2020 წლის არჩევნები, პროცესში შესული მარათონის მსგავსად, დაძაბულობის მაღალ ეტაპზე გადადის. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებიც ცდილობენ თავიანთი მხარდამჭერების დარწმუნებას იმაში, რომ იმსახურებენ ნდობას და იყენებენ ყველა შესაძლო რესურსს , რათა მარათონში ყველაზე ახლოს იდგნენ ფინიშის ხაზთან.
წინა კვირას ონლაინ პლატფორმა ASEA.GE-ზე გამოქვეყნდა სტატია, თუ რამდენი პარტია მიიღებდა მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ცესკო–ს მონაცემების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებიდან რეგისტრირებულია 66 პარტია (კომისიამ რეგიტრაციაზე უარი განუცხადა 12 პარტიას).
დღეს კი შევეხებით აჭარის რეგიონში მიმდინარე ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს, კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს და ამ არჩევნებში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია იმ პარტიათა სია, რომელთა რეგისტრაციაც ამავე კომისიამ ახლახან დაასრულა.
ჯამში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რეგისტრირებულია 26 პოლიტიკური სუბიექტი.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
- „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ – ხელმძღვანელი პირი ნინო ბურჯანაძე
- „საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ – ხელმძღვანელი პირი ედნარ ბაგრატიონი
- პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო“ – ხელმძღვანელი პირი ირაკლი ოქრუაშვილი
- „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ – ხელმძღვანელი პირი ალექსანდრე ბრეგაძე
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ხელმძღვანელი პირი გიორგი ვაშაძე
- „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – ხელმძღვანელი პირი ზვიად ძიძიგური
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ხელმძღვანელი პირი შალვა ნათელაშვილი
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (გირჩი) – ხელმძღვანელი პირი იაგო ხვიჩია
- „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – ხელმძღვანელი პირი თამაზ მეჭიაური
- „სამართლიანობისთვის“ – ხელმძღვანელი პირი ეკა ბესელია
- „ქართული არჩევანი“ – ხელმძღვანელი პირი ბეჟან გუნავა
- „თავისუფალი საქართველო“ – ხელმძღვანელი პირი კახა კუკავა
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ხელმძღვანელი პირი ბიძინა ივანიშვილი
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ხელმძღვანელი პირი დავით ბაქრაძე
- ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ – ხელმძღვანელი პირი ბექა ნაცვლიშვილი
- პარტია „საქართველო“ – ხელმძღვანელი პირი გიორგი ლილუაშვილი
- „ქართული იდეა“ – ხელმძღვანელი პირი ლევან ჩაჩუა
- „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ – ხელმძღვანელი პირი მალხაზი გორგასლიძე
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ხელმძღვანელი პირი გრიგოლ ვაშაძე
- „ევროატლანტიკური ვექტორი“ – ხელმძღვანელი პირი სერგო ჯავახაძე
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ხელმძღვანელი პირი დავით თარხან–მოურავი
- „ტრიბუნა, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ხელმძღვანელი პირი გრიგოლ ჯოჯუა
- „ლელო საქართველოსთვის“ – ხელმძღვანელი პირი მამუკა ხაზარაძე
- „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ – ხელმძღვანელი პირი ალეკო ელისაშვილი
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – ხელმძღვანელი პირი ხათუნა სამნიძე
- „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ხელმძღვანელი პირი მამუკა ტუსკაძე
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. აქედან 18 პროპორციული სიით მოიპოვებს მანდატს, ხოლო სამი ხმოსანი მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შედეგად.
www.asea.ge
კომენტარები