ხუთშაბათი, მარტი 4, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი რეგიონი თვითმმართველობა

კომერციულ მოსყიდვაში დადანაშაულებული შპს–ს ყოფილი დირექტორი ახალ შპს–ში დაასაქმეს

ეკა ბარამიძე
ივნისი 3, 2020
ახალი ამბები, თვითმმართველობა, კრიმინალი, რეგიონი, რეგიონის ამბები, სამართალი
0

ახალი შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“,  რომელმაც ქედაში არსებული ტურისტული ლოკაციების განვითარებასთან ერთად, ახალი ლოკაციებისა და სერვისების შექმნაზე უნდა იმუშაოს, მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა.

შპს–ში, რომელსაც სულ 3 თანამშრომელი ჰყავს [დირექტორი, სპეციალისტი და ბუღალტერი], დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ქედის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ ყოფილი დირექტორი, მალხაზ სურმანიძე, სპეციალისტის პოზიციაზე  უკონკურსოდ დანიშნეს.

მალხაზ სურმანიძე შპს „კომუნალურსერვისში“ მუშაობის დროს, კომერციულ მოსყიდვაშია დადანაშაულებული.

სასამართლოს დავა 2018 წლის ნოემბრის თვეში დასრულდა და სასამართლო გადაწყვეტილებით, მალხაზ სურმანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით 7 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს–ს დირექტორი, რომელიც კომერციული მოსყიდვისთვის გაასამართლეს, განაჩენიდან რამდენიმე დღეში მუშაობას აგრძელებს ახალ შექმნილ შპს–ში. „კომუნალურსერვისის“ დირექტორის პოზიცია კი მან გასულ წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზად  ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მალხაზ სურმანიძის საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2019 წლის კვლევაში მოხდა, სადაც მითითებულია, რომ მამამ საკუთარი შვილი იმ შპს–ში დაასაქმა, სადაც თავად დირექტორად მუშაობდა.

რა პრინციპითა და დამსახურებით შეარჩიეს კადრები? ჩვენ ეს კითხვა შპს–ს დირექტორს, რაულ ცინცაძეს, დავუსვით, რაზედაც გვიპასუხა, რომ კადრების შერჩევისას მთავარი აქცენტი პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებაზე გაკეთდა.

„ჩემთვის უმთავრესია განათლება და სამუშაო გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით, რამდენად გათვითცნობიერებული არიან შესარჩევი კადრები და რამდენად შეესაბამებიან ამ სამსახურის მიზნებსა და ამოცანებს.

მალხაზ სურმანიძე წლების განმავლობაში შპს–ს დირექტორია და იქიდან გამომდინარე, რომ შპს „კომუნალურსერვისი“ ამ მიმართულებით მუშაობს, ცხადია, სურმანიძე გამოცდილი კადრია, ამიტომაც მივიღე მისი სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის გადაწყვეტილება.

რაულ ცინცაძეს ჩვენ, ასევე, ვკითხეთ, უქმნის თუ არა უხერხულობას, მისი თანამშრომლის ბეგრაუნდი და რატომ არ აიყვანა თანამშრომლები კონკურსის წესით, რაზედაც გვიპასუხა, რომ პანდემიის ფონზე კონკურსის ჩატარება შეუძლებელი იყო.

შპს–ს 100%-იანი წილის მფლობელი ქედის მერიაა, შესაბამისად, ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს.

 

 

www.asea.ge
Tags: კომუნალსერვისიკორუფციასაერთაშორისო გამჭვირვალობაქედის მერიაქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი
გაზიარება72Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობს

შემდეგი პოსტი

ნიკა გვიანიძე – ბიჭი, რომელიც ფრანჩესკო ტოტის საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

ნიკა გვიანიძე - ბიჭი, რომელიც ფრანჩესკო ტოტის საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ქუთაისის არჩეული მერი თანამდებობიდან გადადგა

აპრილი 22, 2020
53

ფეხბურთის ღმერთი მოკვდა!

ნოემბერი 26, 2020
200

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს აღარ ჩატარდება

ივნისი 23, 2020
164

„ვარდისფერი აქციები“ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

ივლისი 4, 2020
60

პრობლემა – უპატრონო ცხოველები და მათ მიმართ დამოკიდებულება

ივნისი 6, 2020
376
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

მარტი 4, 2021

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

მარტი 3, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია