ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ჯანდაცვა კორონავირუსი

მოქმედების დროა: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი  კოვიდ-19 თან დაკავშირებულ საჭიროებებს პასუხობს

დათო არძენაძე
მაისი 5, 2020
კატეგორიის გარეშე, კორონავირუსი, რეგიონი, რეგიონის ამბები, ქართული სოფელი, ჯანდაცვა
0

სამედიცინო  აღჭურვილობის გადაცემა, ასობით ექიმის ტრენინგი, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ათასობით საინფორმაციო მასალის გავრცელება. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ქართულ უწყებებს, ექიმებს და ზოგადად მოსახლეობას კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში დახმარებას უწევს. ამ ინტერვენციების საერთო ღირებულებამ აპრილის ბოლოსთვის  63.000 ევრო შეადგინა.

„ვირუსის გავრცელებისთანავე ჩვენ აუცილებელი საჭიროებების გამოვლენა   დავიწყეთ და ამ საჭიროებების შესაბამისად მოვარგეთ ჩვენი პროექტები,“ – განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა. საჭიროებების ნუსხა სწრაფად გაიზარდა და დაფარა შემდეგი საკითხები: საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ექიმების და მასმედიის წარმომადგენლების ტრენინგი, ლაბორატორიებისთვის ახალი საინფორმაციო სისტემის შემუშავების  საკითხში.

 

სოფლად მომუშავე ექიმების ონლაინ ტრენინგი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან მთავარ ღონისძიებად, ერთგვარ ლოჯისტიკურ გამოწვევად  ქვეყნის 1274 ექიმისთვის დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტის „კოვიდ 19 საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვის სისტემაში“ უკეთ გათავისება იქცა. ონლაინ ტრენინგის სესიებისთვის 15-20 მონაწილისგან შემდგარი 66 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

„ონლაინ ტრენინგის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული პროცესი იყო, ვინაიდან სოფლად მომუშავე ექიმები ტექნიკურ პრობლემებს განიცდიან. კერძოდ, ბევრ მათგანს არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა და საერთოდაც კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებიც არ გააჩნია. მათ უმრავლესობას მხოლოდ მობილურზე თუ დაუკავშირდები, ასე რომ ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენება არ იყო ადვილი დავალება მათთვის,“ – აცხადებს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს, პაციენტებთან კომუნიკაციისა და დისტანციური შერჩევის სისტემის და კონტროლის სისტემის ორგანიზების საკითხებს. მონაწილე ექიმების მეთვალყურეობა (სუპერვიზია), ექვსი კვირის განმავლობაში, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 ახალი მონაცემების სისტემა

მეორე  სახის ინტერვენციას ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნა წარმოადგენს, რომლის სარგებელი მთლიანად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სისტემა მოემსახურება პაციენტთა ტესტირების რეგისტრირების დაჩქარების პროცესს, ნიმუშების შეგროვების ლოჯისტიკურ საკითხებს და ტესტის შედეგების მეთვალყურეობას. მონაცემთა გაცვლის უზრუნველსაყოფად, სისტემა დაკავშირებული იქნება არსებულ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  (NCDC) ლაბორატორიის მართვად სისტემასთან. შესაბამისად, სისტემის გამოყენების საკითხებში ლაბორატორიების და სამედიცინო დაწესებულებების 100 თანამშრომელი იქნება დატრენინგებული.

 

ინფორმირებულობის გაზრდა და თერმოსკრინინგის კამპანიები ქ.ზუგდიდში

კოვიდ-19–თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განვითარების ღონისძიებები შეცვალა. ღონისძიებების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება დაავადების საკითხში და  დაცვის შესაბამისი გზების ახსნა მათთვის, ასევე ადგილობრივი უწყებების ხელშეწყობა თერმოსკრინინგის ძალისხმევაში.

საწყის ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  პროექტის გუნდმა  12 000 ფლაერი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ შემუშავებული 4000 საინფორმაციო პოსტერი გაავრცელა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს თერმოსკრინინგის საკითხში დახმარებას უწევს.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასთან და ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ჩვენ მზად ვართ, კვლავ განვაახლოთ ზუგდიდში სკრინინგის სერვისების მიწოდება, რაც თავისთავად გულისხმობს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას,“- ამბობს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.

 

სამედიცინო მასალები და აღჭურვილობა ხულოს სამედიცინო დაწესებულებისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა, ევროკავშირის პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს სამედიცინო დაწესებულებას სხვადასხვა აღჭურვილობა და სამედიცინო მასალა გადასცა.   არსებული აღჭურვილობა მოიცავდა სამედიცინო ნიღბებს, დამცავ ფარებს, სამედიცინო ხელთათმანებს, სამედიცინო ქუდებს,  ბახილებს, სადეზინფექციო საშუალებებს და კარდიომონიტორს. დაწესებულების 70 თანამშრომელი და 90-მდე ყოველდღიური ვიზიტორი ისარგებლებენ მიღებული დახმარებით, რომელიც აუცილებელია კოვიდ–19–ის  შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

„ამ ღონისძიების განხორციელება  თავიდან გეგმაში არ იყო.  ეს გახლავთ ENPARD პროექტის მყისიერი პასუხი ხულოს საავადმყოფოს საჭიროებებზე, რაც გააუმჯობესებს მის ოპერაციულ შესაძლებლობებს და დაიცავს თანამშრომლებს და ვიზიტორებს ამ ინფექციისგან“ – აცხადებს გიორგი მურვანიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

„ჩვენ, ზემოთ ხსენებულ ინტერვენციებს ვერ განვახორციელებდით, რომ არა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი დონორებისა – ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო და  ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD).“ – დასძინა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა.

 

www.asea.ge
Tags: ENPARDკარიტასიკორონავირუსიმხარდაჭერასაქართველოჯანდაცვა
გაზიარება125Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ვორონეჟის ოლქში ექიმი საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადავარდა

შემდეგი პოსტი

აჭარის მთაში მოიალაღეებისთვის უფასო ტრანსპორტირების პროგრამა შესაძლოა, არ განხორციელდეს

დათო არძენაძე

დათო არძენაძე

შემდეგი პოსტი

აჭარის მთაში მოიალაღეებისთვის უფასო ტრანსპორტირების პროგრამა შესაძლოა, არ განხორციელდეს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

გიორგი გაბაიძე – “იმ მოქალაქეების ხმები გაქრა, ვინც მხარი ცვლილებებს დაუჭირა”

ნოემბერი 24, 2020
196

რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში?

სექტემბერი 20, 2020
79

მსოფლიო მთავრობა – ანტიკრიზისული იარაღი? – გუჯა ხაბაძის ბლოგი

აპრილი 21, 2020
270

ბევრი ბათუმი

ივლისი 22, 2020
142

ა.შ.შ-ში მოთხოვნად პროდუქტებს შორის ცეცხლსასროლი იარაღი ლიდერობს

აპრილი 22, 2020
149
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია