ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

მარტო მეწყრული პროცესების პირისპირ და ბინები, როგორც ჯილდო გადარჩენისთვის

ნაზიბროლა რეხვიაშვილი
ნოემბერი 26, 2020
ახალი ამბები, ეკოლოგია, ეკონომიკა, რეგიონი, რეგიონის ამბები, საზოგადოება
0

წყარო: https://www.khelvachauri.ge

აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, არაერთი მეწყერსაშიში ზონაა და უახლოესი წარსულიდან ტრაგიკული შემთხვევების გახსენებაც არ გაგვიჭირდება. სულ ბოლოს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოვარდნილმა მეწყერმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაღუპული ოჯახის ნათესავები, ასევე, სხვა ადგილობრივებიც,  მედიასთან აცხადებდნენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, განცხადებით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ – უშედეგოდ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ მერიაში განცხადებები არ შესულა. თვითმმართველობის განმარტებით, რამდენად საშიშია საცხოვრებელი სახლი და ექვემდებარება თუ – არა ოჯახი განსახლებას, ეს გადაწყვეტილება გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მიიღება.

Asea.ge დაინტერესდა, რამდენმა ოჯახმა ისარგებლა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, 2012  წლიდან დღემდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან 3 794 მოქალაქეს უშუამდგომლა. მომზადდა და მოქალაქეებს დაეგზავნათ საცხოვრებელი სახლების ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები, რის საფუძველზეც „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით“ ორმა ოჯახმა ისარგებლა.

დასკვნების თანახმად, ხუთი ოჯახის საცხოვრებელი სახლები აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებდა. „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოჯახებისთვის ჯამში 38 522 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, ადრესატმა გვაცნობა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხელვაჩაურში სამი სოციალური სახლი აშენდა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული სამოცდაცამეტი ოჯახი საცხოვრებელი ფართებით უსასყიდლოდ დაკმაყოფილდა.

მათივე ინფორმაციით, წელს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდება და სტიქიის შედეგად დაზარალებულები შესახლდებიან. ამ ეტაპზე საცხოვრებელი გადაეცემა ოცდაცხრამეტ ოჯახს, რომლებსაც ადგილობრივი კომისია გამოავლენს. 

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და ნებისმიერ დროს შეიძლება, მეწყერს ემსხვერპლონ. მათ აქვთ განცდა, რომ გეოლოგები საფუძვლიანად არ სწავლობენ საცხოვრებელი ადგილისა და სახლის მდგომარეობას. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, რომ სისტემაში ჩართული ყველა რგოლი შეთანხმებულად მუშაობს და გეოლოგები ისეთ დასკვნებს გასცემენ, როგორიც ხელისუფლებას აწყობს. ამ კონკრეტული შეფასების გადამოწმება გაგვიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ აჭარაში არაერთ ოჯახს დაუცველობის განცდა აქვს. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა და მხოლოდ მაშინ გაახსენდება, თუ რამე უბედურება დატრიალდა, ისიც იძულებით და ისიც იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი აღარ ექნება, ჩვენი ცხედრები ხომ უნდა მოძებნონ და თუ რომელიმე გადავრჩებით, მამაცობისთვის ბინით დაგვაჯილდოებენო.

წყარო: https://www.khelvachauri.ge

ასეთი განცდით ეს ადამიანები წლებია, რაც ცხოვრობენ. ხელისუფლებას კი რეალური პროგრამა, რომელიც კატასტროფების პრევენციაზე იქნება მიმართული, არ აქვს. ფაქტია, თანხა კატასტროფების შემდგომ აუცილებელ ღონისძიებებზე იხარჯება, თუმცა ეს პოსტფაქტუმ ხდება და რისკების შემცირებას ხელს ოდნავადაც არ უწყობს.

მეწყერსაშიშ ზონებში დასახლებული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა ესმოდეს ხელისუფლებას. მათ უკეთ იციან ის საფრთხეები, რომლებიც მოცემულ საცხოვრებელ ადგილას არსებობს, მაგრამ „ზემოთ“ არ ესმით ან არ სურთ, რომ ესმოდეთ. იმ ტრაგედიაშიც, რომელზე საუბრითაც დავიწყეთ, დამნაშავე არ არსებობს. ხელვაჩაურის მერია აცხადებს, რომ ოჯახს განცხადებით არ მიუმართავს და არც გეოლოგიური დასკვნა არ არსებობდა. დაღუპულების ნათესავები კი ამტკიცებენ, რომ მერიამ გულგრილობა გამოიჩინა, ტერიტორია ერთხელ შეისწავლა და იქ ცხოვრება სახიფათოდ არ მიიჩნია. მართალია, სტიქიამდე ოჯახს ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ უკვე დაღუპული ოჯახის გადარჩენილ წევრს აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა.

იმაზე საუბარი, რომ წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების გამომწვევი არაერთი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, ტყის საფარის განადგურება, ახლა შორს წაგვიყვანს. ისიც გასაგებია, რომ კატასტროფების სრულიად გაუვნებელყოფას ვერავინ შეძლებს. თუმცა პირველ ეტაპზე, შესაძლებელია ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა მოსალოდნელი კატასტროფის პროგნოზირება და მოსახლეობის გაფრთხილება. ამის პარალელურად, რისკის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის იმ აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომლებიც მათ მაქსიმალურად დაეხმარება ტრაგედიის თავიდან აცილებაში. ასეთი მექანიზმები სხვა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. 

წყარო: https://www.khelvachauri.ge

“რა გვეშველება ჩვენ?” – მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ეს კითხვა პასუხგაუცემელი რომ არ დარჩენილიყო, ხელვაჩაურის მერიას ვთხოვეთ, განემარტა ის მიზეზები, რომლის გამოც მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის/ტერიტორიის გამაგრებაზე ან განსახლებაზე უარი ეთქვათ.

გვიპასუხეს, რომ მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელ სახლებზე მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით დასტურდება სახლის სიძველე და/ან არამეწყრული პროცესები, დახმარების გაწევის შესაძლებლობას მოკლებულია.

არ არსებობს ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით დადასტურებული საფრთხე; არ არსებობს პრობლემა – განსაკუთრებულად მოწყვლადი არაერთი ოჯახი ამ მიდგომამ დააზარალა და დაღუპა კიდეც. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები ხელისუფლების გეგმებში ისევ არ ჩანს. თანხა კვლავ დაზარალებული ეკომიგრანტებისთვის გაიხარჯება.

ოქტომბრის სტიქიის შემდეგაც ასე მოხდა: ხელვაჩაურის მერიამ გეოლოგებთან ერთად მაღალი რისკის ზონაში არსებული სახლების მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. ასევე, იკვლევს ადგილებს და ფერდსამაგრი კედლების მოსაწყობად შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს.

ისევ – შემდეგ და ისევ – ტრაგედიის კვალდაკვალ.

www.asea.ge
Tags: ეკომიგრანტებიმეწყერი ხელვაჩაურშიმეწყერული ზონებიხელვაჩაური
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

“არჩევნები 2020 ანუ – უსასრულობის ომი” – გიორგი გაბაიძის ბლოგი

შემდეგი პოსტი

ზამთრის კურორტებმა ახალი შეზღუდვების გამო შეკვეთები გააუქმეს

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

შემდეგი პოსტი

ზამთრის კურორტებმა ახალი შეზღუდვების გამო შეკვეთები გააუქმეს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

“რუსული გაკვეთილები” – მოლდოვა

აგვისტო 30, 2020
73

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტში

აპრილი 19, 2020
138

მემთეური ქალების რთული და მაინც საინტერესო ცხოვრება აჭარის მაღალმთიანეთში

აგვისტო 25, 2020
204

ხულოში წარმოებული ყველი კანადაში გაიყიდება

დეკემბერი 29, 2020
1.1k

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
141
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია