ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ეკონომიკა

ზამთრის კურორტებმა ახალი შეზღუდვების გამო შეკვეთები გააუქმეს

ნაზიბროლა რეხვიაშვილი
დეკემბერი 4, 2020
ეკონომიკა, რეგიონი, ტურიზმი
0

ფოტო: https://www.facebook.com/goderdziofficial

კოვიდპანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ე. წ. წერტილოვანი შეზღუდვები ბიზნესსა და მოქალაქეებს, უკვე მეორედ, მძიმე ტვირთად დააწვა. 28 ნოემბრიდან არაერთი ობიექტი დაიხურა და ადამიანები კვლავ გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ.

მთავრობის მიერ შემოღებულმა აკრძალვებმა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სრულ ჩაკეტვად ანუ ლოკდაუნად აღიქვამს, ეკონომიკური და სოციალური ფონი ისევ დაამძიმა. გარდა იმისა, რომ თვითონ ბიზნესის მფლობელებს ფინანსური ზარალი მიადგათ და ეს ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, შემოსავლის გარეშე დარჩა არაერთი დასაქმებული.

განსაკუთრებულად გაუჭირდებათ ზამთრის კურორტებს, რომლებმაც სრული დატვირთვით ვერც გასულ სეზონზე იმუშავეს, რადგან შეზღუდვების პირველი ეტაპი სწორედ სეზონის დახურვამდე დაიწყო.  ზაფხულის კურორტებისგან განსხვავებით, მათ იმის საშუალებაც არ ჰქონდათ, რომ ზარალი, შიგა ტურიზმის წყალობით, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ.

გოდერძისა და გომარდულის ზამთრის კურორტებზე სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების მფლობელები და იქ დასაქმებულები მთელი წელი ახალი სეზონისთვის ემზადებოდნენ. მათ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შეასრულეს, უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საშუალებით აღიჭურვენ და ელოდებოდნენ, რომ დეკემბრიდან პირველ სტუმრებს მიიღებდნენ. რამდენიმე სასტუმროში უკვე არაერთი ნომერი დაჯავშნილი იყო.

ნოემბრის ბოლოს კი საქართველოს მთავრობამ მათ აუწყა, რომ ზამთრის კურორტები დაიხურება და იქ მდებარე სასტუმროებს მხოლოდ კოვიდსასტუმროებად ფუნქციონირების საშუალება ექნება. ბიზნესის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზამთრის კურორტებზე კოვიდის გავრცელების საფრთხე გაცილებით ნაკლებია და მთავრობას შეეძლო, ზომების გამკაცრების მოთხოვნით, მათთვის სტუმრების მიღების უფლება მიეცა.

ფოტო: https://www.facebook.com/goderdziofficial

Asea.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა და მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვების შეფასება სთხოვა.

ჯუმბერ ჭყონია, სასტუმრო „მეტეოსა“ და გოდერძის ვილების მმართველი კომპანია „ხიდი 2006“: „რადგან ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, ამ აკრძალვებს გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ფაქტია, რომ ასობით ათასი ლარის ზარალს ვნახავთ. მომზადებული ვიყავით გასახსნელად, მაგრამ დავკეტეთ. გოდერძიზე ადამიანების აყვანა სახელმწიფოს რამდენად დასჭირდება და საკარანტინო სივრცედ გამოიყენებს, არ ვიცი… გამორიცხულია, რომ ამხელა გზაზე ადამიანები აიყვანო, მით უმეტეს, ზამთრის პირობებში, ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებით ვერ გადაადგილდები, მაღალი გამავლობის ტრანსპორტია საჭირო.

აქ ინფექციის გავრცელების დიდი საფრთხე არ იყო. ადგილობრივ ტურისტებს ველოდებოდით, მაგრამ თქვენც იცით, რა სიტუაციაა ქვეყანაში. ამ თვეების განმავლობაში ბიზნესი საერთოდ ნულზე დავიდა და ამდენი უმუშევარი ადამიანია. ამიტომ რაღაც გეგმები გვქონდა ტურისტების მოსაზიდად. გასულ წლებთან შედარებით, ფასების გაიაფებას ვაპირებდით, რომ ადამიანებს ელემენტარულად ფსიქოლოგიური განტვირთვა მაინც შეძლებოდათ. რადგან ჩაიკეტა, ახლა ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.

მთლიანად ვირუსის გავრცელების საშიშროებას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ რა რეკომენდაციებიც გვქონდა, ყველაფერი გავითვალისწინეთ. ჩვენ მეორე სასტუმროც გვაქვს ბეშუმში. დაახლოებით ოთხი წლის წინ გავხსენით. მთელი დეკემბერი დაჯავშნილი იყო, გავაუქმეთ და თანხა დავაბრუნეთ. დაახლოებით 8 000 ლარამდე იყო შემოსული წინასწარი გადახდით. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით რომ იხსნება, მაგ დროს თუ ვინმეს სურვილი ექნება და ამოვა, რამდენად მოსახერხებელი იქნება, ისიც არ ვიცით.  სეზონის განმავლობაში 500-600 ათასი ლარის შემოსავალი გვქონდა და ახლა ამას ვიზარალებთ.

შესაძლებელი იყო, ასეთი მკაცრი ზომების ნაცვლად, თვითონ ობიექტებზე ყოფილიყო მეტი კონტროლი. უკეთესი იქნებოდა, ბიზნესს ემუშავა. ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. წინა პერიოდში რომ დავიკეტეთ, პერსონალს ხელფასს ვუხდიდით. იმდენს ვერა, რამდენიც აქვთ საერთოდ, მაგრამ ნაწილობრივ შევუნარჩუნეთ. ოთხმოცი თანამშრომელი გვყავს და მინიმალურს, 400 ლარს ვუხდიდით თითოეულს. ახლა უკვე ვეღარ ვახერხებთ. დღეს ობიექტებზე მხოლოდ უსაფრთხოების სამსახური გვყავს შენარჩუნებული.  დანარჩენი, დაახლოებით სამოცდაათი ადამიანი, რომლებსაც ვეღარ გადავუხდით, გავუშვით. არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს.

ეს ადამიანები, უკვე წლებია, ჩვენი თანამშრომლები არიან. ვიცით, ვის რა შესაძლებლობა აქვთ, გადამზადებული არიან. შესაბამისად, რთული გადაწყვეტილება იყო და მომავალში ბიზნესის აღდგენაც რთული იქნება. ვიცით, რომ მთავარი ჯანმრთელობაა, თუმცა უმუშევრობა ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე. ძალიან რთული სიტუაციაა.“

ჩვენ შპს „გომარდულის“ წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ. ამ კომპანიის ქონება სახელმწიფოს დაყადაღებული აქვს და ყოველთვიურად 4 000 ლარზე მეტის გადახდა უწევს. ამას ემატება ისიც, რომ კომპანია იჯარით აიღო უკრაინის მოქალაქემ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ბიზნესი სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით განავითაროს. უკვე წლებია, კურორტი სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებდა და პერსონალს იმედი ჰქონდა, რომ ამ ზამთრის სეზონზე გარკვეულ შემოსავალს მიიღებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ახლა მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იზრუნოს.

ფოტო: https://www.facebook.com/goderdziofficial

ბადრი ქათამაძე, შპს „გომარდულის წარმომადგენელი: „ჩვენ ყადაღის გამო ისედაც პრობლემები გვქონდა. ამ სეზონზე გვქონდა მზაობა, რომ შიგა ტურისტებს მოვემსახურებოდით. უკვე გვირეკავდნენ, პირობებს გვეკითხებოდნენ. ახლა შემოსავალი არ გვექნება. ჩვენ კოვიდსასტუმროდ ვერ ვიფუნქციონირებთ. ასეთი პირობები არ არის. ბუნებრივი აირი აქ არაა შემოყვანილი და შეიძლება, გათბობის პრობლემა შეიქმნას. ამიტომ კოვიდსასტუმროდ ვერ გადავკეთდებით.

ჩვენ მთელი წელი არ გვიმუშავია, მხოლოდ თავს ვირჩენდით. აწი არ ვიცი, როგორ ვიქნებით. აქ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გვაქვს, მსურველები იქნებიან, მაგრამ აკრძალვები ამ ბიზნესსაც შეეხო. საერთოდ გავჩერდებით, ალბათ. პერსონალს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ და შეიძლება, ერთ თვეს კიდევ გავართვათ თავი. მერე თუ დაგვთანხმდებიან, რომ უხელფასოდ იმუშაონ მცირე დროით… რამენაირად უნდა გავიტანოთ თავი. ამ სეზონზე, დაახლოებით, 20-30 ათას ლარს ველოდებოდით, ეს საკმარისი იქნებოდა თავის შესანახად, ხელფასების გასაცემად. ჩვენ ყადაღას ვიხდით და ამ ეტაპზე შეგვიჩერეს ახალ წლამდე. მერე ისევ მივმართავთ თხოვნით.

აქ, ჩვენთან, შეიძლებოდა უსაფრთხოების დაცვა. მთის კურორტების დაკეტვა, ჩემი აზრით, აუცილებელი არ იყო.“

საქართველოს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე საჯაროდ აკრიტიკებენ.  ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია მართლაც უკიდურესად მძიმეა. არსებობს მოლოდინი, რომ არაერთი ბიზნესი შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოვა და დაიხურება. ფაქტია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას ჩიხში კიდევ უფრო ღრმად შეიყვანს. გარდა ამისა, არაერთი დასაქმებული და თითოეული ამ დასაქმებულის უკან მდგარი ოჯახები, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოსავლის გარეშე რჩებიან. პარალელურად, შეუძლებელი ხდება საბანკო ვალდებულებების გამკლავება, რაც, საბოლოო ჯამში, არაერთი ბიზნესისა და მოქალაქის ქონებას შეიწირავს.

www.asea.ge
Tags: გოდერძიგომარდულიზამთრის კურორტებიმაღალმთიანი აჭარაშიდა ტურიზმიწერტილოვანი შეზღუდვები
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

მარტო მეწყრული პროცესების პირისპირ და ბინები, როგორც ჯილდო გადარჩენისთვის

შემდეგი პოსტი

„აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის „ტრენდული“ უნდა გახდეს“

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

შემდეგი პოსტი

„აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის „ტრენდული“ უნდა გახდეს“

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

წამო მთაში, ცასთან ახლოს…

სექტემბერი 20, 2020
105

“ივანე ჯავახიშვილის წერილით გაბათილებული 4 რუსული მითი” – მერაბ ჯიხაძის ბლოგი

აპრილი 27, 2020
935

ბულგარეთი, “რუსული გაკვეთილები” – მერაბ ჯიხაძის ბლოგი

მაისი 8, 2020
214

ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა

აპრილი 22, 2020
32

„უინდერმირელი ბავშვები“-ემოციური დრამა ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვების ისტორიაზე

აგვისტო 26, 2020
325
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია