ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა ბლოგი

კავკასიური ცეკვა მოსკოვური ილეთებით – გენრი დოლიძის ბლოგი

გენრი დოლიძე
თებერვალი 10, 2021
ანალიტიკა, ბლოგი, კულტურა, საზოგადოება
0

კადრი კინოფილმიდან "მიმინო"

დიდი ქორეოგრაფიული ნიჭით არასოდეს გამოვირჩეოდი, მაგრამ ქართული და ზოგადად “კავკასიური” ფოლკლორის და ფოლკლორული ხასიათის საავტორო შემოქმედების გულშემატკივარი ვარ. რახან ამ წერილით დაინტერესდით, ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ საკითხზე ჩემი თვალით შეგახედებთ: ამ ორიოდე წლის წინ ნახევარი საქართველო აღშფოთდა და გადაშფოთდა ანსამბლ “სუხიშვილების” ნაციონალური ბალეტის (ბალეტის!) მიერ შესრულებული ცეკვის თანამედროვე, მოდერნისტული ელემენტების გამო და ლამის თემიდან მოკვეთა, ჩაქოლვა და “ოდნოკლასნიკიდან” გაძევება მოითხოვა ამ “ბაბუისა და ბებიის შემარცხვენლებისა”. ფეისბუქით პეტიციაც აფრინეს დავით აღმაშენებელთან, დიდ ილიკოსთან, მაია წყნეთელთან და სხვა დიდ წინაპრებთან…

…და ამ აღშფოთებით “მჭმუნვარე დაღრეჯილობაში” მყოობადობს ერი (გამონაკლისმა ინდივიდებმა მაპატიეთ), რომელშიც ბოლო წლებია, მასკვაში დაწერილი კავკასიური “ლეზგინკა” პოპულარობით აჭარულ და რაჭულ ცეკვას უტოლდება. მიმიხვდით ალბათ, წვეტიანი “ტუფლებით” რომ იბრიქებიან კავკასიელები და მხრების მკვეთრი მოძრაობით თავის “ვასკაჩობას” დემონსტრირებენ რუსულ და “უჟე” ქართულ ქორწილებში… მოკლედ რომ ვთქვათ, “წვეტიანი ტუფლებით” საცეკვაო მოსკოვური ლეზგინკა მოგვწონს, (გეთანხმებით, კარგი შესრულებით შთამბეჭდავი სანახავია, გამოგიტყდებით და ერთხელ მეც ავაყოლე მხრები), მაგრამ სუხიშვილების ბალეტის შესრულებული “ქართულის” ქართული (თუნდაც ევროპული) მოდერნი – არა…

“ლეზგინკას” “პრობლემა” ის არის, რომ იგი ემყარება არა ჩვენს ეთნოკულტურას, ფოლკლორულ ტენდენციებსა და სოციალურ რეალობას, არამედ მოსკოვში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპულ შეხედულებას ჩვენზე. ანუ ამ ცეკვის პერსონაჟები არიან არა ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ (ვიყავით) კავკასიელები, არამედ ისეთები, როგორებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წარმოვედგინეთ ცენტრს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ცეკვა უფრო წარმოადგენს არა ლეკურის რემიქსს, არამედ გიორგი დანელიას, “მიმინოს” ცნობილი კადრის დავარცხნილ ვერსიას, სადაც ნასვამი ქართველი პილოტისა და სომეხი მძღოლის აღტყინებულ როკვას აღფრთოვანებაში მოჰყავს მოსკოვური ელიტა. მიუხედავად ქაოტურობისა და ცუდი პლასტიკისა, ორიგინალს (კიკაბიძე-მკრტიჩიანის ცეკვას) “რესთაილინგისაგან” (თანამედროვე საქორწილო ლეზგინკისგან) განსხვავებით არაფერს ვერჩი, რადგან იგი კულტურული სტერეოტიპის ჰიპერბოლიზებულ-გაშარჟებული ვარიანტი უფროა, ვიდრე კავკასიური ცეკვა.

ახლა, პირველ თემას, ნაციონალურ ბალეტს რომ დავუბრუნდეთ: ფოლკლორს არავინ გვართმევს. ის ჩვენი საგანძურია და ხელშეუხებლად უნდა გადაეცეს შთამომავლობას, მაგრამ ამ მემკვიდრეობას ფოლკლორის ფესვებზე აღმოცენებული თანამედროვე საგანძურიც რომ დავუმატოთ, ამით რა დააკლდება ან წინაპრებს, ან მომავალს, ან საქართველოს?

ვინც არ მეთანხმებით, შეგიძლიათ, თქვენი განსხვავებული აზრი თქვენსავე FB-კედელზე გამოაქვეყნოთ, ოღონდ მანამდე ხისტი და მკვეთრი მოძრაობებით ბეჭები შეათამაშეთ.

P.S. აქვე მინდა, პატივისცემა და უდიდესი სიყვარული დავაფიქსირო ჩრდილოკავკასიელების და ჩრდილოკავკასიური კულტურის, ასევე, სახელდობრ, ორიგინალი ლეკურის – “ლეზგინკის” მიმართ. მე, უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ კავკასიური და, მათ შორის, ქართული კულტურის რუსოცენტრული მოდერნიზმისა.

P.P.S.იუთუბის მოყვარულო, ნიჭიერო და ჩემო საამაყო, თინეიჯერებო, გახსოვდეთ: კრემლი ცუდი ქორეოგრაფია!

www.asea.ge
Tags: lezginkaბლოგიბუბა კიკაბიძეგენრიგიორგი დანელიადოლიძეკრემლილეზგინკალეკურიმიმინორუსეთისაქართველოქორწილიცეკვა
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

შემდეგი პოსტი

საქართველოს პარლამენტში ნიკა მელია არ შეუშვეს

გენრი დოლიძე

გენრი დოლიძე

შემდეგი პოსტი

საქართველოს პარლამენტში ნიკა მელია არ შეუშვეს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ვერასდროს ვიტყვით, ,,იყო, წავიდაო…”

ივნისი 10, 2020
113

“აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებს ეძებს

სექტემბერი 20, 2020
592

დისტანციური სწავლება – რეალობა და გამოწვევები

აპრილი 19, 2020
466

არალეგალებს იტალიაში ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ

მაისი 16, 2020
2.3k

სოფლად ჩაკარგული სამოთხე – „ფრიდონ ჰაუსი“

აგვისტო 27, 2020
558
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია