გასულ, 2020 წელს, ქედის მერიამ ინფორმაციის გავრცელებაში 4 500 ლარი გახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ქედის თვითმმართველობას ოფიციალური ვებგვერდიცა აქვს და და სოციალური ქსელებიც, პანდემიის ფონზე ისეინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც, ძირითადად, პიარის შემცველი იყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა გახარჯა. ინფორმაციის გასავრცელებლად კი ხელშეკრულება ორ შ.პ.ს.– სთან – „პირველი ნიუსსა“ და „პირველთან” გააფორმა.
თვითმართველობის აღნიშვნით, ინფორმაციის გასავრცელებლად ეს კომპანიები მერიამ რეიტინგისა და ინფორმაციის გავრცელების სიხშირით შეარჩია.
შ.პ.ს „პირველი ნიუსი“ ინფორმაციის გავრცელებას ახდენს ახალი ამბების სააგენტოს ვებგვერდებზე – epn.ge და faxinter.news, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან დღემდე [12 დეკემბრამდე] ამ პორტალზე მუნიციპალიტეტის 70 ახალი ამბავი და საჯარო ინფორმაცია გავრცელდა“- წერია საჯაროდ გამოთხოვილ დოკუმენტში.
ამ კომპანიასთან ქედის მერიამ ხელშეკრულება, 2020 წლის 10 თებერვალს გააფორმა და თვეში ინფორმაციის გასავრცელებლად 250 ლარს ურიცხავდა, მთლიანობაში კი 70–მდე ახალი ამბის გასავრცელებლად, 12 დეკემბრის მონაცემებით, 2 500 ლარი აქვს ჩარიცხული.
რაც შეეხება შ.პ.ს. „პირველს“, მერიას მისთვის ყოველთვიურად 200 ლარი ჩაურიცხავს: 2020 წლის 10 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში, სულ 2 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულმა შ.პ.ს.–მ ქედის მერიას ვებპორტალზე pia.ge 60-მდე ახალი ამბავი გაუვრცელა, რაც შეეხება შ.პ.ს „პირველი ნიუსს“, მას 70 – მდე ახალი ამბავი აქვს გავრცელებული.
www.asea.ge
კომენტარები