ხუთშაბათი, მარტი 4, 2021
ASEA.GE მედია პლატფორმა
რეკლამა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
ASEA.GE მედია პლატფორმა
No Result
ყველა შედეგის ჩვენება
მთავარი ანალიტიკა ბლოგი

“ადამიანი-მზის” სამშობლოდან ადამიანი-ღმერთის სამშობლოში – გენრი დოლიძის ბლოგი

ნოდარ დუმბაძე ბრწყინვალე ქართველი მწერალიაო _ ამბობენ კოლეგები _ იგი უდავოდ ქართული მოვლენააო, დასძენენ და ამით ფსოუდან ალაზნამდე კეტავენ მის გეოგრაფიასა და მნიშვნელობას. რაღაც დოზით, მეც ვიზიარებდი აზრს, რომ გურული იუმორი და ეთნოგრაფია მთლად გასაგები ვერ იქნება გერმანელისთვის, რუსისთვის, ესპანელისათვის, არაბისთვის... თუმცა, პირადი ისტორიიდან მინდა გავიხსენო შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანი და ადამიანური თემები უფრო აინტერესებს სამყაროს, ვიდრე გლობალური, მძიმე-მძიმე პრობლემები და ფილოსოფიური კეკლუცობა.

გენრი დოლიძე
აპრილი 21, 2020
ბლოგი, კულტურა, ლიტერატურა, პერსონა, რელიგია, საზოგადოება
0
2010 წელია, რუსთაველის პრემიის ლაურეატებთან ერთად ვიმყოფებით ისრაელში, რა თქმა უნდა, მდინარე იორდანესაც ვეწვიეთ და განწმენდის რიტუალის შემდეგ იქვე მდგომ სავაჭრო ცენტრში მე და როინ აბუსელიძე ამაოდ ვათვალიერებთ ძვირიან საიუველირო ნაწარმს.
ერთი საყურე მომწონს დედისთვის, მაგრამ მთელი წლის ჰონორარი არ ყოფნის… არადა, დედაჩემს როგორ გავახარებდი _ ვეუბნები როინს, რომელსაც, ჯერ კიდევ, ახალდაქორწინებული ეთქმის და მეუღლისთვის ათვალიერებს ძვირფასეულობას, ისიც ამაოდ, რადგან ჩვენი, ორივეს, თანხა, ერთად რომ შეაგროვო და გადაადნო, ერთ სანთელს ვერ იყიდის (ძვირია ყველაფერი და ძვირია სანთელიც, ძვირია პურიც, წყალიც ძვირია, თავისთავად, ქვეყანაში, სადაც უფალი ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა… აქ დაიბადა ფრაზა: “ქალაქში, სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი…”) ირგვლივ უამრავი ერის და ჯურის ხალხი ირევა, იტალიელი პადრე თავისი მრევლით, პორტუგალიელი პილიგრიმები, კანადელი ტურისტები, უკრაინელი მონაზვნები და კიდევ ისინი, ვისი ეროვნებაც ვერ დავადგინეთ…. მესამე წრეზე რომ მოვუბრუნდით “დედაჩემის საყურეს”, უცებ, გამყიდველი, ყოველგვარი მისალმების გარეშე, აღფრთოვანებული გვეუბნება ინგლისურად: _ მე ვიცი თქვენი სამშობლო! _ ამ დროს იტალიელებს მიაქვს იქაურობა…
_ უეჭველი ამათში ვეშლებით-მეთქი_ როინს გადავულაპარაკე. მერე რუსულად გვითხრა:
_ თქვენ ჩემი საყვარელი მწერლის სამშობლოდან ხართო, _ თან გვიღიმის უკიდეგანოდ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ “სესერეკელი” რუსები ვგონივართ. უღიმღამოდ ვპასუხობ:
_ კტო ვაშ ლიუბიმი პისატელ, დოსტოევსკი?
_ ვი ვედ’ იზ გრუზიი? _ მოულოდნელი სიჩუმე…
“ალბათ, რუსთაველი!” –  გავიფიქრე მე.
“იქნებ ვაჟა?” _ ფიქრობს როი,
“ნუთუ აკაკი?!” _ ვფიქრობ…
“ჯავახიშვილი!” _ ფიქრობს როი…
“კონსტანტინე?” _ გამიელვა თავში
_ დეფი! _ ჩაილაპარაკა როიმ და კოკისპირულ სიცილს ძლივს ვიკავებთ…
_ ნოდარ დუმბადზე! _ გვეუნება თავდაჯერებული.
მე და როი ერთმანეთს ვუყურებთ აღტაცებულები, გახარებულები და ახლა იმას ვანგარიშობთ, დუმბაძის რა ექნება ამ გოგოს წაკითხული.
_ ნავერნა, “ზაკონ ვეჩნოსტი”? _ ვეკითხები მე…
_ ნე _ თავს აქნევს გაღიმებული იუველირი…
_ “სოლნეჩნი ნოჩ”? _ შემაშველა როინმა…
_ ნეტ! “ია, ბაბუშკა, ილიკო ი ილარიონი”, – ეჭვის კლანჭებისგან გვიხსნა უცხოელმა, რომელიც ამ წინადადებიდან აღარ იყო უცხო… ის იყო ყველაზე ახლობელი მთელს დედამიწაზე, დედამიწაზე, რომლის უზარმაზარი ბურთი მისი ბრილიანტის ბეჭდის ნასხლეტივით დაპატარავდა, უცებ….
და გამახსენდა სესილია თაყაიშვილი სარეცელზე,
და გამახსენდა ჩემი ოლღა ბებია, რომელიც საოცრად ჰგავდა ზურიკელას ოლღა ბებიას… და რომელიც საოცარი სიკვდილით მიიცვალა…
და გამახსენდა ფრაზა:  “მერე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით”…
და გაიზარდა ისევ დედამიწის ბურთი…
და მთელი სამყარო ვერ დაიტია “მთელმა სამყარომ”.
_ რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ უცხო სოციუმში, ამ უცხო ქვეყნის ყოფაში, ამ უცხო კუთხის იუმორში და ხასიათში? _ ეკითხება როი.
_ ადამიანი და მისი ტკივილი. ბებია და შვილიშვილის ურთიერთობა არ შეიძლება იყოს უცხო მისთვის, ვისაც ბებიასთან ერთი დღე მაინც გაუტარებია. აქ, ქრისტეს დედულეთში, ათასი ჯურის ადამიანი მოდის მოსალოცად, ღმერთი ერთია, მაგრამ ყველას თავისი უფალი ჰყავს. ყველას თავისებურად ესმის რწმენა, თუმცა მათ აერთიანებთ ქრისტე – თავისი ადამიანური ტკივილებითა და განცდებით. ამ პადრეს რომ წააკითხო ნოდარ დუმბაძე, დარწმუნებით იტყვის, რომ იგი იტალიელია.
ამ დროს, ჟანრის კანონი მოითხოვდა, რამე დიდი და საკაცობრიო მეთქვა (გვეთქვა), თუმცა მექანიკურად, თითქოს, ნოდარის მხოლოდ თანამემამულეობა გვეცოტავა, ყველაზე გულუბრყვილო და უადგილო რამ წამომცდა: “მი ტოჟე გრუზინსკიე პისაწელი”.
გაუკვირდა, ცოცხალი მწერალი, მით უფრო, ქართველი მწერალი არასოდეს ენახა. შევატყვე, ეჭვის თვალით გვიყურებდა, ეგონა ვატყუებდით. უცებ, ჩემდა ბედად, ჯანსუღ ჩარკვიანმა ჩამოიარა, მოვკიდე ხელი და მოვიყვანე _ ვოტ ონ, ბლისკი დრუგ სამავო დუმბადზე, პოეტ, ჯანსუღ ჩარკვიანი! _ მტკიცებულება დამაჯერებელი აღმოჩნდა…
მერე ემოციებისგან აღარ მახსოვს, რაზე ვისაუბრეთ… მახსოვს, მეორე დღეს ბედნიერი ვიჯექი თვითმფრინავის სალონში და დედისთვის მომქონდა ძვირფასი საყურის გამყიდველისგან საინტერესო და საყურეზე გაცილებით ძვირფასი ამბავი საკაცობრიო მწერალ ნოდარ დუმბაძეზე.
ილუმინატორში დედამიწა ნელ-ნელა პატარავდებოდა იუველირის ბრილიანტის ნასხლეტივით, გულში კი იზრდებოდა პატარა გურული ბიჭი, რომელიც თავისი ადამიანობით, უბრალოებით და გულწრფელი ტკივილით მთელს დედამიწას შემოევლო ეკვატორად.
მოვფრინავდი ადამიანი-ღმერთის სამშობლოდან ადამიანი-მზის სამშობლოში და სიტყვა “ადამიანი” გაცილებით ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიდრე ოდესმე. ვუყურებდი დაპატარავებულ ბურთს, რომელსაც არც საზღვრები ქსელავდა, არც მავთულხლართები და არც ღობეები, იგი იყო ერთიანი, როგორც არასდროს – სახელად “მთელი სამყარო ჩვენ ვართ”!
გენრი დოლიძე
2017
www.asea.ge
Tags: აბუსელიძეარაბიბებიაბლოგიგენრიგენრი დოლიძეგოგოდედადედამიწადოლიძედუნიაილიკო და ილარიონიიორდანემემე ვხედავ მზესნოდარნოდარ დუმბაძეპილიგრიმიროისაყურესესილია თაყაიშვილიუერუსალიმი
გაზიარება1817Tweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარება
წინა პოსტი

დისტანციური სწავლება – რეალობა და გამოწვევები

შემდეგი პოსტი

მსოფლიო მთავრობა – ანტიკრიზისული იარაღი? – გუჯა ხაბაძის ბლოგი

გენრი დოლიძე

გენრი დოლიძე

შემდეგი პოსტი

მსოფლიო მთავრობა - ანტიკრიზისული იარაღი? - გუჯა ხაბაძის ბლოგი

კომენტარები

Facebook

გამოგვყევი

რეკომენდებული

მოწმდება თუ არა საკვები პროდუქტები, რომლებიც საბავშო ბაღებში რიგდება

მაისი 15, 2020
150

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აპრილი 22, 2020
45

ისტორიული ძეგლები ჰერეთში

აგვისტო 9, 2020
390

როდის იქნება აჭარის მთიანეთში ბუნებრივი აირი?

სექტემბერი 20, 2020
68

კახა ბენდუქიძის რეფორმები VS ხალხის აზრი – გუჯა ხაბაძის ბლოგი

აპრილი 21, 2020
240
წინა შემდეგი
რეკლამა
ASEA.GE მედია პლატფორმა


ჩვენი სოციალური ქსელები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ანალიტიკა
    • ბლოგი
    • ისტორია
  • არის ასეთი ქვეყანა
  • ახალი ამბები
    • კაი ამბები
    • მედია
    • რეგიონის ამბები
    • უცხოეთის ამბები
  • განათლება
  • გართობა
  • ეკოლოგია
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • ლიტერატურა
  • მოქალაქე
  • პერსონა
  • პოლიტიკა
    • არჩევნები2020
  • რეგიონი
    • თვითმმართველობა
    • სოფლის მეურნეობა
  • რელიგია
  • საზოგადოება
    • შშმ პირები
  • სამართალი
    • კრიმინალი
  • საქARTველო
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ქართული სოფელი
  • წარმატების კვალდაკვალ
  • ჯანდაცვა
    • კორონავირუსი

უახლესი ამბები

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

მარტი 4, 2021

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

მარტი 3, 2021
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
ყველა შედეგის ჩვენება
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გადაცემები
    • წარმატების კვალდაკვალ
    • საქARTველო
    • მოქალაქე
    • არის ასეთი ქვეყანა
  • ბლოგი
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • კორონავირუსი
    • ეკონომიკა
    • ანალიტიკა
    • ტექნოლოგიები

© 2020 Asea.ge - ყველა უფლება დაცულია