისი 1, 2020
284

აფხაზი მწერლის – მიხეილ ლაკერბაის – ნოველა “აუა”

მაისი 26, 2020
88
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია