ორშაბათი, მარტი 8, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი კატეგორიის გარეშე

ბაღის თანამშრომლები აჭარის მთიანეთში გაზრდილ ხელფასს მარტის თვიდან აიღებენ

ეკა ბარამიძე
თებერვალი 1, 2021
კატეგორიის გარეშე
0

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლები მარტის თვიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ. შესაბამისი მერიების ინფორმაციით, დანამატი 19-21 % იქნება და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 80-100 ლარით გაიზრდება. გაზრდილი თანხის ოდენობას კი სახელფასო სარგო განსაზღვრავს. პროცენტული დაანგარიშებით, 100 ლარით იმ თანამშრომლების სახელფასო სარგო გაიზრდება, ვისი ანაზღაურებაც შედარებით მაღალია, 80 ლარით კი – მას, ვისაც ნაკლები ანაზღაურება აქვს.

შუახევის მერიის, საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის, ინფორმაციით, მაქსიმუმ – 100 ლარით გაზრდილ ხელფასს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად აღმზრდელები, მედდები და ჭურჭლის მრეცხავებიც მიიღებენ.

„დეკემბერშიც ვფიქრობდით ხელფასების ზრდას ამ სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, მაგრამ რადგანაც არ დაიწყო საგანმანათლებლო პროცესი და მარტში განახლდება, გაზრდილ ხელფასს თანამშრომლები 1–ლი მარტიდან აიღებენ. ბიუჯეტში ასახულია ხელფასის ზრდა.

მაქსიმუმ 100 ლარით გაიზრდება ანაზღაურება. თანამშრომლებს შორის გაზრდილი ხელფასით სხვაობა 10 ლარი იქნება. საბავშვო ბაღში დასაქმებულებთან ერთად მარტის თვიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულებიც  – 100 ლარის ოდენობით,“ – აცხადებს ანზორ ცეცხლაძე და დასძენს, რომ გაზრდილი ხელფასის გასაცემად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში 10 თვის მონაცემია გაწერილი. იმისთვის, რომ შუახევის მერიამ სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავეებს ერთი თვის განმავლობაში გაზრდილი ხელფასი გასცეს, 17 ათას ლარამდე თანხაა საჭირო.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 19-21 % – ით გაიზრდება და თანხობრივად 80 – 100 ლარით მოიმატებს. შუახევის მსგავსად, აქაც გაზრილ ხელფასს თანამშრომლები მარტის თვიდან აიღებენ.

„1 მარტიდან ძალაში შევა  შესაბამისი დოკუმენტი, მანამდე კი ბიუჯეტის ცვლილებისას დავამატებთ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას. ხელფასების ზრდის გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური დეტალები. თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს 1–ლი მარტიდან აიღებენ.

ამ სფეროში დასაქმებულ თანამშრომლებს, ყველას გაეზრდება ხელფასი  80, 90 და 100 ლარით. სამართლიანობის პრინციპი დაცული იქნება და ყველას თანაბრად გაეზრდება ხელფასი, გაზრდილი თანხის სხვაობას, განსხვავებული სახელფასო სარგო განაპირობებს,“ – გვითხრა ჯემალ ტაკიძემ, ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.

ქედაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების გაზრდილი ხელფასის გასაცემად თვეში 25 ათას ლარამდე თანხა იქნება საჭირო;

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ აცხადებენ, რომ დანამატის ოდენობა ქედისა და შუახევის მსგავსი იქნება.

„80-100 ლარით გაიზრდება ხელფასი. ამ საკითხზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. ვცდილობთ, არ იყოს განსხვავებული ხელფასი და ჩვენთან დასაქმებულ თანამშრომლებს ისეთივე ანაზღაურება ჰქონდეთ, როგორც შუახევსა და ქედაში,“ – ამბობს ნადიმ ვასაძე, ხულოს მერის მოადგილე.  

www.asea.ge
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსი ქედას – თვითმმართველობის გამარჯვებული პროექტი

შემდეგი პოსტი

დიდი ომები და იდიომები

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე

შემდეგი პოსტი

დიდი ომები და იდიომები

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

„ჩვენთვის პრიორიტეტი საავტორო პროდუქტის შექმნა და მსმენელამდე მიტანაა“ – ინტერვიუ სალი ბეთლისთან

ივლისი 8, 2020
329

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

მაისი 16, 2020
36

არმაზ ახვლედიანი – “თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად სამართლიან გარემოში ჩატარდება, მაშინ “ოცნება” ოპოზიციაში აღმოჩნდება”

ივლისი 6, 2020
365

კავკასიური ცეკვა მოსკოვური ილეთებით – გენრი დოლიძის ბლოგი

თებერვალი 10, 2021
583

5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ანა ორმოცაძის ბლოგი

მაისი 12, 2020
660
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

ევროკავშირის გრანტი ქედასა და ხულოში არასასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს

მარტი 6, 2021

5 ფაქტი ბათუმის შესახებ

მარტი 6, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია