
- უნდა იმყოფებოდეს იტალიის ტერიტორიაზე 2020 წლის 8 მარტამდე და ასევე 2020 წლის 8 მარტის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს დატოვებული იტალიის ტერიტორია.
- იმ უცხოელზე, ვისაც საერთოდ არ ჰქონია საბუთი ანუ “პერმესო დი სოჯორნო” ( ბინადრობის უფლება), დამსაქმებელმა უნდა გააკეთოს მოთხოვნა. გადაიხადოს 400 ევრო და დადოს მასთან სამუშაო კონტრაქტი.
- იმ უცხოელებს, რომელთაც ჰქონდათ “პერმესო დი სოჯორნო” და ვადა გაუვიდა 2019 წლის 31 ოქტომბრიდან, მაგრამ ვერ გაანახლეს, რადგან ვერ დაიწყო მუშაობა ისეთ სამსახურში, სადაც კონტრაქტს დაუდებდნენ, შეეძლებათ დამსაქმებლების გარეშე თვითონ შეიტანონ განაცხადი დროებითი – 6–თვიანი – საბუთის მიღებაზე.
ამ 6 თვის მანძილზე უცხოელმა მოქალაქეებმა უნდა მონახონ სამსახური, სადაც კონტრაქტს დაუდებენ, შემდეგ შეძლებენ დროებითი – 6– თვიანი – საბუთის გადაკეთებას ჩვეულებრივ “პერმესო დი სოჯორნოდ”, რომლის საფასური 160 ევრო იქნება.
ამ სასიხარულო სიახლესთან დაკავშირებით, იტალიაში ემიგრირებული ქართველი ჟურნალისტი, ლელა თოლორდავა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
“გვიხაროდენ, იტალიაში მყოფო არალეგალო ემიგრანტებო, ჩვენს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული!!!!
ამ დიდ სიხარულს ვერაფერი გადამიფარავს!!!
ვიღებ მოლოცვებს!!!
გუშინ მეგონა, მომეჩვება, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რადგან თვალს მარიდებს ბებოს ქალიშვილი… შემხედე, შე ქალო, თვალებში!!!
მომილოცე, მითხარი, რომ გიხარია!!!
გიხარია, ჩემი სიხარული!!!
მითხარი, რომ შენი ქვეყნის მთავრობამ დამიფასა, გასაჭირის ჟამს რომ არ დავკარი ფეხი და არ გავიქეცი ჩემს ქვეყანაში!!!
არ მივატოვე შენი მოხუცი დედა და არ მოგიმატეთ პრობლემები!!! მითხარი, რომ გიხარია, შემამჩნიეს, ადამიანად ჩამთვალეს!!!
მითხარი, მითხარი!!!
თორემ მე გეტყვი, გეტყვი, რომ შენ რომ ინფორმაციას მიმალავ, ლამის ზეპირად ვიცი!!
მე აქ ვარ და ველი შენგან ამ დიდებული ამბის მოხარებას!!!
ლეგალიზაცია!!!!
ლეგალიზაცია!!!”
კომენტარები