სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა

გიორგი გაბაიძე
დეკემბერი 29, 2020
ახალი ამბები, კაი ამბები, კორონავირუსი, უცხოეთის ამბები, ჯანდაცვა
0

მსოფლიოს უხილავი მტერი – მძვინვარებს. დედამიწაზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება ახალი კორონავირუსისგან. საზოგადოების აზრი კი covid-19-ის მიმართ სამ ნაწილადაა გაყოფილი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს მომაკვდინებელ ვირუსად მიაჩნია და მისი დამარცხების იარაღად მედიცინა და მედიკოსების რჩევები ესახებათ. მათგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ “კორონა-სკეპტიკოსებს”, რომელთაც სჯერათ, რომ არანაირი მომაკვდინებელი ვირუსი არ არსებობს და სტატისტიკა ხელოვნურად არის გაბერილი. რომ კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანები სხვა ქრონიკულ დაავადებებს ემსხვერპლნენ.

ასევე, საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი კონსპირაციულ თეორიას იზიარებს დეზინფორმაციაზე დაყრდნობით. სოციალურ ქსელში ხშირად შეგხვდებათ ფრაზები: “კორონავირუსიანი ბანანები”, „კოვიდ-რედ ბული“, „წინასწარმეტყველების ორცხობილა“, „ბიოლოგიური იარაღი“, „წინასწარ დაგეგმილი სცენარი“, “ვაქცინით ანტიქრისტეს ჩიპი შეჰყავთ”. ჩნდება ტოტალური უნდობლობა საფრთხის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, რომელთაგან 1.76 მილიონზე მეტი დაიღუპა.

Covid 19 – პანდემია, რომელმაც მსოფლიო აიძულა რეკორდულ ვადაში – 1 წელში დაემზადებინა ვაქცინა, მაშინ, როცა ყბაყურას ვაქცინა, რომელიც 4 წელში დამზადდა, ყველაზე სწრაფად დამზადებულად ითვლებოდა. ამჟამად აშშ–ის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და ბელგიის სახელმწიფოების ლაბორატორიების მიერ დამზადებულია 5-ზე მეტი ვაქცინა, ესენია: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, სინოფარმი, ჯონსონი და ჯონსონი და ა.შ.

დიდ ბრიტანეთში,  აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში კი დაიწყო მასიური ვაქცინაცია.

ზემოთ ხსენებული კონსპირაციული თეორია მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოებაში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინაციის წინააღმდეგ, ერთ–ერთი თეორიის თანახმად, ვაქცინაციის შედეგად შესაძლოა, სხეულში შეყვანილი იქნას ჩიპი. აღნიშნული თეორია განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მართლმადიდებელ მრევლზე, რასაც ხელს უწყობს სასულიერო პირების მიერ ზემოთ ხსენებული თეორიის აქტიური პოპულარიზაცია.

მოცემული დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ დიდი კორპორაციები: გუგლი, ფეისბუქი და ტვიტერი. 2020 წლის 27 დეკემბერს საბერძნეთში კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო და ამ პროცესს შეუერთდა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და მქადაგებელი, მრავალი საღვთისმეტყველო წიგნის ავტორი, მონასტრული ასკეტიზმის აღიარებული მაგალითი და მასწავლებელი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნავპაქტოსისა და წმიდა ვლასიის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი. 27 დეკემბერს არსებული ოფიციალურად გასაჯაროებული ინფორმაციების მიხედვით, მიტროპოლიტი იეროთეოსი მსოფლიოში პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მოსახლეობისთვის მაგალითის მისაცემად საბერძნეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი იერონიმე მეორის ნაცვლად (მან ახლახან გადაიტანა კორონავირუსი და მისი ვაქცინაცია არ შეიძლებოდა) და მასთან შეთანხმებით, მეუფე იეროთეოსმა საჯაროდ ჩაიტარა ვაქცინაცია ანუ აცრა.  იგი 75 წლის არის და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.

საბერძნეთის ეკლესიის ეს ნაბიჯი მიმართულია მორწუნეთა ნაწილში ანტიმეცნიერული, ანტისამედიცინო, სექტანტური შიშებისა და ცრუ ინფორმაციების გასაქარწყლებლად, რაც საბერძნეთის მოსახლეობაშიც საგრძნობია ისევე, როგორც საქართველოში.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნავპაქტოსისა და წმიდა ვლასიის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

მსოფლიო სტატისტიკაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა მოსახლეობის დაინფიცირების მიხედვით. ერთადერთი „ვაქცინა,“ რომელსაც ჩვენი ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ იყენებს, ლოქდაუნია. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ვაქცინაციისთვის გამოყოფილია და გადარიცხულია კონკრეტული თანხა, თუმცა მოცემულ მომენტში არც ვაქცინაციის ვადა არ ვიცით და არც ვაქცინა ჩანს არსად!..

წყარო: Koronaios: The Metropolitan of Nafpaktos Hierotheos was also vaccinated en | En24 World (en24news.com)

www.asea.ge
Tags: churchorthodoxაცრადაჩიპვაეკლესიავაქცინავაქცინა გაიკეთაკოვიდ-19კორონაკორონავირუსიმართლმადიდებელიმასონებიმღვდელმთავარიპანდემია
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

სუვენირებისა და ავეჯის 16 წლის ხელოსანი ქედიდან

შემდეგი პოსტი

ხულოში წარმოებული ყველი კანადაში გაიყიდება

გიორგი გაბაიძე

გიორგი გაბაიძე

შემდეგი პოსტი

ხულოში წარმოებული ყველი კანადაში გაიყიდება

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ქალი მეთევზე – სოფო დიასამიძე

ივლისი 1, 2020
335

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აპრილი 22, 2020
41

იაკობ გოგებაშვილის სიტყვა სამთღვდელოთა ყრილობაზე

აპრილი 19, 2020
142

ინტერვიუ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ გურამ ჩალაგაშვილთან

ნოემბერი 20, 2020
44

გიორგი კეკელიძის მონაზონი ბებიის საოცარი ამბავი

აპრილი 22, 2020
265
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია