ერთხელ თომას ედისონი კორპორატიულ სადილზე მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი ლაბორატორიაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ადამიანებთან კომუნიკაცია დიდად არ ეხერხებოდა და საზოგადოებაში გამოჩენასაც ხშირად ერიდებოდა.
სადილზე საკმაო რაოდენობის სტუმრები მოსულან და როდესაც ისინი ჭამითა და ერთმანეთთან საუბრით კარგად შეზარხოშებულან, ედისონს გადაუწყვიტავს, ჩუმად გაპარულიყო. ლამისაა კარებთან მისული ერთ–ერთ სტუმარს შეუჩერებია და უკითხავს: –მისტერ ედისონ, რაზე მუშაობთ ახლა?
თომასს კი სტუმრისთვის თვალებში იჭვნეულად შეუხედავს და მტკიცედ უთქვამს:
– გამოსავალზე!
მსოფლიო უამრავი საინტერესო მოვლენითა და სანახაობით გამოირჩევა, მაგრამ მისი ხილული ნაწილი ერთადერთი არაა, რაც ადამიანში მხოლოდ მისი გარეგნული მხარის ინტერესს იწვევს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის იყო და იქნება ფასეულობათა ისეთი ჯაჭვი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მდარესა და უარყოფითს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ხარისხი და მოქნილობა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად, ბევრად უფრო განვითარდა, მათ რიცხვს შეიძლება სხვადასხვანაირი წონითა და მნიშვნელობით წარმოადგენდეს ღირებულებები – იდეები, მსოფმხედველობა, ყოფიერება, რწმენა, სიყვარული თუ სხვა მრავალი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, მაგრამ კაცობრიობის ისტორია მაინცდამაინც როგორც ადამიანის ფსიქიკა, მიღწეულს არასდროს ჯერდება და მუდმივად რაღაც სიახლის ძიებაშია.
რა შეიძლება ისეთი გონიერი არსებისთვის, როგორიც ადამიანია, ყველაზე უფრო მაღალსაფეხუროვანი კიბე იყოს? – ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებს შეგნებულად აკლია ერთი მთავარი და ფუნდამენტური ხასიათის ღირებულება, რასაც ადამიანი დასაბამიდან ეძებს და ვერ უპოვია – მას ჭეშმარიტება ჰქვია.
სოკრატემ თქვა: ,,მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“– , და დასცინეს მას.
ქრისტემ თქვა: ,,რომ თქვენ გჭირდებათ გამოღვიძება“ და მოვკალით ის.
მაჰათმა განდიმ გაგვანდო თავისი ბუნების საიდუმლო – როგორ მიაღწია ადამიანური სიყვარულის პიკს და კულუარებიდან ისიც კი მესმის, ისევ თავისი მტრების ხელიდან მოკლული განდის საფლავს, როგორ აფსამენ თურმე მასზე დაგეშილი ინდოელები ჩუმჩუმად, საღამოობით.
ასეა – ადამიანი ვერ იტანს ჭეშმარიტების ვერც ფერს, ვერც გემოს და მისი ოდნავი გაელვების მომენტშიც კი პირდაპირ პანიკაში ვარდება. ისინი ვერ იტანენ ისეთ ადამიანებს, ვინც ცნობიერებასთან ოდნავ მაინც ახლოს დგანან და მათგან განსხვავებულად აზროვნებენ. მაშასადამე, თქვენ წინაშეა:
ჯორდანო ბრუნო – (დაბ. 1548 წ.) – იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი. ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა, რომ სამყარო არის უსასრულო. იგი ერთგვაროვანი, ერთი და იმავე ელემენტებისგან წარმომდგარი სისტემაა და აქვს უნარი, რომ წარმოქმნას ახალ–ახალი ფორმები. გავრცელებულია აზრი, რომ ბრუნო იყო პირველი, ვინც ამტკიცებდა იმას, რომ დედამიწა არის მრგვალი. ის 1600 წელს კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებით, დაწვეს კოცონზე, ერეტიკოსობის ბრალდებით.
გამოღვიძება? ალბათ, ეს ტერმინი, რომელიც ძალიან ჰყვარებია ახლო წარსულში მოღვაწე ერთ–ერთ ძალიან მისტიკურ და გადმოცემების თანახმად, ექსტრა ორდინარულ ადამიანს, გიორგი გურჯიევს, სულაც არ ჰქონდა არჩეული შემთხვევით. გურჯიევის მოძღვრებებში იგი ხშირად ახსენებს, რომ ადამიანებს გვძინავს. ეს არ არის საღათას ძილი, რადგან საღათას ძილი, ალბათ, უფრო ორგანიზმში მიმდინარე პროცესის ნაწილია და არა ფსიქიკისა. უფრო მეტად ტექსტის ამ ნაწილს მისტიციზმის ელფერს თუ შევძენთ, შეგვიძლია, ვთქვათ, გამოღვიძება სულისა, და ეს ერთობ წარმოუდგენლადაც შეიძლება, მოგვეჩვენოს.
1963 წლის 28 აგვისტოს ამერიკის ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვან ერთ–ერთ დემონსტრაციაზე მარტინ ლუთერ კინგმა წარმოსთქვა ისტორიული სიტყვა – ,,მე მაქვს ოცნება“, სადაც ის ამბობს ასეთ ფრაზას : ,,რწმენა ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი მაშინ, როდესაც კიბეს მთლიანად ვერ ხედავ“.
კინგი ცნობილი იყო, როგორც სამოქალაქო უფლებების დამცველი არაძალისმიერი მეთოდებით. რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი ბრძოლისთვის მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი უფრო მეტად ამახვილებდა ყურადღებას სიღარიბეზე, კაპიტალიზმსა და ვიეტნამის ომზე.
1968 წლის 4 აპრილს მოკლეს.
ასეა – გამოღვიძებულ ადამიანებს, მათ, ვინც განსხვავებულად დაუწყო სამყაროს ყურება, გამოვიდა საკუთარი თავიდან და მზერა გადაატარა მილიონობით თავისნაირს, ჩვენ, უკეთეს შემთხვევაში, ან ძალიან სწრაფად გავურბოდით ან კიდევ სასტიკად ვსჯიდით.
თუ ჩვენი ტვინი ხვდება რაღაც სიახლეს, ეს შეიძლება მოსწონდეს კიდეც, მაგრამ ჩვენი ეგო არასდროს გვაძლევს იმის საშუალებას, ვაღიაროთ, რომ ეს მოგვწონს და მითუმეტეს ვაღიაროთ ის ადამიანი, რომელიც ვამჩნევთ, რომ ჩვენზე რაღაცით ოდნავ მაღლა დგას.
ცნობიერების ზენიტი ზუსტად იქ დგება, სადაც ადამიანი მაქსიმალურად გამოდის სამ– განზმომილებიანი დროის ორი განზომილებიდან – წარსულისა და მომავლისგან. წარსულში დაშვებული შეცდომებითა თუ ნაიარევებით კი არ ხელმძღვანელობს ან მომავლის ილუზიებში კი არ არის ჩარჩენილი, არამედ რაციონალურად აფასებს ფაქტს, რომელიც დგას წარსულისგან და მომავლისგან ოდნავ მოშორებით – პირდაპირ აწმყოში! ასე რომ, თავის დროზე, ასევე, ბევრისგან დევნილი გურჯიევი როგორც იტყოდა: – ,,ადამიანებო, გაიღვიძეთ“!
www.asea.ge
კომენტარები