ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

ლეგალური დასაქმება გერმანიაში – პირობები და კრიტერიუმები

თეონა კაკაციძე
თებერვალი 21, 2021
ახალი ამბები, ეკონომიკა
0

რა უნდა ვიცოდეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესახებ:

გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობამ, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებშია შესაძლებელი, მთელი საქართველო მოიცვა. დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლს დაიწყო და დარეგისტრირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს პირველივე დღეს მიაღწია. თუმცა, რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე გერმანიის მხარე ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან და გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან შემოვა სამუშაო შეთავაზებები, რაც წარმატებული თანამშრომლობის პირობებში შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

რა საქმიანობას სთავაზობს ლეგალური დასაქმების პროგრამა ქართველ მოქალაქეებს გერმანიაში?

საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე.

დასაქმების პროგრამა ითვალისწინებს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას და გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების ხელშეწყობას სოფლის მეურნეობის სექტორში, მოსავლის აღების სამუშაოებზე. შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს ღია მინდორში ისეთი სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლის აღებას, როგორიცაა მაგალითად,  სატაცური, პრასი, ბოლოკი, სალათის ფურცლები, მარწყვი, ჟოლო, კიტრი, კომბოსტო, ვაშლი, ყურძენი და სხვ.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • 18-დან 60 წლამდე ასაკის;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • არის ჯანმრთელი (დასაქმება გულისხმობს სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას);
  • აქვს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • არ არსებობს რაიმე მიზეზი, რაც იწვევს გერმანიაში შესვლის შეზღუდვას;
  • სასურველია უცხო ენების (გერმანული, ინგლისური) მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დასაქმების  მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი პროცედურები:

  • რეგისტრაცია პორტალზე www.workabroad.moh.gov.ge და ელექტრონული განაცხადის „დროებითი ლეგალური დასაქმება გერმანიაში“ სრულად შევსება;
  • გასაუბრება ვაკანსიის შესაფერის კანდიდატებთან;
  • ჯანმრთელობის (ფორმა №100) და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა;
  • გერმანული მხარის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • გამგზავრების წინა ორიენტაციის ტრენინგის გავლა;
  • PCR ტესტირება;
  • გერმანიაში გამგზავრება და დასაქმება.

შერჩეულ კანდიდატს მოუწევს დასაქმებასთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დაფარვა:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში);
  • მგზავრობის ხარჯები (გერმანიაში გამგზავრება და უკან დაბრუნება);
  • ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა №100) საფასური;
  • COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური;
  • დაფაროს გერმანიაში ცხოვრებისა და კვების ხარჯები.

გერმანიაში დასაქმების ხანგრძლივობა მოიცავს 1-დან 3 თვემდე პერიოდს, სამუშაო დღე 5-6 დღე კვირაში, დრო – 8 – 10 საათი დღეში. დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სულ მცირე გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი – 5%. ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი). აღსანიშნავია, რომ დასაქმების კონკრეტული პირობები მითითებული იქნება გერმანელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შერჩეულ კანდიდატთან გაფორმდება წერილობითი ფორმით გერმანიაში გამგზავრებამდე.

საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს დასაქმებული მოქალაქეების 90 დღის შემდეგ საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას. სამუშაოს გაგრძელების შესახებ გერმანელ დამსაქმებელთან შეთანხმება ინდივიდუალურია და მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, მოქალაქის ყოფნა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან (დეპორტი, რეადმისია), აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით და შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. გარდა ამისა, შესაძლებელია დამატებითი სანქცია დაეკისროს, რაც მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს.

შერჩეულ კანდიდატებს გერმანიაში გამგზავრების ორგანიზებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დაეხმარება.

გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამას ახორციელებენ გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო და სსიპ საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდს ან დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505.

www.asea.ge
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

„მოხალისეობამ შემძინა საუკეთესო მეგობრები, გამოცდილება და მოტივაცია უკეთესი მომავლის შესაქმნელად“

შემდეგი პოსტი

ჯამე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აჭარაში

თეონა კაკაციძე

თეონა კაკაციძე

შემდეგი პოსტი

ჯამე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აჭარაში

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

იოსებ სტალინი და სიკვდილის წიგნაკი

მარტი 3, 2021
58

“ვერტიკალური მეურნეობა” – მსოფლიოს აგრომომავალი

აპრილი 22, 2020
252

რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას 2020–ის არჩევნებში?

სექტემბერი 5, 2020
156

არმაზ ახვლედიანი : “რომ არა “ქართული ოცნების” ბრძოლა წესების გარეშე, მის კანდიდატს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით დავამარცხებდი.”

ოქტომბერი 3, 2020
226

65 ვაკანსია – რომელი საგნის პედაგოგები სჭირდება სკოლებს აჭარის მთიანეთში?

აგვისტო 21, 2020
784
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია