15 აპრილს კომპანია Apple გამოუშვა ახალი ტელეფონი დასახელებით “iPhone SE 2020”, ეს კონკრეტული მოდელი ითვლება ძველი iPhone SE მოდელის გაგრძელებად თანამედროვე მახასიათებლებით.
დიზაინი
სმარტფონი ძალიან ჰგავს “iPhone 8”-ს, რაც შეეხება ფერთა გამას, ამ ტელეფონის შეძენა შესაძლებელი იქნება შავ, თეთრ და წითელ ფერებში.
წინა მხარეს შენარჩუნებულია ძველი სტრუქტურა და დიზაინი. ეკრანი გახლავთ 4,7 დიუმი, რომელიც დამზადებულია IPS ტექნოლოგიით 16:9 ფორმატში Retina HD.
ეკრანის ქვედა ნაწილში განთავსებულია ყველასთვის კარგად ნაცნობი Touch ID

სმარტფონი დაცულია წყლისა და მტვრისგან IP67 სტანდარტით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ტელეფონი იქნება წყალში 1 მეტრის სიღრმეზე 30 წუთით, ტელეფონი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას

ტექნიკური მახასიათებლები
ახალი iPhone SE აგრძელებს ძველი მოდელის ფილოსოფიას: ძველი დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიური მახასიათებლები. პატარა კორპუსში მოათავსეს ახალი თაობის პროცესორი Apple A13, რომელიც ასევე აყენია შემდეგ მოდელებში – iPhone 11 Pro / Pro Max, iPhone 11.
განახლებულ მოდელს დაემატა უსადენო დატენვის ფუნქცია და ასევე 2 SIM დამატების საშუალება, აქედან 1 იქნება სტანდარტული SIM, ხოლო მეორე – eSIM, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 მოცულობის მქონე მოდელები, ესენია: 64 GB, 128 GB, 256 GB.
კამერა
iPhone SE ში აყენია განახლებული 12 მპ f/1.8 კამერა, რომლის დახმარებით ტელეფონმა მიიღო თანამედროვე პორტრეტ რეჟიმი

ფასი
iPhone SE წინასწარი გაყიდვები დაიწყება 23 აპრილს. ამერიკაში ამ მოდელის ფასები მეხსიერების მიხედვით იქნება შემდეგნაირი:
399$ – 64 GB ვერსია
499$ – 128 GB ვერსია
549$ – 256 GB ვერსია
ხოლო ევროპაში
479€ – 64 GB ვერსია
529€ – 128 GB ვერსია
649€ – 256 GB ვერსია
წყარო: https://bit.ly/3b92XaV
www.asea.ge
კომენტარები