ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი პერსონა

დღეს ზაზა ხალვაშს 63 წელი შეუსრულდებოდა

თამარ თედიაშვილი
მაისი 17, 2020
კულტურა, პერსონა
0

ცნობილი ქართველი რეჟისორი 2020 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა.

“ბევრი ისეთი თვისება ჰქონდა, წესით ერთ ადამიანს რომ არ უნდა ჰქონოდა. შეეძლო ურთულესი აზრის ძალიან მარტივად  გადმოცემა და პირიქით – ძალიან უბრალოში დიდი სიღრმეები ეპოვა. ეს შეეძლო მოეყოლა ყველგან: ლექციაზე – სიტყვით,  კინოში – კადრით, სუფრაზე – ჭიქით.  ეს წინააღმდეგობრივი თვისება არის ყველაზე მეტად საინტერესო ზაზაში.

ბათუმის კინოცხოვრება ზაზა ხალვაშით იწყება. ქალაქის, რომლის კინემატოგრაფიული ისტორია თითქმის იმხელაა, რამხელაც თავად კინო. ზაზამ შეძლო ის ცალკე ფენომენად ექცია და ქალაქისა და ქვეყანის გარეთ გაეტანა.

ვფიქრობ, მალე დასრულდება წარმოდგენა ზაზა ხალვაშზე, როგორც დანაკარგზე და დავიწყებთ მის გააზრებას, როგორც შენაძენზე. ამის საფუძველი თავად შექმნა და ამისთვის ძალიან დიდი დრო გვაქვს.”

– ამბობს რეჟისორი და ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე.

 

“ბევრი შეიძლება ისაუბრო და მოიგონო ზაზასთან ურთიერთობაზე… დღეს მისი დაბადების დღეა… ზაზა ჩემთვის ორმოცი წლის ურთიერთობის ტკბილი სიზმარია…

მახსოვს, 2015 წელია… ერთ საღამოს ზაზა მირეკავს. ზურაბელ (ასე მეძახდა ხოლმე მოფერებით),  პატარა საქმე მაქვს და თუ გცალიაო. კი–მეთქი, ვუთხარი. ნახევარ საათში შენთან ჩამოვალო. არ დააგვიანო– მეთქი. მივხვდი, რაზეც მოდიოდა… კომპიუტერი ჩავრთე და სოლომონის პროექტი

ამოვაგდე… ათ წუთში ჩემთან იყო… გადავხედე ფილმს და რაღაცები არ მომეწონა, ვიცი, გაგაწვალე, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გადავაწყოთო… ეკრანს რომ შეხედა, გაეღიმა, უთქმელად მომიჯდა გვერდით და… მეხუთე გადაწყობაზე ფილმმა მიიღო ის სახე, რომლითაც 2015 წლის

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო ქართული ფილმისთვის ოქროს „პრომეთე“ დაიმსახურა… შემდეგ იყო „ნამე“…  ახლა „ლოტო“ უნდა ყოფილიყო…

ბევრი ოცნება დარჩა შეუსრულებელი… ნათელში ამყოფოს მისი სული…”

– იგონებს მსახიობი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძე.

 

“შემოქმედებასთან ერთად მის ბიოგრაფიაშიც ერია უფლის ხელი – იყო ფრიდონ ხალვაშის შვილი, გიორგი ლეონიძის ნათლული და თენგიზ აბულაძის შეგირდი, თუმცა მაინც გაარღვია სამივე ჩარჩო და ზაზა ხალვაშად შედგა… თავისი დიდი, განსხვავებული და ნაღდი სიტყვა ქართული კინოს ენით გააგონა მსოფლიოს. ის არ მომკვდარა… კინოში გადავიდა საცხოვრებლად. “ნამეს” კულმინაციური კადრივით ნისლის მეტაფორაში გაუჩინარდა… უსაზღვროდ მეამაყება, რომ მქონდა მასთან მეგობრობის პატივი და უსაშველოდ ვწუხვარ, რომ ამასზე წარსულ დროში ვსაუბრობ.”..

– ასე აფასებს მის მოღვაწეობას პოეტი და დრამატურგი გენრი დოლიძე.

 

“როცა ფრიდონი აღარ იყო,ზაზამ შეძლო და თითქოს გაანახევრა მისი არყოფნის დარდი;
მამასთან, ფრიდონ ხალვაშთან ერთად, 1962 წ.
მან რაღაცნაირად იტვირთა და ატარა და აცოცხლა კიდეც თავისი სახელოვანი მამა ჩვენთვის – მისი ახლობლებისთვის.17 მაისის გარდა (დაბადების თარიღს ვგულისხმობ),ბევრი ჰქონდა მამა–შვილს საერთო;ზაზამაც სიტყვით (ფილოლოგიით) დაიწყო, კინო მერე იყო; სიმბოლურია ისიც ,რომ მისი დიდი ნათლიის – გოგლა ლეონიძის ,,ნატვრის ხეში’’, ფილმად მისმა პედაგოგმა და რეჟისორმა – თენგიზ აბულაძემ რომ აქცია, მასაც ხვდა ერთი – ეპიზოდური, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი როლი”
ზაზა ხალვაში, უპირველესად, ოჯახმა დაკარგა,მერე –ბათუმმა, მერე – აჭარამ და ბოლოს – საქართველომ… მტკივა,მტკივა იმიტომ,რომ ახლა ყველაზე მეტად უნდოდა, ყველაზე მეტად ეკუთვნოდა, დამტკბარიყო დამსახურებული შედეგით, რისთვისაც იღვაწა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება. მიდის და მიაქვს თითოეული ჩვენგანის ბიოგრაფიის ნაწილი და ამაზე სხვა დროს უფრო ადვილად და უფრო დიდხანს ვილაპარაკებთ… დღეს კი იმით შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი, რომ ამაოდ არ დახარჯულა და ეს წასვლა – დარჩენა უფროა, რაიც მომსვლელ-წამსვლელთაგან ძალიან ცოტას უხერხდება!”

– წერს პოეტი ვახტანგ ღლონტი.

 

ზაზა ხალვაში ათწლეულების შემდეგ იყო რეჟისორი, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კონომატოგრაფიაში. მისი გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა უდიდესი რეჟისორი, რომელიც სწორედ იმ ეტაპს უახლოვდებოდა, როდესაც ყველაზე ნაყოფიერი შეიძლება ყოფილიყო მისი გარჯა.

ამბობს ჩვენთან ინტერვიუში პოეტი როინ აბუსელიძე.

 

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს ბათუმში, ცნობილი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის, ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე – საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.

ზაზა ხალვაში გოდერძი ჩოხელთან ერთად

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელე–რადიოდეპარტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად;

იყო აჭარის ტელევიზიის ბორდის ხელმძღვანელი.

“ნამეს” აფიშა საერთაშორისო პრემიერიდან

ზაზა ხალვაში არის ავტორი ფილმებისა: „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, ​„მიზერერე“, “სოლომონი” „ნამე“ და სხვა. მან გადაიღო პირველი ქართული კრიმინალური დრამის ჟანრის  ტელესერიალი –”მგლების ხორუმი”.

მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის „ვერცხლის პრიზი“; ​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის – „არსენალის“ დიპლომი საუკეთესო რეჟისურისთვის; ​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის – „არრეს“ ჟიურის სპეციალური პრიზი;                     ბ​აბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა.

ზაზა ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ტოკიოს, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს  საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

დაკრძალულია მამისეულის სახლის ეზოში, სოფელ გეგელიძეებში, დედის გვერდით.

www.asea.ge
Tags: გენრი დოლიძევახტანგ ღლონტიზაზა ხალვაშიკინომგლების ხორუმინამერეჟისორიროი აბუსელიძეფესტივალიფრიდონ ხალვაშიშოთა გუჯაბიძე
გაზიარება431Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

შემდეგი პოსტი

ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

თამარ თედიაშვილი

თამარ თედიაშვილი

შემდეგი პოსტი

ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული საქართველოში

ივნისი 25, 2020
120

ფეხბურთი ხელით უნდა ითამაშო

მაისი 25, 2020
295

“ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!” – ანუ რიგის ფენომენი საქართველოში

მაისი 10, 2020
261

იაქტიურა თუ არა მოსახლეობამ სოფლის სასარგებლოდ ქედაში?

სექტემბერი 19, 2020
177

ხულო–ზარზმის გზის მშენებლობის განუხორციელებელი პროექტი

ივნისი 23, 2020
229
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

„ცოდნის კაფეს“ მაშენებლები ხულოდან

აპრილი 18, 2021

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას

აპრილი 16, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია