უკრაინის დედაქალაქ კიევში შეიარაღებულ მძარცველთა დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც ერთი შეხედვით, სხვა მსგავსი ჯგუფისგან არაფრით გამოირჩეოდა მანამ, სანამ იერიში არ მიიტანა სამიზნე ობიექტზე…
რას წარმოადგენდა ეს ობიექტი? საიუველირო მაღაზიას? ბანკს? საინკასაციო მანქანას? – არა, ბანდის წევრების სამიზნე იყო პირი, რომელიც პირბადეების რეალიზაციას ახდენდა.
მათ 100 000 ცალი პირბადე წაიღეს. კიევის პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.
მძარცველებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო: https://bit.ly/2WBSY9J
www.asea.ge
კომენტარები