ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტარების ღია წერილი არჩილ თალაკვაძეს

ნინო ყურაშვილი
თებერვალი 6, 2021
ახალი ამბები, პოლიტიკა
0

ევროპარლამენტის 6 წევრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტში გაუფრთხილებლად დაირღვა პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება.

ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, წერილით მიმართავენ.

ევროპარლამენტარების ღია წერილი თალაკვაძეს:

“პატივცემულო ბატონო თალაკვაძე, გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ “მის პირად აზრს,” არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც, წესით, თქვენი ქვეყანაც ისწრაფვის.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა, რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.”

პატივისცემით, საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები: ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი, პეტრას ოსტრავიჩიუსი.

www.asea.ge
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები მსუბუქდება

შემდეგი პოსტი

კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

ნინო ყურაშვილი

ნინო ყურაშვილი

შემდეგი პოსტი

კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

სოციალურმა სასადილომ აჭარის მთიანეთში მუშაობა შეაჩერა

დეკემბერი 10, 2020
40

ქედაში სეტყვა მოვიდა

ივნისი 14, 2020
38

იოსებ კენჭაძე: “რესურსების სწორი გამოყენებით შეგვიძლია, რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკური რეალობა”

აგვისტო 18, 2020
423

კახა ბენდუქიძის რეფორმები VS ხალხის აზრი – გუჯა ხაბაძის ბლოგი

აპრილი 21, 2020
241

ა.შ.შ-ში მოთხოვნად პროდუქტებს შორის ცეცხლსასროლი იარაღი ლიდერობს

აპრილი 22, 2020
134
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია