ორშაბათი, იანვარი 25, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა

რატომ არ გვყავს სამხედრო ელიტა და რატომ გვყავს ამდენი „კანონიერი“ ქურდი?

ალეკო ელისაშვილი
სექტემბერი 30, 2020
ანალიტიკა, ბლოგი
0

ამ საკითხზე დიდი ხანია, მინდა, დავწერო, საკითხზე, რომელზედაც ხშირად დავფიქრებულვარ: რატომ არ გვყავს სამხედრო ელიტა? რატომ არ გვყავს ისეთი ოფიცრები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული, თითით საჩვენებელი და საამაყო წევრები უნდა იყვნენ? რატომ არ არის მხედრული ელიტა ცნობილი და საამაყო? არადა, რამდენი ომი გამოვიარეთ უკვე ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული.

ამ არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ და თვალი გადავავლოთ ისტორიას:

მე-19 საუკუნემდე, რუსების მიერ საქართველოს ანექსიამდე, მეომრულ ელიტას თავადები და აზნაურები შეადგენდნენ. ეს წოდებებიც  ერთ დროს ყველაზე ძლიერი მებრძოლებისგან შეიქმნა და ჩამოყალიბდა და შემდეგ უკვე მემკვიდრეობით გადაეცემოდა. კარგი მეომარი ყოველთვის ფასობდა და მას საზოგადოების სტრუქტურულ კიბეზე სწრაფად დაწინაურების შესაძლებლობაც ჰქონდა. ყმა გლეხი შესაძლოა, აზატი ანუ თავისუფალი გამხდარიყო, აზნაური – მაგალითად, გიორგი სააკაძე – ლამის ქვეყნის მმართველად და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა.

რუსებთან შეერთებამდე ყველა ქართველი კაცი მეომარი იყო, ძალიანაც რომ არ ნდომოდა ეს –  ინსტიქტები აიძულებდა, საკუთარი თავი, ოჯახი და სამშობლო დაეცვა. რუსების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართველებს საინტერესო შესაძლებლობა მოგვეცა – რუსული არმიის შემადგენლობაში შეგვეძლო, ანგარიში გაგვესწორებინა ისტორიული მოწინააღმდეგეებისთვის: ირანელებისთვის, დაღესტნელებისა და თურქებისთვის, ამიტომაც იყო, რომ ქართველები გლეხიან-თავადიანად თავგამოდებულები ვიბრძოდით რუსულ არმიაში დაღესტნელი შამილის, სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში ქართველებმა დიდი სახელი მოვიპოვეთ რუსების თვალში. ქართველებისთვის არმიაში სამსახური მეტისმეტად სასურველი რამ იყო. რუსულ არმიაში ნამსახურებმა ქართველმა ოფიცრობამ შეინარჩუნა საქართველოს დამოუკიდებლობა სამი წლის (1918–21 წწ.) განმავლობაში.

მაზნიაშვილი, კვინიტაძე, ოდიშელიძე, ჩოლოყაშვილი – ეს გამორჩეული პიროვნებები სწორედ რუსული იმპერიული არმიის ოფიცრები იყვნენ. ქართული სამხედრო ელიტის ნაწილი 1921 წლის ანექსიის შემდეგ საფრანგეთში წავიდა, დარჩენილი დიდი ნაწილი კი მეოცე საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების დაუნდობელ რეპრესიებს შეეწირა, მაგალითად, ჩვენი ლეგენდარული გენერალი მაზნიაშვილი.

1941-45 წლებში გამართულ მეორე მსოფლიო ომში 700 ათასამდე ქართველი წაასხა სტალინმა – მეომარიც და არამეომარიც. სტალინის გარდაცვალებისა და განსაკუთრებით ხრუშოვის მიერ სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ, ორი მიზეზი გაგვიჩნდა ქართველებს, რის გამოც აღარ იყო მიმზიდველი სამხედრო სამსახურში ჩადგომა: ქართველი სტალინისა და ქართველობის შეურაცხყოფა და თავად საბჭოთა სისტემის სიყალბე.

სამხედრო საქმე ხომ განსაკუთრებული სფეროა – იმისთვის, რომ გახდე მეომარი, სამხედრო, ოფიცერი? ხომ განსაკუთრებული მოტივაცია გჭირდება? აქ, ყველაზე მეტადაა ქვეყნის სიყვარული საჭირო და რა მოტივაცია გვქონდა 50-იანი წლების ბოლოდან ქართველებს? არანაირი! არადა, ჩვენი გენეტიკური მეომრული შემართება და სიმამაცე გასაქანს საჭიროებდა და სწორედ ამიტომაც ჩვენი ეს ეროვნული ენერგია მიემართა კრიმინალური, შავი სამყაროსაკენ. საბჭოთა არმიაში გაწვეული ქართველები კი ცდილობდნენ, სამხედრო საქმის ნაცვლად იოლად გასულიყვნენ ფონს და ან – სამზარეულოში, ან – სამშენებლო ბატალიონში, ან – რამე ნახევრადსამოქალაქო პოზიციაზე ეპოვათ ადგილი.

მიუხედავად შავი სამყაროსადმი ჩემი განსაკუთრებული სიძულვილისა, უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკის მასშტაბით ამ უზარმაზარ და დაუნდობელ სამყაროში, უშველებელი კონკურენციის პირობებში ქართველებმა, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, ერთ-ერთი „მოწინავე“ ადგილი დავიკავეთ. განა მეამაყება, უბრალოდ, მშრალად, უემოციოდ ვცდილობ ვითარების გაანალიზებას. საბჭოთა სისტემის სიყალბემ, სისტემისადმი გაუცხოებამ და ქურდული სამყაროს „რომანტიზმმა“ მიიზიდა მთელი ქართული მხედრული და ვაჟკაცური ენერგია. კიდევ ხაზგასმით ვამბობ, ჩემი ქურდული სამყაროსადმი სიძულვილის მიუხედავად, ფაქტია, რომ აგრესიულ, კრიმინალურ სამყაროში თავის დამკვიდრება არ იყო და არ არის იოლი და ეს განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს.

სამწუხაროდ, სიმამაცე, რომელიც ქართული სახელმწიფოს მხედრულ ძლიერებას უნდა მოხმარებოდა, მოხმარდა საბჭოთა, რუსული ქურდული სამყაროს გაძლიერებას. შედეგად, 90-იანების დასაწყისში, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარიჟრაჟზე, თითზე ჩამოსათვლელი პატრიოტი და კარგად განსწავლული ოფიცერი შეგვრჩა ხელში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ კრიმინალური წარსულის ან კრიმინალური მენტალობის, მაგრამ გულანთებული ადამიანები. შორს რომ არ წავიდეთ, „მხედრიონი“ ხომ კრიმინალური აზროვნების, უდისციპლინო, სამხედრო საქმის არმცოდნე, მაგრამ ობიექტურად უმამაცესი ინდივიდებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია იყო. დანარჩენი, ბატალიონებად წოდებული, მაგრამ რეალურად 50-100–კაციანი შენაერთებიც ხომ ქაოტური, უდისციპლინო, ვაჟკაცი და შეუპოვარი მებრძოლებისგან შედგებოდა. არ მინდა, ვინმე გავანაწყენო, მაგრამ სხვაგვარი შენაერთები ხომ უიშვიათესი გამონაკლისი იყო. აფხაზეთში სერიოზულად ნაბრძოლი ერთ-ერთი შენაერთის მეთაურმა მითხრა ერთხელ ნახევრად ხუმრობით – ომი რომ მთავრდებოდა, მაშინ ვისწავლეთ ბრძოლის ხერხები, მაგალითად, ის, რომ შეტევაზე ასფალტიანი გზით არ უნდა წავსულიყავითო.

აფხაზეთის ომის შემდეგ ნაომარი ვეტერანები არათუ საამაყო, არამედ საშიში ძალა გახდა შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. ის ხელისუფლება ნაომრების განეიტრალებაზე ზრუნავდა, ბევრი გასანეიტრალებელიც იყო, თავისი კრიმინალური ქმედებების გამო. გარდამტეხ მომენტად მე, პირადად, მიმაჩნია – 2001 წელს დაწყებული წვრთნისა და აღჭურვის აღმაფრთოვანებელი ქართულ-ამერიკული პროგრამა. რესპუბლიკის მოედანზე ცალ მუხლზე დაჩოქილი, ამერიკულ ფორმებში გამოწყობილი ქართული კომანდოს ბატალიონის შემადგენლობა და მისი ჯან–ღონით სავსე, საველე „ზაგარმიღებული” მეთაურები უზარმაზარი ენთუზიაზმით გვავსებდნენ ყველას. ამ ენთუზიაზმის ინერცია გაგრძელდა სააკაშვილის მმართველობის დროსაც. ჯარმა უკეთ ჩაიცვა, უკეთ აღიჭურვა, საბჭოთა ყაზარმები თანამედროვეთი შეიცვალა… თითქოს სამხედრო ელიტის ჩამოყალიბების შეუქცევადი პროცესი დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმისადმი ლოიალობა და ერთგულება გახდა ოფიცრების დაწინაურების საფუძველი.

ივანიშვილს რომ ქართული არმიის არ სწამს და სოციალურ პროექტად მიაჩნია, ეს ყველაფერში იგრძნობა, შესაბამისად, ამაზე ვრცლად საუბარი არც ღირს. უბრალოდ, ამოდენა მიმოხილვის შემდეგ მთავარი კითხვა ისაა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ვაჟკაცი, მამაცი და პატრიოტი ქართველი ბიჭები ხდებოდნენ ოფიცრები, ამ საქმისკენ მიუწევდეთ გული და შესაბამისად, აყალიბებდნენ სამხედრო ელიტას და არ იზიდავდეთ მათ, მაგალითად, კრიმინალური სამყარო. ეს არის გამოწვევა, რომელზეც მომდევნო ბლოგში გაგიზიარებთ ჩემს აზრებს.

www.asea.ge
Tags: მხედრიონისამხედრო ელიტაქართული ჯარიჯარი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

პანდემია, არასტაბილური ელექტროენერგია და დისტანციური სწავლება მთაში

შემდეგი პოსტი

არმაზ ახვლედიანი : “რომ არა “ქართული ოცნების” ბრძოლა წესების გარეშე, მის კანდიდატს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით დავამარცხებდი.”

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

შემდეგი პოსტი

არმაზ ახვლედიანი : "რომ არა "ქართული ოცნების" ბრძოლა წესების გარეშე, მის კანდიდატს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით დავამარცხებდი."

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა

ივნისი 12, 2020
53

ნიკა გვიანიძე – ბიჭი, რომელიც ფრანჩესკო ტოტის საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს

ივნისი 2, 2020
256

მოხუცებულთა ცხოვრება პანდემიის ფონზე

მაისი 2, 2020
147

65 ვაკანსია – რომელი საგნის პედაგოგები სჭირდება სკოლებს აჭარის მთიანეთში?

აგვისტო 21, 2020
699

ვორონეჟის ოლქში ექიმი საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადავარდა

მაისი 5, 2020
29
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია