ხუთშაბათი, მარტი 4, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა

არჩევნები (ქართულად) ანუ კენწეროში გატკბილდების!

მირიან მერცხალაძე
სექტემბერი 20, 2020
ანალიტიკა, არჩევნები2020, ბლოგი, პოლიტიკა
0

რაც უფრო ახლოვდება ოქტომბერი, მით უფრო მეტად იგრძნობა როგორც პოლიტიკურ, ისე არა პოლიტიკურ სივრცეებში ციებ-ცხელების მაღალი მაჩვენებელი. პოლიტიკურ თერმომეტრებზე ტემპერატურაც უფრო და უფრო მაღლა იწევს და მოლოდინებიც მჟღავნდება.

არჩევნები რომ სახელწიფოს ღირსეული არსებობის და პოლიტიკური მდგრადობის ერთ–ერთი მთავარი ფუნდამენტია, ეს დანარჩენ მსოფლიოში რომ არ ვიკითხოთ, ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს.

პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვადასხვა გზის მეშვეობით ცდილობს თავისი ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ ხმა აუცილებლად მას უნდა მისცეს და უმეტეს შეთხვევაში, წინასწარი ,,დაპირებების“ (პროგრამა ხშირად არც გააჩნიათ) საშუალებით, ცდილობენ ქარიზმატული როლების მორგებას ტრიბუნებზე, რომლებზეც, როგორც წესი, ისედაც ძალიან ბევრჯერ მდგარან.

დღევანდელ ბლოგში მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ ზოგადად, საიდან წამოვიდა არჩევნების კულტურა და რა ისტორიული ნარატივები გააჩნია მას, რათა პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად გარკვეული ადამიანებისთვის, არჩევნების დატვირთვა და დანიშნულება მაქსიმალურად ნათელი და გასაგები იყოს.

არჩევნების საწყისები ანტიკური დროის საბერძნეთსა და რომში უნდა ვეძიოთ. ტერმინები – ,,რესპუბლიკა“ და ,,დემოკრატია“ სწორედ აქ ჩაისახა.

სწორედ ძველ საბერძნეთში იყო მმართველობის ყველაზე გავრცელებული ფორმა – დემოკრატია, რაც თავის მხრივ, ,,ხალხის მმართველობას ნიშნავდა“. ძველ ბერძნებში ასე მხოლოდ იმ პოლიტიკურ სისტემას მოიხსენიებდნენ, სადაც ხალხი (დემოსი) პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ ათენში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და პირდაპირი წესით ირჩევდნენ ყველა რანგის მოხელეს.

მსგავსი ტიპის საარჩევნო სისტემამ ათენში წარმატებით იარსება დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში, სანამ პელოპონესის ომში სხვადასხვა სახის ხარვეზები არ გამოვლინდა.

მათთვის კი, ვინც არ იცის, თუ რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი დემოკრატია, ვეცდები ეს ორი მმართველობის ფორმა მარტივი მაგალითით ავხსნა.

პირდაპირი დემოკრატიაა, როდესაც პირობითად, თქვენ ხართ უნივერსიტეტის სტუდენტი და თქვენს კურსზე ვერ შეთანხმდით იმაზე, თუ თქვენმა ლექტორმა წინა კვირას გაცდენილი ლექცია კვირის რომელ დღეს უნდა ჩაგიტაროთ. თქვენ გადაწყვიტეთ, კურსზე ჩაგეტარებინათ კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგად არჩეული კვირის ხელსაყრელ დღესთან დაკავშირებით მიაწოდეთ ინფორმაცია ლექტორს.

აი, არაპირდაპირი დემოკრატია კი მაშინ არის, თუკი თქვენ კურსზე მანამდე გყავდათ ფარული კენჭისყრით არჩეული ე.წ  ჯგუფხელი, რომელმაც გადახედა კვირის დღეების მიხედვით, რომელი დღე იყო მეტად უფრო ოპტიმალური ყველა სტუდენტისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ლექტორს ამ დღესთან დაკავშირებით.

ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს პარლამენტიც. ჩვენ ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც ხელფასს ჩვენი მინდობილობით აღებულ ისევ ჩვენივე ბედის წარმართვაში ღებულობენ და პრემიებს, ალბათ, იმ ლოგიკით იწერენ, თუკი ჩვენი იღბლისა და ბედის ნამრავლის კოეფიციენტი ძალიან, ძალიან აიჭრა ზეცისკენ.

რაც შეეხება ძველ რომს, აქ დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური წყობა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ  510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება მანამ, სანამ რომში სამოქალაქო ომების სერია არ დაიწყებოდა და ამის შედეგად, ის იმპერიად არ გარდაიქმნებოდა.

რომში თანამდებობაზე არჩევა ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად, უმაღლეს თანამდებობას – კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი კონსულის მოქმედებაზე მეორე კონსულს ყოველთვის შეეძლო  ვეტოს დადება.

აქედან მოყოლებული არჩევნებიც დღევანდელობამდე ზუსტად იმ სახით მოვიდა, როგორიც არის. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უშუალო პროცესში, თუკი თქვენ არ ყოფილხართ საარჩევნო უბანზე და არ დაკვირვებიხართ არჩევნებს, მინდა გითხრათ, რომ ქართულ რეალობაში ძალიან დიდი მასკარადის ნახვის საშუალება გამოგიტოვებიათ. ხანდახან არჩევნები არის ხოლმე ის მრავალფეროვანი პოლიგონი, საიდანაც უამრავი უცნაური და ზე–საინტერესო აზრი შეიძლება აფრინდეს სხვადასხვა გაუწონასწორებელი ემოციის მქონე თავის პატრონი ადამიანებისგან.

ამასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თანამედროვე სამყაროშიც კი არსებობს არჩევნების ჩატარების სხვადასხვა წესი და საინტერესო მეთოდები.

აი, მაგალითად, ინდოეთში არჩევნების ჩატარების პერიოდი შეიძლება, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში 800 000 000 ამომრჩეველია, დანარჩენის წარმოდგენა უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია.

რაც შეეხება ავსტრალიას, ხმის მიცემა არის სავალდებულო. ყველა 18 წელს მიღწეული პირი ვალდებულია, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფოსგან ეკისრებათ ჯარიმა 15 დოლარის ოდენობით.

15 დოლარის ოდენობის თანხა კი დღეის მდგომარეობით დაახლოებით 45 ლარის ეკვივალენტის ტოლია. აი, გაამართლებდა თუ არა ეს მეთოდი საქართველოში, ეგ კი მეტად საინტერესო და სამსჯელო საკითხია.

გაგიკვირდებათ და განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე ცოტა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან აშშ–ში ფიქსირდება. მაგალითად, თუკი ავიღებთ 2016 წელს, ამერიკაში არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 53.6–მა პროცენტმა მიიღო, რაც იმ წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც ბელგიაში დაფიქსირდა (87.2), 33.6 %–ით ჩამორჩება.

გამბიაში მოსახლეობა ხმას მარმარილოს დახმარებით აძლევს. მოსახლეობა საკუთარ „ხმას“ – მარმარილოს ნატეხს სხვადასხვაფრად შეღებილ მეტალის ყუთებში ათავსებენ. თითოეულ ყუთზე ზარია მიმაგრებული. ერთ ხმა ერთ ზარს უდრის. იმ შემთხვევაში, თუ ზარი ორჯერ დარეკავს, მაშინ დამკვირვებელმა იცის, რომ ადგილი დარღვევას აქვს.

და ბლოგის დასასრულს, რა თქმა უნდა, უცილებლად შევეხებით საქართველოს.

საქართველოს არჩევნების ისტორია 1919 წლიდან იწყება. პირველი არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა.

პირველ ქართულ არჩევნებში საფუძველი ჩაეყარა ,, დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულებას“, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო და თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით, პროპორციული საარჩევნოს სისტემის საფუძველზე  130 პარლამენტის წევრის არჩევას, პარტიული სიების მეშვეობით.

ჯამში  1990 წლიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 28 არჩევნები.

ესენია:

  • 7 – საპრეზიდენტო
  • 10– საპარლამენტო
  • 8 – ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • 7 – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • 1 – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • 1 – აჭარის ა/რ მეთაურის არჩევნები

ამგვარად, დღევანდელი ბლოგის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ,  ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკა იმდენად ბინძური და უინტერესო საქმეა, რომ თავის შეწუხებაც კი არ ღირს საარჩევნო უბანში მისასვლელად, მინდა, მივმართო: ბოლოს და ბოლოს, აიღეთ ეგ თქვენი მარმარილოს ფირფიტები ხელში, თუ საარჩევნო კონვერტები დიდად არ გიზიდავთ, აუცილებლად მიდით იმ თეთრი ქაღალდით შეფუთულ ყუთებთან (გამბიისგან განსხვავებით ფერადი თუ არ დაგხვდებათ) და აუცილებლად ჩამოჰკარით საკუთარი ზარი ერთხელ, იმის ნიშნად, რომ თქვენ არსებობთ, როგორც მოქალაქე ან ჩამოჰკარით ორჯერ, რათა თქვენი განგაშის ზარმა ქარიშხალივით გადაურბინოს პოლიტიკური პარაზიტების ოკეანეებს.

www.asea.ge
Tags: არჩევნები 2020არჩევნების ისტორია
გაზიარება78Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

შალვა ნათელაშვილი ბანკებს მოუწოდებს პანდემიის გამო კვლავ გადაავადონ სესხების გადახდა

შემდეგი პოსტი

მოძრაობის “შენთან ერთად” ლიდერი, ალექსანდრე მილორავა განცხადებას ავრცელებს

მირიან მერცხალაძე

მირიან მერცხალაძე

შემდეგი პოსტი

მოძრაობის "შენთან ერთად" ლიდერი, ალექსანდრე მილორავა განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას 2020–ის არჩევნებში?

სექტემბერი 5, 2020
155

ევროპარლამენტარების ღია წერილი არჩილ თალაკვაძეს

თებერვალი 6, 2021
131

იოსებ სტალინი და სიკვდილის წიგნაკი

მარტი 3, 2021
51

“კატინის ტრაგედია – გვიან აღიარებული გენოციდი” – მერაბ ჯიხაძის ბლოგი

აპრილი 15, 2020
158

„აუცილებლად უნდა ამოიღოთ ხმა! არავის აქვს ძალადობის უფლება!“

ივლისი 15, 2020
61
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

მარტი 4, 2021

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

მარტი 3, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია