სამშაბათი, იანვარი 26, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა

“არჩევნები 2020 ანუ – უსასრულობის ომი” – გიორგი გაბაიძის ბლოგი

გიორგი გაბაიძე
ნოემბერი 26, 2020
ანალიტიკა, არჩევნები2020, ბლოგი, პოლიტიკა
0

არჩევნები2020

ზოგჯერ ფანტასტიკის ჟანრის ფილმში განვითარებული მოვლენები ყველაზე მეტად ემგვანება რეალობას. ვისთვისაც პარალელები და ალეგორიები საინტერესო ჟანრი,ა ეს ბლოგიც მათთვისაა დაწერილი.

თუ თქვენ არ ხართ ფანტასტიკური ჟანრის ფილმების მოყვარული, გირჩევთ, მინიმუმ იმიტომ ნახოთ ეს ფილმი, რომ შეაფასოთ, მართებულია თუ არა ამ ბლოგში გავლებული პარალელები.

მინდა, პარალელი გავავლო 2018 წლის 23 აპრილს გამოსულ ფილმსა და ამჟამინდელ ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე და ეს ყოველივე კომიქსის ჭრილში დაგანახოთ. ფილმს ჰქვია – „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (Avengers: Infinity War), ეს 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმია Marvel Comics-ის პერსონაჟების შესახებ. ფილმში მთავარი ანტიგმირი ტიტანია, სახელად “თანოსი”, მიუხედავად  იმისა, რომ მის წინააღმდეგ გაერთიანდა ბოლო პერიოდში ურთიერთდაპირისპირებული ყველა ძალა, ხელახლა შეიკრიბნენ “შურისმაძიებლები”, მათ შეუერთდნენ “გალაქტიკის მცველები” და ეულად მებრძოლი “დოქტორი სრტრეინჯიც” კი. ბევრი ბრძოლის და ორმხრივი მსხვერპლის მიუხედავად, თანოსმა მიაღწია ცხოვრების მთავარ საწადელს – ხელში ჩაიგდო ექვსივე უსასრულობის ქვა (განუსაზღვრელი ძალა) და მიაღწია თავის ძირითად მიზანს – მან თითების ერთი დატკაცუნებით გააქრო სამყაროს ცოცხალი ორგანიზმების ნახევარი;

ჩვენ შემთხვევაში კი, ეს უკვე რეალიზმის ჟანრია და ანტიგმირი უფრო სასტიკი აღმოჩნდა, მან  ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტიც კი გააქრო. სურათი უფრო ნათელი რომ გავხადოთ სიუჟეტი ჰგავს Marvel Comics-ის ზემოთ ხსენებული ფილმის სცენარს, რომ არ დაიბნეთ ეტაპობრივად გაგიშიფრავთ – მარველის ბოლო ფილმებში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო და ერთმანეთს დაუპირისპირდა შურისმაძიებლების გუნდი, რომელთა დროებითი გაერთიანების მიზანი იყო – სამყაროს დაცვა უცხო პლანეტებიდან მოსული ბოროტი ძალებისგან. სწორედ ასე გაერთიანდა 2019 წელს მთელი ქართული ოპოზიცია ერთი მიზნის ირგვლივ, რომელთა მიზანი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიზანს მიაღწიეს, თუმცა არა ბოლომდე, რაშიც ნახევრად პროპორციული არჩევნები იგულისხმება (120 პროპორციული / 30 მაჟორიტარული). წინასაარჩევნოდ ისევ დაიყო ერთი ძალის წინააღმდეგ შეკრული ოპოზიცია, რომელ ძალასაც, ფაქტიურად, ისინი ვერ გაუმკლავდნენ; ძალას, რომელიც “თანოსის” – ჩვენი ქვეყნის ერთმმართველი ხელისუფალის ხელზე, კონკრეტულად უსასრულობის ხელთათმანზეა მოთავსებული (ეს არის სპეციალურად უსასრულობის ქვების მოსათავსებლად შექმნილი ხელთათმანი). რა ძალაზეა საუბარი, მოდი, ცოტა ამაზეც ვისაუბროთ – ზემოთ ხსენებულ ფილმში ამ ძალას წარმოადგენს 6 უსასრულობის ქვა – 6 კრისტალი. პარალელი მინდა, გავავლო იმ ძალებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს უპყრია ხელთ, როგორც უსასრულობის ხელთათმანი – 6 უსასრულობის ქვით.

1. კოსმოსის ქვა (ჩვენ შემთხვევაში – პარლამენტი): ტესერაქტის სახელით ცნობილი, განუსაზღვრელ განახლებად ენერგიას შეიცავს.

2. გონების ქვა (ჩვენ შემთხვევაში – მედია): ტვინის გამოსარეცხ მანქანად გამოიყენება.

3. რეალობის ქვა (ჩვენ შემთხვევაში – კრიმინალური სამყარო): ლალისფერი რეალობის ქვის ძალის აღწერა შეიძლება, ცოტათი უცნაური მოგეჩვენოთ, რადგან მას ადამიანების ლპობით განადგურება შეუძლია.

4. ძლიერების ქვა (ჩვენ შემთხვევაში – საჯარო სექტორი): ეს ქვა სპეციალურ კონტეინერში ინახება, რადგან მას მართლაც უზარმაზარი ძალა აქვს. მას მთლიანი პლანეტის განადგურება შეუძლია.

5. დროის ქვა (ჩვენ შემთხვევაში – ცესკო): მწვანე შეფერილობის გულსაკიდი, ცნობილი, როგორც აგამოტოს თვალი. მის მფლობელს დროის მანიპულირება შეუძლია. დროის აჩქარება, შენელება და გადახვევა.

6. სულის ქვა (ჩვენ შემთხვევაში – სასამართლო): ეს ქვა ნარინჯისფერია და ყველაზე მნიშვნელოვან ქვად ითვლება, რადგან მისი დახმარებით, სხვებისთვის სუპერძალების წართმევა და მისაკუთრებაა შესაძლებელი.

თანოსის ფილოსოფიაში ნახევარი სამყაროს სიცოცხლის გაქრობა ეწირებოდა მეორე ნახევარს, ეს მისეული კანონზომიერება ცალსახად არადემოკრატიული და უსამართლოა.. ამავე კანონზომიერებით ვერ დამარწმუმებთ იმაშიც, რომ ადამიანი, რომელმაც თითების ერთი დატკაცუნებით გააქრო და უგულებელყო ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი – უბრალოდ, ასე უბრძოლველად არ შერჩება, რადგან წინ “Avengers: Endgame”-ა…

..

მომავალში როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი 14 000 605 ვარიანტიდან ერთია… დაველოდოთ, მეგობრებო… დაველოდოთ!..

www.asea.ge
Tags: Avengersამერიკაარჩევნებიბიძინაკომიქსიმარველიმედიაოპოზიციაპარლამენტიპროპორციულისაქართველოსუპერგმირიფანტასტიკაფილმიშურისმაძიებლები
გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

ფეხბურთის ღმერთი მოკვდა!

შემდეგი პოსტი

მარტო მეწყრული პროცესების პირისპირ და ბინები, როგორც ჯილდო გადარჩენისთვის

გიორგი გაბაიძე

გიორგი გაბაიძე

შემდეგი პოსტი

მარტო მეწყრული პროცესების პირისპირ და ბინები, როგორც ჯილდო გადარჩენისთვის

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

გოგი წულაია – “მე ვთვლი, რომ არჩევნებზე ცალ–ცალკე უნდა გავიდეთ და უკვე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისაუბროთ გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე”

აგვისტო 6, 2020
33

სახლები, რომლებშიც სიმშვიდე არასდროს ისადგურებს

დეკემბერი 13, 2020
72

ქუთაისის არჩეული მერი თანამდებობიდან გადადგა

აპრილი 22, 2020
53

5 ფილმი ტოტალიტარიზმზე – ანა ორმოცაძის ბლოგი

აპრილი 18, 2020
300

COVID-19: მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური სასუნთქი აპარატი, რომელიც ეღირება 1000£

აპრილი 27, 2020
92
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

იანვარი 25, 2021

„მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“

იანვარი 21, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია