სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა

ელიტების ფაზები პოლიტიკაში – მირიან მერცხალაძის ბლოგი

მირიან მერცხალაძე
დეკემბერი 16, 2020
ანალიტიკა, განათლება, პერსონა, პოლიტიკა
0

სიტყვა “ელიტა” მომდინარეობს ტერმინებიდან elite, elire –  რაც ნიშნავს არჩევას, გამორჩევას.

ელიტას უწოდებენ მცირერიცხოვან სოციალურ ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა თავისი პრივილიგებული პოზიციებით, დანარჩენ სოციუმთან შედარებით.

ელიტარული დაყოფა შეიძლება, შეგვხვდეს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, კულტურაში, ქუჩაში (კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის), სხვადასხვა რელიგიურ კონფენსიებში, და, ამავდროულად, ქართულ რეალობაში მსგავსი ტიპის დაყოფა, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება, არსებობდეს ,,გვარებსა და ოჯახებს“ შორისაც კი.

პოლიტიკური პროცესი მუდმივად განვითარებადი იდეების ჭიდილია, რაც თავის მხრივ გარკვეულ კონკრეტულ პიროვნებებს პრივილეგირებული მდგომარეობის, გამორჩეულობისა და საზოგადოებაში თავისი წონის დამკვიდრების საშუალებას აძლევს.

ელიტათა სხვაობა და მათი შინაარსი დამოკიდებულია საზოგადოების მოწყობის ტიპზე. პოლიტიკური რეჟიმების, მმართველობის ფორმაზე თუ ქვეყნის სოციალურ–კულტურული განვითარების ინდექსზე.

ელიტათა თეორიების დამფუძნებლებად მიიჩნევიან ვილფრედო პარეტო, გაეტანო მოსკა და რობერტ მიხელსი. აღნისნული თეორიები უკვე რა ხანია, რაც მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ მეცნიერთა წრეებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ერთ–ერთი წამყვანი საკვლევი დარგია.

დღევანდელ ბლოგში მინდა, ვისაუბრო იმ ძირითად ოთხ ,,ფაზაზე“, რომელთა გავლაც ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ ელიტარულ ნაწილს მოუწია იმისთვის, რომ იმავე მცირერიცხოვანი ელიტის წარმომადგენლები გამხდარიყვნენ, რაც მანამდე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისედაც მყარად ფესვგადგმული არსებობდა.

პირველი ფაზის ლუსტრაციისთვის მინდა, გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან ისეთი ნარატივები, რაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1989 წელს პროტესტით გამოსვლას და საბჭოთა კავშირის დაშლას უკავშირდება.

ამ პროცესის მთავარი გმირი, საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდგომ, 1991 წელს, ჩატარებულ პირველ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალ საქართველოს” უკავშირდება.

რატომ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“? და უფრო მეტად, რატომ მაინცდამაინც პირველი ფაზა?

იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს იყო გარდამავალი, უკომპრომისოდ ემოციური პროცესების ერთობა, რასაც საზოგადოება სხვა ემოციური საკითხებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ინტერესით შეხვდა და ამ ფსიქოლოგიური კაზუსების შედეგად ქვეყანაში შეიქმნა ახალი რეალობა, ახალი მცირერიცხოვანი პოლიტიკური ელიტის თაოსნობით.

ანუ საპროტესტო აქციები იმხანად სხვა ყველა პროტესტის გამომხატველი პერფორმანსებისგან თუ სხვადასხვა ტიპის ქმედებებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ქართული საზოგადოება დიდი ხანია, რაც დაგეშილი იყო ისეთი წყურვილის დაოკებისკენ, რაც მხოლოდ თავისუფლებას მოჰქონდა.

მათ გააჩნდათ ურყევი რწმენა და ამავდროულად, ურყევი ერთობა. ერთადერთი რამ, რაც ამ ერთობის სიმტკიცის გარანტი შეიძლება, გამხდარიყო, იყო აზრთა შეჯერება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რასაც ადამიანთა მრავალრიცხოვანი ნაკადი ერთდროულად ნამდვილად ვერ გადაწყვეტდა.

ამ შემთხვევაში პროცესმა ავტომატურად გამოკვეთა იმის საჭიროება, რომ აუცილებელი იყო იმ ეროვნული ღირებულებების თეზისებად ჩაშლა და სისტემური გამართვა, რაც ქართველ მოქალაქეთა ქვეცნობიერში ენთუზიაზმისა და ,,პოლიტიკური მინერალებით“ გაჯერებული საზოგადოების წარმოჩინება იყო.

სხვა დანარჩენ ფაზებს შორის პირველ ფაზაში ელიტარული წრეების ჩამოყალიბება და ემოციათა ნაკადის ერთმანეთში შეჯერება სხვა დანარჩენ შემთხვევებთან შედარებით, უფრო მეტად მარტივი იყო, მაგრამ, როგორც უკვე ჩვენ ვიცით, სამყაროში მოქმედებს ე.წ. წონასწორობის პრინციპი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული ყველაზე რთული მატერია – დრო, ფარდობითია,და ამ ელიტის უკუსვლაც, გაპრეზიდენტებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური დევნაც სხვა არაფერი იყო, თუ არა ის, რომ ზვიადს ჩანასახში არსებული არდაშვებული შეცდომებიც კი დაშვებული შეცდომებივით არ აპატიეს და ელიტარული მმართველობის ფაზაც პირველი ფაზიდან  მეორე ფაზაში, საკმაოდ კომფორტულად გადავიდა.

მეორე ფაზა – განსხვავებით წინა ფაზისგან თავის თავში უფრო ნაკლებ გულწრფელობასა და მეტ პოლიტიკურ ცბიერებას გულისხმობდა, რაც 1992 წელს ედუარდ შევარდნაძის პარტია – ,,მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერობითა და გაპრეზიდენტებით დაგვირგვინდა. ერთი სიტყვით, სამყაროს უცნაური წონასწორობის კანონი ლომის მმართველობიდან მელიის მმართველობისკენ შემოტრიალდა, რამაც ედუარდ შევარდნაძის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა თავის არდაშვებულ შეცდომებთან შედარებით, უფრო მეტად დადებითი ემოციები მოიტანა იმავე საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც მტკივნეული მეორე ფაზიდან მესამე ფაზაში გადასასვლელად ემზადებოდა, რაც 2003 წლის ნოემბრის რევოლუციით გამოიხატა.

მესამე ფაზა – ჩემი აზრით, პოლიტიკურად უფრო მეტად ახლოს იყო პირველ ფაზასთან, ვიდრე მეორესთან. ფაქტია, რომ რევოლუცია მიანიშნებდა იმას, რომ საზოგადოება დაიღალა წრებრუნვის ყურებით და პოლიტიკის წარმოებაც, ფაქტია, რომ წინა ფაზებთან შედარებით მეტად უფრო რთულდებოდა.

მესამე ფაზა, თავდაპირველად, იმაზე მეტი დადებითი შედეგის მომტანი იყო, ვიდრე ეს წარმოგვედგინა და ვინაიდანაც და რადგანაც სამყაროში ყველაფერი შედარებითია, წინასთან შედარებით ეკონომიკური, კულტურული თუ ინოვაციური გარდაქმნის სტადიებიც მეტად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, წონასწორობის დარღვევა და სასწაულები სამყაროს ძალიან იშვიათად სჩვევია.

ამან გამოიწვია ის, რომ მესამე – სავსე მთვარის ფაზა, კარგად შესამჩნევი იყო თვითონ ამ ფაზაშივე მყოფი პოლიტიკური ელიტის მხრიდანაც, რამაც  ქვეყანა მიიყვანა რეპრესიებამდე, წამყვანი ელიტის მხრიდან საკუთარი სავსე ფაზის ყურების ურყევ სურვილამდე, რასაც ამავე ელიტის ფსიქიკამ, ფაქტია, ვერ გაუძლო და გადავედით მეოთხე ფაზაში, რაც 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით დადასტურდა.

მეოთხე ფაზაზე საუბარი ბლოგის დასასრულს (მიუხედავად იმისა, რომ ამისი დიდი სურვილი მაქვს), ჩემი აზრით, შეფასებით ნაწილში მეტად უფრო სუბიექტური შეიძლება იყოს, ვიდრე დანარჩენი, რადგან დანარჩენ შემთხვევებში რაც ვისაუბრე, იყო ისტორია, ხოლო თანამედროვე მეოთხე ფაზის „ღირსეული ელიტის წარმომადგენლებს“ თუ მოვუსმენთ, ავიღებთ ამავე ელიტის ერთი კონკრეტული წარმომადგენლის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე განგვიცხადა, კომუნიზმი დასრულდაო, უკვე ეჭვი მეპარება ყველა ზემოთ აღნიშნულ ჩემს ალეგორიასა თუ თეორიაში და ვასკვნი, მგონი, მთვარე ყველაზე დიდი ცინიკოსი ვინმეა ამქვეყნად და ამ ცინიზმის არა მარტო ფაზის გარეთ, ელიტის გარეთ, პოლიტიკის გარეთ დარჩენილ ადამიანებს, არამედ თვითონ ფაზაში მყოფ, ელიტაში მყოფ, პოლიტიკაში მყოფ ადამიანებსაც ერთნაირად უნდა ეშინოდეთ, რადგან მთვარის მოძრაობაც, როგორც სიყვარული, ვერტიკალურია.

და თანაც – ბრუნვადი.

www.asea.ge
Tags: გაეტანო მოსკაედუარდ შევარდნაძეელიტავილფრედო პარეტოზვიად გამსახურდიამთვარის ფაზებიმრგვალი მაგიდასალომე ზურაბიშვილი
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

სახლები, რომლებშიც სიმშვიდე არასდროს ისადგურებს

შემდეგი პოსტი

ნასესხები პურის ფქვილის ამბავი ანუ წერილი მეზობელს

მირიან მერცხალაძე

მირიან მერცხალაძე

შემდეგი პოსტი

ნასესხები პურის ფქვილის ამბავი ანუ წერილი მეზობელს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ბულგარეთი, “რუსული გაკვეთილები” – მერაბ ჯიხაძის ბლოგი

მაისი 8, 2020
210

ვის და როდის ეზღუდება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა

სექტემბერი 20, 2020
60

შალვა ნათელაშვილი ბანკებს მოუწოდებს პანდემიის გამო კვლავ გადაავადონ სესხების გადახდა

სექტემბერი 20, 2020
23

პარლამენტმა საზღვრის დაცვის პოლიციას უფლებები გაუზარდა

სექტემბერი 3, 2020
49

სოფელი “უტომსოიეროდ” – როინ აბუსელიძის ბლოგი

აპრილი 14, 2020
356
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია