ორშაბათი, იანვარი 25, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა ბლოგი

ბევრი ბათუმი

როინ აბუსელიძე
ივლისი 22, 2020
ბლოგი, კულტურა, ლიტერატურა, რეგიონის ამბები, საზოგადოება
0

"ბათუმი" - მახო დარუბანდელის ფოტო

1. ბევრი ბათუმი

“ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი და მხიარული ულტიმატუმი შესძლებს, რომ გულის გულთან კავშირი შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი,” – წერდა გასულ საუკუნეში გალაკტიონ ტაბიძე ამ არაჩვეულებრივი ქალაქის შესახებ და მის ქუჩებში ხეტიალობდა. არ ვიცი, რამდენად ახერხებს ბათუმი დღესდღეობით გულის გულთან კავშირის შეწყვეტასა თუ შენარჩუნებას, მაგრამ ეს წერილი მინდა, იმ პარალელებზე ავაგო, რომელიც ძველსა და ახალ ბათუმს შორისაა გავლებული, ვინაიდან და რადგანაც ეპოქის წინსვლასა და განვითარებასთან ერთად, იკარგება ძალიან ძვირფასი ტრადიციები, ზღვისფერი ამბები და შესაბამისად, ქალაქსაც უჭირს პირვანდელი იერის შენარჩუნება.

2. უანგარო ქალაქი

ცოტა უფრო შორს რომ წავიდეთ, ბათუმის უანგარო დამოკიდებულების შესახებ ამოტივტივდება მოგონებები და გაგვახსენდება ექიმი კაცი, რომელიც უსასყიდლოდ მკურნალობდა სნეულებს და მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, ხალხმა თივა ჩამოიტანა სოფლებიდან, ექიმის სახცოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფინა,  ეტლების ქვაფენილზე რახარუხით გამოწვეულ ხმაურს, რომ არ შეეწუხებინა მომაკვდავი.

3. შესანიშნავი მასპინძელი

ასე თუ ისე, მაინც ტურისტული ქალაქია. იმასაც ამბობენ, ჭეშმარიტი ბათუმელი ზაფხულობით არასდროს გადის ქალაქიდან, რათა სტუმარს დახვდეს და ღირსეული მასპინძლობა გაუწიოსო, ბათუმელებს კი რომ შეეკითხო, ეს ზღვაში შეჭრილი ბრჭყვიალა ნახევარკუნძული განსაკუთრებით ზამთარში ხიბლავთ, დასძენენ კიდეც – ალიონისას სანაპიროზე მზის მწვანე შუქი თუ არ შეგინიშნავს, რაღა ბათუმელი ხარო.

“მიყვარს ბათუმი, მისი ბუნება, მის ოქროეულ ლაჟვარდის ბლონდი, მისი ცის მძლავრი აგუგუნება, მისი ზენიტი და ჰორიზონტი!” – ამბობს გალაკტიონიც და აგრძელებს მის ქუჩებში ხეტიალს.

4. იტალიური ეზო

ძველი ბათუმი განსაკუთრებით ცნობილი იყო იტალიური ეზოებით. საღამოობით გამოეფინებოდა ხალხი, ზოგს პური გამოჰქონდა, ზოგს – მწვანილი, ზოგს – ღვინო, ზოგსაც – ტელევიზორი და ასე ერთობლივად ადევნებდნენ საფეხბურთო ტრანსლაციებს თვალს. ამბობდნენ სადღეგრძელეობს ,მიირთმევდნენ ღვინოს და ზღვიდან მონაბერი ქარით იგრილებდნენ გულმკერდს შემთვრალი სიყვარულის დიდოსტატები. ეს ძირძველი ტრადიცია კი, ისევ ბათუმელების თქმით, მაშინ ჩამოყალიბებულა, როდესაც ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს მეზობლის სახლში შეკრებილი გულშემატკივრებისთვის გაგანია აგვისტოში ხუმარა მეზობელს მაგიდის ქვეშ ჩართული ღუმელი დაუტოვებია და რამდენიმე წუთში ოფლად დაღვრილი, გულშეწუხებული სამეზობლო კისრისტეხით გამოვარდნილა გარეთ…

– მას შემდეგ ტელევიზორს ეზოში ვუყურებთო, – იცინიან.

5. მეთევზეები

“რა მშვენიერი მზე გაქვს აჭარა, რა მომავალი ძვირფასი ბედით, აჭარა ჩვენი ქვეყნის ფანჯარა, აღმოსავლეთით და დასავლეთით”. სხვა რა უხდება ზღვას? – ჩამავალი მზე, ლივლივა გემები და ანკესიანი კაცები, რომლებიც ერთ მთლიან ბლინდაჟს წარმოადგენენ და ბათუმს ერთგვარ  პეწს სძენენ. ისინი სულ პლაჟზე არიან, თითქოს, არსაიდან მოვიდნენ და არსით აპირებენ წასვლასო; ისინი არიან ცოცხალი ძეგლები, მოძრავი ქანდაკებები, რომელთა ისტორიაც არის მარილიანი; რომელთა მონაყოლ ამბებსაც თევზის სუნი ასდის.

ისინი თევზაობენ იმედებს, დროს, სიმშვიდეს, პოეზიას და ეტრფიან ბათუმს.

6. სიყვარული და წვიმა

დედამიწის ზურგზე ყველაზე ნალექიანი ქალაქი ლონდონიაო, – ამბობენ, მაგრამ ლონდონში წვიმა ხანმოკლეა, აქ წვიმას მარადიული შეიძლება, დავარქვათ… აქ წყალდიდობისას ნახავთ ხელნაკეთ ნავებს, ფეხშიშველა ბათუმელებს და ხალისიან პატარებს; აქ ნახავთ  ერთ ქოლგაში მყოფ წყვილებსაც, რომლებიც გაწუწულ ქალაქში მიაბიჯებენ, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ეკვრიან და ქალაქიც მათ გულისცემას ისმენს… წყვილებს, რომლებსაც გალაკტიონი შეხვდება და იტყვის: “ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი და მხიარული ულტიმატუმი შესძლებს, რომ გულის გულთან კავშირი შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი.”

www.asea.ge
Tags: აჭარაბათუმიიტალიური ეზომეთევზეები
გაზიარება21Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

„ილიას მარანი“ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა

შემდეგი პოსტი

ეთნოტური ზუნდაგაში

როინ აბუსელიძე

როინ აბუსელიძე

შემდეგი პოსტი

ეთნოტური ზუნდაგაში

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

მეზღვაურების სოფელი

იანვარი 18, 2021
1.4k

მთიანი აჭარა – სოფელი დანდალო

მაისი 17, 2020
770

ცხოვრება დაუსრულებელ კორპუსებში – იძულებითი არჩევანი

ივნისი 12, 2020
446

საახალწლო ტრადიციები მაღალმთიან აჭარაში

დეკემბერი 22, 2020
315

ვერასდროს ვიტყვით, ,,იყო, წავიდაო…”

ივნისი 10, 2020
106
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია