ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ლიტერატურა

ლადო სეიდიშვილი – ლექსების მხატვარი კაცი

როინ აბუსელიძე
ივნისი 17, 2020
ანალიტიკა, ბლოგი, კულტურა, ლიტერატურა, პერსონა
0
“იგი დგებოდა ყოველთვის ექვსზე,
როცა ჯერ კიდევ სთვლემდა როტმისტრი,
არ ოცნებობდა იგი იმ ლექსზე,
უკვდავება რომ მოაქვს მგოსნისთვის”.
საქართველოს არაერთი პოეტი ჰყოლია, თავისი სიტყვისა და ლექსის ძალით რომ ატყვევებდა მკითხველის გულს. ალბათ, წარმოუდგენელია, იყო პოეტი და არ გქონდეს ამბიცია, თანამედროვე ავტორებთან გაჯიბრების სურვილი, სიახლეებისკენ სწრაფვა და მისთ. თუმცაღა, არსებობდნენ სიტყვის ჯადოქრები, რომლებიც წერდნენ თავისთვის, მოკრძალებულად, ჩუმად და მათი ლექსები თავისით იკვლევდნენ გზას ვარდისფერ ბილიკზე. ლადო სეიდიშვილიც ამ კატეგორიის ავტორებს მიეკუთვნება და ბრწყინვალედ ახერხებს ხელოვნების სამი ჰიპოსტაზის – პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის გაერთიანებას.
* * *
ყველა დროის ასული ხარ,
სიყვარულით მწვავ და მფიტავ…
ალბათ ძველად რომ გეცხოვრა,
იქნებოდი სერაფიტა.
შენ ისეთი ერთგული ხარ,
ვერ დაგწამებ ურაღალატს…
იქნებ ის ხარ, ვინც, ვინც გონება
აურია კურაპალატს.
შენ ისეთი თვალები გაქვს –
ნუშისებრი, ვიწროჭრილი…
საიდანაც იმზირებია
ყველა ჩემი გასაჭირი.
ეგ ღიმილი ულმობელი,
ბაგეზე რომ ეჭდო თამარს,
როგორც დიდი გამოცანა –
ჰოს ნიშნავდა, თანაც – არას.
ბესიკს ბედს რომ უმწარებდი –
ერთი ხარ თუ ორი ანა…
ო, რამდენი სიხარული
წაიღო და წარიტანა.
სადაც შენ ხარ, შენი ნებით
სიყვარული იქვე მიდის…
რუსთაველის დროს უთუოდ
თინათინი იქნებოდი –
ბეატრიჩე თუ მანანა…
ერთი ქალო, სჯობს მე დამკრა,
უბეში რომ გიდევს დანა.
ყველა ქალის კრებული ხარ,
იმავე დროს ერთადერთი…
სრულყოფილი ხარ და მაინც,
ვით მდინარე ჩემს ტბას ერთვი.
შენ ისეთი თვალები გაქვს –
შულს წყურვილით გამოფიტავ…
ყველა დროის ასულო და
ყველა დროის სერაფიტა.
რეფორმისტული მოწოდებით აღბეჭდილი ლადო სეიდიშვილის ლირიკა უმდიდრესი პოეტური სახეების დემონსტრირებაა. იგი გამორჩეულად, მაინც, ბათუმისა და ზღვის მომღერალია, ზღვა ლადო სეიდიშვილისთვის მარტოოდენ წყლის სივრცე როდია, არამედ მეთევზეობასთანაცაა დაკავშირებული.
მეთევზეები
მეთევზეები მარილიან ზურგებით

ლადო სეიდიშვილის ნახატი
და ისე გამშრალი – ოფლს რა გამოადენს,
ობობასავით ქსოვენ ბადეებს,
თავზე ახურავთ ყვითელი მზე.
საღამოს, როდესაც მზე დაიღლება,
მარილიან ზურგებით მეთევზეები
გაამწუთხებენ ზღვას…
ზღვაა მეთევზის გრძელი სიმღერა
და არაფერი სხვა –
ბადეში იმწყვდევენ ერთმანეთს,
ვინ იცის, რომელი კაცია, რომელი – ზღვა.
ერთი ყალბი სტრიქონის პოვნაც კი შეუძლებელია ლადო სეიდიშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში, რომელიც ცხოვრებისეულ მელანქოლიას ხელს კრავს და კმაყოფილების უმაღლეს ექსტაზში ცურავს… რადგან მან მოასწრო ყველაფრის ხილვა –  მზისაც, ზღვისაც და სიყვარულისაც. პოეზიაში არსებობს ასეთი ნოვაცია “სონეტების გვირგვინი”, რომელიც XIX სააუკუნის იტალიიდან იღებს სათავეს, თუმცა საქართველოში იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა და  მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ლადო სეიდიშვილი გახლავთ.
ირონიული სონეტი

ირონია ჩნდება მაშინ, როცა მსურს ვთქვა „არა“,
მაგრამ ვამბობ „ჰოს“ და თანაც ამით სულ არ ვხუმრობ –
რადგან მე ჩემს გულწრფელ „არას“ „ჰოს“ თქმით კი არ ვფარავ,
არამედ „ჰო“ მინდა „არას“ უკეთ ვამსახურო.
ო, ეს „არა“ არ გეგონოთ მარტოობის კერძი,
„ჰოა“ მისი საფუძველი და სავანე მყუდრო,
„ჰოს“ გარეშე იგი ალბათ ერთ წამსაც ვერ გაძლებს,
რადგან „ჰოთი“ მე ჩემს „არას“ გამოვავლენ უფრო.
ჩემი ბედის ირონია ცელქი ქალბატონი,
„ჰოს“ ფიქრობს და „არას“ ამბობს სერიოზულ ტონით,
ვერაფერი გამიგია: ეს სრულებით არ ჰგავს
არც იუმორს, არც სატირას, არც ხუმარა სარკაზმს…
მე ამგვარი თვალთმაქცობა სიამეს სულ არ მგვრის,
როგორც კატის ულვაშებზე გარბენილი თაგვი.
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ბავშვობა ხო განსაკუთრებულად გამორჩეული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, პოეტი იხსენებს, როცა რაიმეს დავაშავებდი მამა ბიბლიოთეკაში გამომკეტავდა, სადაც აუარება წიგნებს შორის სარკმლიდან შემოსულ მზის სხივს დაჭერობანას ვეთამაშებიო. ეს ყველაფერი შემდგომში ზუსტად აისახა პოეტის ლირიკაში, მისი შემოქმედება ხომ სხივჩამდგარი სიტყვით მეტყველებაა და ის დაკეტილი კარი, რომელიც ლიტერატურასთან მარტოს ტოვებდა სამარადისოდ დაკეტილი დარჩა.
გააღეთ კარი, გააღეთ კარი!..
ვდგავარ ცარიელ სახლის კარებთან და ვაკაკუნებ.
იქნება,  ჩემთვის აღარ სცალიათ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 აღარ ვჭირდები ამ საუკუნეს.
გააღეთ კარი!.. შიგნიდან ხელი
ისე ძლიერად აწვება კარებს –
რომ მე ამტკივდა ხელი, რომელიც
ჩემია, მაშინ როგორ ვარ გარეთ?..
გააღეთ კარი!.. გამომწყვდეული
ჩემივე თავის ვყოფილვარ მახე,
მაგრამ გარედან ჩემი სხეული
ისე აწვება – რომ ვეღარ ვაღებ.

 

1 of 6
- +
www.asea.ge
Tags: lado seidishviliაჭარაბათუმივერლიბრილადოლექსიმწერალიპოეტისეიდიშვილისონეტების გვირგვინისონეტიქართველი მწერალი
გაზიარება267Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ქედაში სეტყვა მოვიდა

შემდეგი პოსტი

ალეკო ელისაშვილი: “მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად დავდგე და სად – არა”

როინ აბუსელიძე

როინ აბუსელიძე

შემდეგი პოსტი

ალეკო ელისაშვილი: "მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად დავდგე და სად - არა"

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ჩაიბარებს თუ არა ყურძენს სახელმწიფო გრანტით მოწყობილი საწარმო ქედაში

ოქტომბერი 6, 2020
133

ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები პანდემიასა და ლოკალური შეზღუდვების ფონზე

ნოემბერი 19, 2020
58

„ილიას მარანი“ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა

ივლისი 21, 2020
460

საქართველოში ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება

აპრილი 22, 2020
78

მოქმედების დროა: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი  კოვიდ-19 თან დაკავშირებულ საჭიროებებს პასუხობს

მაისი 5, 2020
288
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია